"ელ კლასიკო"

მოკლედ, ყველამ იცით, რომ დღეს დიდი დღეა დიდი... სამწუხაროდ მე გასაგები მიზეზების გამო (ხვალ ბზობაა და დღეს ღამისთევით მივდივარ ეკლესიაში) ვერ ვნახავ ამ მართლაც ნამდვილ სანახაობას (მერე რა , რომ პირველი შეხვედრა 0:5 დავთმეთ, მერე რა, რომ 5 (უი, უკაცრავად 8 უნდა მეთქვა) ქულით ჩამოვრჩებით, ეს "ელ კლასიკოა" და ამით ყველაფერი ნათქვამია. მას აშე, თვალი გადავავლოთ "ელ კლასიკოს"...


ნუ ეხლა, ყველა ელოდა, რომ აქ სულ სხვა რამეს იხილავდა, მაგრამ რა უნდა დაწერო ისეთი ამ თამაშზე, რაც არ დაწერილა, ისეთი როგორი ფრიად "აღმაფრთოვანებელი" სიტყვები უნდა თქვა , რაც არ თქმულა... ამიტომაც, მეც ავდექი და ერთი და იგივეს წერისგან თავის არიდების მიზნით, ეს ფრიად "საინტერესო" სტატია შემოგთავაზეთ... მაშ ასე, გთავაზობთ "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელთა ცოლების "ელ კლასიკოს".

1. მალენა კოსტა–კარლეს პუიოლი.

"ელ კლასიკო"


კატალონიელთა ლომის შველივით საცოლე. "ბლაუგრანას" კაპიტანი ყურებამდეა შეყვარებული. მას ამის მიზეზი ნამდვილად აქვს.

2. ირინა შაიკი–კრიშტიანო რონალდუ

"ელ კლასიკო"


ირინა შაიკი (ზოგჯერ ირინა შეიკს ეძახიან) სრული სახელია ირინა შაიხლისლამოვა დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს ემანჟელინსკში. კრიშტიანო რონალდუს მორიგი შეყვარებული. ყვითელ პრესაში აქტურად წერენ მათ შესაძლო ქორწინებაზე.

3. ანტონელა როკუზო–ლიონელ მესი

"ელ კლასიკო"


ანტონელა 22 წლისაა, დაიბადა იმავე ქალაქში, სადა ლიონელი, კერძოდ კი როსარიოში–არგენტინა.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ამ ორმა გვრიტმა. ისინი ერთმანეთს ხუთი წლის ასაკიდან იცნობენ. ის ლიონელის საუკეთესო მეგობრის ლუკასის ნათესავია. ფაქტიურად ერთად გაიზარდნენ.

4. ნაგორე არანბურუ–ხაბი ალონსო

"ელ კლასიკო"



ხაბი ალონსოს მეუღლე. ისინი კარგა ხანია დაქორწინებულები არიან. მათ პირველი შვილი 2008 წლი 11 მარტს შეეძინათ (უცნაური სახელი ქვია და ამიტომ არ დავწერე). 2010 წლის 30 მარტს მათ მეორე შვილი ეყოლათ. გოგონას ანა ალონსო დაარქვეს.

5. ჰაიეტ აბიდალი–ერიკ აბიდალი

"ელ კლასიკო"


ჰაიეტ აბიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელის ერიკ აბიდალის მეუღლეა. ისინი 2007 წლის ივლისში დაქორწინდნენ. წყვილს ორი გოგო ყავს: მელიანა, რომელიც 2004 წელს დაიბადა და კანელია, რომელიც 2006 წელს მოევლინა ქვეყანას.

6. ანა მარია ლიუი–მესუთ იოზილი.

"ელ კლასიკო"


მშვენიერი ანა მარია დაიბადა 1981 წელს გერმანიაში. მისი სილამაზის მიზეზი შეიძლება ვეძიოთ მის ფესვებში, კერძოდ ანა მარიას ძარღვებში ჩქეფს გერმანელის, შოტლანდიელის , ამერიკელის და ირლანდიელის სისხლი.

7. დორიენ როუზი–იბრაჰიმ აფელაი

"ელ კლასიკო"


27 წლის მოდელი და მსახიობი დორიენ როუზი "ბარსელონას" ფეხბურთელ იბრაჰიმ აფელაის ხვდება. მამამისი ჰოლანდიელია, ხოლო დედა კი გერმანელი, თავად ჰონგ–კონგში ცხოვრობდა. მისი პირველი სალაპარაკო ენა ინგლისური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წლის ასაკში ჰოლანდიაში დაბრუნდა.

სამოდელო საქმიანობაში მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ის თანამშრომლობდა Playboy–სთანაც.

ის სამოდელო საქმიანობის გარდა სამსახიობო ხელოვნებასაც ეუფლება. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო მიკ მაიერსის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში "Purgatory".

8. შაკირა–პიკე

"ელ კლასიკო"


არამგონია ამ ქალს წარდგენა ჭირდებოდეს. "Waka Waka" შემსრულებელი მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი 10 წლით უფროსია პიკეზე, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ.

9. სარა კარბონერო–კასილასი

"ელ კლასიკო"


"მადრიდის რეალის" მეკარე კასილასის მეგობარი გოგო. ის ესპანური ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტია. თანამშრომლობს Telecinco–სთან. 2009 წელს ის მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ სპორტულ ტელეწამყვანად დაასახელეს. dle 10.1

  • shvela
  • 16 აპრილი 2011
  • 7245
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)