ნისტელროის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

რუდ ვან ნისტელროიზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. Daily Mail- ს თუ დავუჯერებთ ფეხბურთელით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ასტონ ვილა დაინტერესდა, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი თანხის დახარჯვას და გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.


ასტონ ვილას მწვრთნელი უკვე დიდი ხანია ”წუწუნებს” იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჭირდება თავდასხმის ხაზის გაძლიერება, რუდ ვან ნისტელროი კი მისთვის იდეალური ვარიანტია, ასტონ ვილას მესვეურები მზად არიან აწარმოონ მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან 33 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ ხორხე ვალდანოს ერთ-ერთი წარმომადგენელი საჯაროდ გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ნისტელროი 17 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება და რომელ კლუბსაც სურს ჰოლანდიელის შეძენა მოუწევს ამ თანხის გაღება.

Daily Mail ირწმუნება, რომ ასტონ ვილა მზად არის ვან გოლის სანაცვლოდ გადაიხადოს 14 მილიონი ევრო, მადრიდული მხარე კი დაჟინებით 17-ს ითხოვს, ამიტომ რომელიმე გუნდს მოუწევს დათმობაზე წასვლა, სავარაუდოდ ეს მაინც ასტონ ვილა იქნება იმიტომ, რომ რეალი არაფრით არ აპირებს ფასის დაკლებას, მადრიდელებმა უკვე დიდი ფული დახარჯეს და ამ ფულის მაწილობრივ ”ამოღებას” გასაშვები ფეხბურთელებით აპირებენ. dle 10.1

  • Hala
  • 5 ივლისი 2009
  • 2263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)