პეპე - მესის წამალი ან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

როგორც მოგეხსენებათ, მოურინიო იმ მცირეოდენ მწვრთნელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმა იციან, თუ როგორ დაამარცხონ "ბარსელონა".
არამგონია, რომ თქვენ ამ წინადადებით მიხვდეთ, თუ რა დავწერე რამდენიმე წუთის წინ. ამიტომ ვისაც ეს აინტერსებს, ყველანი სრულიადში.


16-ში, "ელ კლასიკოზე" მოურინიომ უდიდესი ყურადღება დაუთმო, კატალონიელთა არგენტინელი ფეხბურთელის - ლეონელ მესის შეჩერებას. ამისათვის, მან მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. საყრდენ ნახევარმცველად, გუნდის ცენტრალური მცველი პეპე დააყენა. მატჩის დაწყების წინ, როცა ოფიციალურად დასახელდა პირველი თერთმეტეული, ძალიან ბევრი ადამიანი(მათ შორის ჰალამადრიდის მომხმარებლებიც) უკმაყოფილო დარჩა ასეთი შემადგენლობით. თუმცა, როგორც შემდეგში გამოჩნდა, მოურინიომ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პეპემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ის, სრულიად დამსახურებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. პორტუგალიელი, მართლაც ბრწყინვალედ თამაშობდა. მან 9-ჯერ მოახერხა მეტოქისთვის ბურთის გამორთმევა, როცა ხედირამ და ალონსომ ეს მხოლოდ ორ-ორჯერ გააკეთეს. რაც მთავარია, პეპემ უნაკლოდ შეასრულა ჟოზეს მთავარი დავალება, მან თამაშიდან სრულიად გამოთიშა მესი. იმის გარდა, რომ არგენტინელმა გოლი გაიტანა, მან თამაშის დროს მეტი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი(თუ არ ჩავთვლით ძალიან კარგი მომენტის გაფუჭებას).აგრეთვე აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ამ მატჩში 9-ჯერ დაკარგა ბურთი. ეს კი რა თქმა უნდა, პეპეს დამსახურებაა. ლეონელმა რამდენიმეჯერ მოახერხა თავისი დრილინგით 2 კაცის ჩამოშორება, თუმცა ეს მაშინ, როცა მას პეპე არ მეურვეობდა. ჟოზეს მადრიდელთა 3 ნომრის სახით უდიდესი კოზირი უჭირავს ხელში. თუ მესიმ შემდეგი მატჩისთვის არ მოიფიქრა, თუ როგორ გაუმკლავდეს პორტუგალიელს, მას ძალიან გაურთულდება თამაში.

მესის ფაქტიურად არაფერი გამოსდიოდა და ასეთ სიტუაციაში, მას ნერვები მოეშალა და ეს ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკაზე გადაიტანა. მან ბურთი მთელი ძალით ბერნაბეუს პუბლიკისკენ გაგზავნდა. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილისკენ, სადაც ბურთი მიემართებოდა, ხანში შესული ადამიანები ისხდნენ. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.



არავინ იცის არგენტინელმა ეს შეგნებულად გააკეთა თუ არა. მე კი უბრალოდ ავღნიშნავდი, რომ ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ზოგი ვერ თოკავს ნერვებს(თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს ცუდ საქციელს). არ იფიქროთ, რომ მე ვცდილობ მესის გამართლება. ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. აგრეთვე გაცნობებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, გვარდიოლამ მესის საქციელისთვის ბოდიში მოუხადა "ბერნაბეუს" პუბლიკას. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი იქნება, თუ კი ლეონელი მწვრთნელს მიბაძავს და იგივეს გაიმეორებს. ამით რა თქმა უნდა, ვერ გამოასწორებს თავის საქციელს, რადგან მას ეს მატჩის დამთავრებისთანავე უნდა გაეკეთებინა, თუმცა როგორც იტყვიან: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! dle 10.1

  • dato818
  • 20 აპრილი 2011
  • 5072
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)