"ელ კლასიკოს" პორტრეტები. პეპე

მოურინიოს ერთ-ერთ მთავარ კოზირად "ბარსელონა" "რეალის" გასამართ 3 დაპირისპირებაში გამორჩეულად მაინც პეპე მიიჩნიეს. მისი ფიზიკური მონაცემები და ბრძოლისუნარიანობა ყველა თამაშში ჩანს. "ელ კლასიკოს" პორტრეტების წინა სტატიაში შემოგთავაზეთ ორი ცნობილი ადამიანის ინტერვიუ, რომლებმაც კრიშტიანუ რონალდუს თამაში განიხილეს. გთავაზობთ კვლავ ორი ადამიანის აზრს მადრიდის "რეალის" მცველის პეპეს შესახებ...


ტიტანი თეთრებში:

კრისტინა პერი როსი

"ელ კლასიკოს" პორტრეტები. პეპე
არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც თუნდაც კარიკატურიდან ან სურათიდან ყველაფერს შეიტყობ ამა თუ იმ პერსონაჟის შესახებ. ამ ადამიანმა ის სურათი რასაც თქვენ ამ წუთებში სტატიის მარცხენა მხარეს ხედავთ არც, თუ ისე დიდი ხანია რაც გამოაქვეყნა ოფიციალურად. ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი იგერიებს ვილიას წამოწყებულ შეტევას ხოლო მარცხენა ხელით სერხიო ბუსკეტსს აკავებს. თამაშში ჩანს მისი გამორჩეულად მძვინვარე და მობილიზებული მზერა, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ ბურთზე. ამ ფოტოდან ისეთი განცდა მეუფლება, რომ იგი ამით თავის მოწინააღმდეგეს აგრძნობინებს: "ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ტერიტორიაა. აქ ვერცერთი ჩემი მოწინააღმდეგე ვერ გაივლის სანამ მე ცოცხალი ვარ".

მოურინიოს ის ქმედება, რომ კლუბის აშკარა საკმაოდ პერსპექტიული და კარგი მოთამაშე მესუტ ოზილი მოედანზე არ გამოიყვანა ბევრს ძალიან ცუდად მიაჩნია, მაგრამ ამავდროულად მოურინიომ ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა, გასაკეთებელი საქმე კი ამ შემთხვევაში პეპეს მაღლა აწევა იყო. გუნდმა ამის გამო არ წააგო, მაგრამ ვერც გაიმარჯვა. მე არ შემიძლია არ ავღნიშნო პეპეს ქმედება თამაშის დროს. იგი 90 წუთის განმავლობაში ყურადღებას არ ადუნებდა. იგი ხშირად ხდებოდა "ბარსელონასთვის" ბურთის დაკარგვის მიზეზი. იგი თითქოს დიდი კედელივით იდგა თამაშში, რომლის გადალახვა "ბარსელონამ" უმეტეს შემთხვევაში ვერ შეძლო. მე მას მარტივად დავახასიათებდი - მესის ანტიდოტი.

პეპე საკმაოდ კარგად თამაშობს მაღალ ორთაბრძოლებში. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პეპემ მრავალ თამაშში კარგად დაიცვა "რეალის" დაცვის ხაზი. მისი კარგი თამაში სხვა მატჩებშიც იყო გამოკვეთილი. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ხაზზე ითამაშებს პეპე იქნება ეს დაცვის, თუ ნახევარდაცვის, ვფიქრობ იგი მაინც შეუდარებელი იქნება. იგი ართმევს ბურთს. ნებისმიერი "რეალის" მეტოქესათვის პეპე ძალიან ძლიერი ბარიერია. "სან მამესზე" გამართულ მატჩშიც პეპემ საოცრად ითამაშა. მას ვფიქრობ ის რაღაც განსაკუთრებული აქვს რაც მას გამორჩეულ ფეხბურთელს ხდის.

პეპემ თითქოს წინასწარ იცის, თუ როგორ შეეცდება მისი მოწინააღმდეგე მის დაბნევას. ეს კიდევ ერთი დამახასიათებლი კარგი რამაა რაც მას კვლავ განსაკუთრებულს ხდის. მესის მან ბევრჯერ აიძულა უკან დახევა და ასევე ბევრჯერ ჩაშალა მისი შეტევა . მას ამას გარდა ძალიან კარგი თამაშის სტილი აქვს. მას შეუძლია წაართვას ბურთი და მაშინვე უკან დახიოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ამას არ აკეთებს. იგი ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად წამოიწყოს სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევა, რაც მოურინიოს კიდევ ერთ უპირატესობას ანიჭებს.

სუსანა გუაში

არც ისე დიდი ხანია რაც მოურინიომ გადაწყვიტა ცვლილება შეეტანა გუნდის სტრატეგიულ განლაგებაში და პეპე თავისი პოზიციიდან თითქმის ცენტრამდე წამოსწია, რაც ვფიქრობ იდეალური გადაწყვეტილებაა. იგი "რეალის" ნახევარს ასუფთავებდა "ბარსელონას" ფეხბურთელებისგან, რომლების მუდმივად ცდილობდნენ გოლის გატანას. პეპე იყო ნამდვილი გლადიატორი, რომელიც არ ნებდებოდა.

ყველას ახსოვს მესის ქმედება ამ მატჩში, როდესაც მან თითქმის გადასული ბურთი იმ ტრიბუნისკენ გაგზავნა სადაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი იჯდა. პეპეს ეს მომენტი არ გამოჰპარვია და მაშინვე მივიდა მესისთან და მის არასწორ საქციელზე მიუთითა, "რეალის" გულშემატკივარი მესის ამ საქციელმა ძალიან გააღიზიანა. მატჩი რომელიც შაბათს გაიმართა არ იყო ისტორიული. გასაკვირი - იყო. იყო მომენტები როდესაც "ბლანკოსს" გამარჯვებაც შეეძლო. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი იმისა, რომ დარჩენილ სამ "ელ კლასიკოში" "ბლანკოსი" პეპეს კვლავ ამ პოზიციაზე ათამაშებს.

თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პეპეს თმები პუიოლის სტილში? ნუთუ ეს მას კვლავ უფრო საშიშს გახდის. მე ამას უბრალოდ დრაკულას იმ ნაწილს შევადარებდი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ვნახე და მთელი ღამით თვალი არ მომიხუჭავს. მესის სხვანაირი თამაშის სტილი აქვს რაც მას გამოარჩევს და "ბარსელონას" ერგება. ოზილი კარგად თამაშობს "ბლანკოსში" და თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. პეპეს სტილი არ გახლავთ შეტევის კარგად ორგანიზება და მასში ხშირი ჩართვა. ვფიქრობ, რომ ამჟამად ადებაიორი ბევრად სახიფათოა ვიდრე ბენზემა. როდესაც იგი ბურთს მიიღებს ელოდები სხვა ფეხბურთელების ჩამოსვლას. პეპეც საკმაოდ ცდილობს, რომ წამოწყებული კონტრშეტევა საკმაოდ კარგად საუკეთესო შემთხვევაში კი გოლითაც დასრულდეს.

თუ პეპე დაიმკვირდებს ადგილს იმ პოზიციაზე სადაც მოურინიომ არც ისე დიდი ხნის წინ დააყენა. მაშინ "რეალი" შეეცდება ჩაბი ალონსოს ღირსეული მეწყვილეს პოვნას, ამ შემთხვევაში კი ჩემს პირად არჩევანს ცესკ ფაბრეგასზე შევაჩერებდი. მოურინიომ შესაძლოა ახალი ტაქტია კვლავ შემოგვთავაზოს. პეპე, ხედირას და ჩაბი ალონსოს ხაზზე დააყენოს. არაფერია გამორიცხული. ერთი რამ ნამდვილად აღსანიშნავია, პეპე უნიკალურია და ის მართლაც ბევრს ნიშნავს "რეალისთვის".

რესპოდენტების მცირე განხილვა:

კრისტინა პერი როსი - ურუგვაელი მწერალი, რომელიც 2005 წლიდან "ბარსელონაში" ცხოვრობს.

სუსანა გუაში - ტელეკომპანია "La Sexta"ს ჟურნალისტი და ცნობილი მწერლის ტომას გუაშის შვილი.


ინფორმაციის წყარო: Real-madrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (315)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)