"უნდა მოვიგოთ სამეფო თასი"

კასილიასი: "ესპანური ფეხბურთის ყველაზე ლამაზი მატჩი გველის ამ სეზონში"


კასილიასმა ისაუბრა იმაზე თუ როგორ უნდა გაერთიანდნენ მადრიდის "რეალი" და გულშემატკივრები თუ მათ სურთ ტიტულის მოგება

შენ ყოველთვის გამოხატავდი განსაკუთრებულ სურვილს სამეფო თასის მოგების მიმართ. რა არის ამის მიზეზი?
ეს თასი ძალიან მნიშვნელოვანია "მადრიდის რეალისთვის" და არ შეგვიძლია თავს იმის უფლეა მივცეთ, რომ არ მოვიგოთ ის 17 წლის განმავლობაში. უფრო მნიშვნელოვანი გახდება თუ მას მოვიგებთ. რაც აქ ვარ თეთრმეტი წელია არ მომიგია ეს თასი.

ჩვიდმეტი წელი დიდი დროა მოსათმენად. გუნდს სჯერა, რომ თასის მოგების დრო მოვიდა?
გვჯერა, რომ ბევრი თასის მოგების დრო მოვიდა . ვიცით, ეს არ იქნება ადვილი. დიდებული მატჩი იქნება ესპანეთის ორ საუკეთესო მხარეს შორის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გვიხარია ფინალში, რომ გავედით. ვიმედოვნებთ თასის მოგებას.

გუნდი უფრო მოტივირებული უნდა იყოს რადგანაც მეორე ფინალისტი "ბარსელონაა".
ოპონენტის მიუხედავად ყოველთვის იქნება მოტივაცია. მაგრამ ეს უფრო დიდი ტიტული იქნება, რადგანაც სეზონის პირველი თასი იქნება. აი ეს არის ჩვენი მოტივაცია.

სამეფო თასის გათამაშებაში ოცი გატანილი გოლი და ოთხი გაშვებული გოლი მეტყველებს მადრიდის "რეალის" შეტევისა და დაცვის ძალაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ოთხშაბათს.
საუკეთესო ფორმაში და ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ ოთხშაბათს. ასევე ყველა თამაშშიც. გუნდურად უნდა ვიბრძოლოთ. არავინ გვაჩუქებს ტიტულს.

შენ ელოდები პატიოსნად ჩატარებულ მატჩს.
ვიმედოვნებთ, არაფერი პრობლემა არ იქნება მინდორზე და ფეხბურთელებში ნათქვამი მხოლოდ ფეხბურთს ეხებოდა. გვინდა, რომ პატიოსანი თამაში იყოს პროვოკაციების გარეშე. არც მადრიდის "რეალი" და არც მისი ქომაგები არ გამოიწვევენ პრობლემებს. დავამტკიცეთ ჩვენი ჯენტლმენობა მინდორზე და მოწინააღმდეგისადმი პატივისცემა. მოწინააღმდეგის გაგდების მიზნით არ ვმოქმედებთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქომაგები პატივს სცემენ სხვას. მილიონი ადამიანი შეხედავს ამ თამაშს, ასე რომ ორივე გუნდის ქომაგები, დაპირისპირების მიუხედავად, მაგალითები უნდა იყვნენ. ბევრი ადამიანი იქნება ბავშვებთან ერთად მოსული და მათ მოუნდებათ ლამაზი თამაშის ხილვა, საუკეთესოებს შორის. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ეს გათვალისწინებული იქნება და არაფერი მოულოდნელი არ მოხდება.

შაბათს მადრიდის "რეალმა" დაამტკიცა, რომ ყველაფრისთვის მზადაა, ათი კაცით თამაშისთვისაც კი "ბარსელონას" წინააღმდეგ.
ეს მატჩები მოტივაციას სძენენ მოთამაშეებს. არასდროს არ შეგვიძლია დანებება. კარგად ვუპასუხეთ უმეტესობაში მყოფ მოწინააღმდეგეს. ვიბრძოლეთ, ვირბინეთ და თავები გავწირეთ, და ეს არის რაც გულშემატკივარს სურს. მათ უნდათ, რომ არასდროს დანებდეს მადრიდის "რეალი".

უკეთეს სულიერ განწყობაზეა გუნდი, მას მერე რაც უქმეებზე "ბარსელონა" ჩაკეტა ათი კაცით?
ასე ვფიქრობ. არაა ადვილი ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი მატჩი იყო და იგი მორალის გამყარებაში დაგვეხმარა. ისიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ მათ შეიძლება გაგვიტანონ, მაგრამ ჩვენ შეიძლება უფრო მეტი გავიტანოთ.

როგორ ემზადებით ასეთი სახის მატჩებისთვის?
იმ მომენტიდან ემზადები, როდესაც იცი, რომ ფინალში ხარ და "ბარსელონას" ხვდები. მე და ჩემი თანაგუნდელები ამ მატჩზე სამი თვეა ვფიქრობთ. ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი და ვემზადებით ამისთვის. ეს ფინალია და ესპანური ფეხბურთის ყველაზე ლამაზი მატჩი ამ სეზონში. ვიმედოვნებ ეს ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს.

როგორც კაპიტანმა, რა რჩევები შეგიძლია მისცე შენს თანაგუნდელებს?
რჩევა? ის, რომ მათ შეუძლიათ ისიამოვნონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბევრი მადრიდის "რეალის" ქომაგი იქნება ვალენსიაში. უნდა ვიფიქროთ იმ 18,000 თუ 20,000 გულშემატკივარზე, რომელიც სტადიონზე იქნება. იმედი გვაქვს, რომ მათ ვიცნობთ და დავინახავთ მინდვრიდან. უნდა მოვიგოთ მათთვის, კლუბითვის და ჩვენთვის.

როგორ გამოიყურება გუნდი?
კარგად. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ფინალში ვთამაშობთ. ვფიქრობ გვექნება თავდაჯერებულობა და ნერვები რათა ჩვენი საუკეთესო გამოვავლინოთ.

რა გააკეთა ისეთი მადრიდმა, რომ მაურინიოს თასის მოგების მნიშვნელობა დაანახა?
მწვრთნელი არის გამარჯვებული და მან თასს მნიშვნელობა პირველი დღიდანვე მიანიჭა. მაურინოს სჯერა, რომ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. მან ისე გააკეთა, რომ ჩვენ მხოლოდ ამ მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი. ის გვინერგავდა თავში ყველა მატჩის საუკეთესოდ ჩატარებას, "მურსიასთანაც", "ლევანტესთანაც". "ატლეტიკოსთანაც" და "სევილიასთანაც". ჩვენ ვგრძობთ მის, ფინალში მიღწევის და გამარჯვების, სურვილს.

ქომაგების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამარჯვებაში.
ეჭვს გარეშე. ეს გადამწყვეტი იქნება. სულმოუთქმელად ველით, მადრიდისტებისგან გადაჭედილ სამხრეთ იარუსის, ხილვას. მადლობას ვუხდით ქომაგებს, იქ ყოფნისთვის და სამხრეთ იარუსის არჩევისთვის.

შეგიძლია წარმოიდგინო მადრიდისტებით სავსე "მესტალიას" სამხრეთ იარუსი? რისი ხილვა გსურს ოთხშაბათს?
ნამდვილად, დიდებული ატმოსფერო. მინდა გულშემატკივრები, გაერთოს და სიამოვნება მიიღოს გუნდის მხარდაჭერით. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერს გავიღებთ მოსაგებათ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ჩვენს სასიკეთოდ ან საუბედუროდ შემობრუნდეს. მაგრამ გვინდა მათ გაერთონ და დარწმუნდნენ რომ კლუბის და ქომაგების ბაზის სამაგლითო მოდელები ვართ.

რას სთხოვ მადრიდისტებს?
მოწინააღმდეგეების და მათი ქომაგების პატივისცემას. მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ, ჩვენ ასევე გვჭირდება მსოფლიოს საუკეთესო და სამაგალითო ქომაგები. ყველა სახის მხარდაჭერა კარგია გუნდისთვის, მაგრამ მათ მოწინააღმედეგს პატივი უნდა სცენ.

პირიმ, რომელმაც მოიგო 1974-ის თასი "ბარსელონას" წინააღმდეგ, თქვა, რომ ამ გუნდმა დაიბრუნა ის სულისკვეთება, რომლის გამოც აფასებდნენ "რეალს". შენც ასე ფიქრობ?
გვინახია ისტორიულად შემოტრიალებული მატჩები ხუანიტოს, ბუტრაგენიოს და კუინტას მეთაურობით. ამ გუნდმა ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს და ბოლომდე გაიტანოს თავისი. მან შეიძლება ითამაშოს კარგად ან ცუდად, მაგრამ არასდროს დანებდეს. გვყავს მწვრთნელი რომელიც ასე ფიქრობს და ყოველდღე ამას გვასწავლის. მოთამაშეებმა კარგად გაითავისეს ეს.

რა რჩევები მოგცეს ისეთმა ყოფილმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან ჩენდო და ბუტრაგენიო?
ეს სეზონის ულამაზესი თამაშია, და წარმოიდგინე თუ მოვიგებთ რა მოხდება. გვინდა სამეფო თასის მოგება. საწყენი იქნება ასე თუ არ მოხდა, რადგანაც გუნდი იმსახურებს ტიტულს ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით.

ქომაგების თანადგომით თასი უფრო ახლოა ვიდრე ოდესმე?
ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ქომაგების დამსახურებაა. მათ არ შეუძლიათ მინდორზე ჩვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ ისინი სტადიონის რიგებიდან დაგვეხმარებიან გამარჯვებაში.

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 19 აპრილი 2011
  • 2280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)