რონალდუ: "ვერ ვათვიცნობიერებ, რომ "რეალმა" 3 წელი ტიტულის გარეშე გაატარა"

რონალდუ: "ვერ ვათვიცნობიერებ, რომ "რეალმა" 3 წელი ტიტულის გარეშე გაატარა"

კრიშტიანუ რონალდუმ განცხადება გააკეთა მის კლუბში ამჟამინდელ მდგომარეობაზე და კლუბის მიერ დასახულ მიზნებზე.


-"კლუბში ამ დროინდელი მდგომარეობა შესანიშნავია. ყველასთან გამოვნახე საერთო ენა. რაც უშუალოდ კლუბს შეეხება ჩემთვის ძნელია და საკვირველია ის, რომ მადრიდის "რეალს" 3 წელი არცერთი ტიტული არ მოუპოვებია. დღეს მადრიდის "რეალი" არა მარტო "ბარსასთან" არამედ ყველა გუნდთან თავდადებით იბრძოლებს და მაქსიმალურად შევეცდებით მეტის მიღწევას."

-"ამ კლუბში თამაში ნებისმიერი კარგი მოთამაშის სურვილია, ზოგის და ბევრის ოცნებაც კი. ეს დიდებული კლუბია, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, რომლითაც პირნათლად შეუძლია იამაყოს. ჯერ კიდევ ვერ გამითვიცნობიერებია, რომ 3 წელი "რეალმა" ტიტულის გარეშე დათმო. ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მით უმეტეს, როდესაც კლუბში გამარჯვების და ბევრი ტიტულის მოპოვების უდიდესი რესურსია. "რეალიდან" ვერცერთ ფეხბურთელს ვერ ვუწოდებ დაბალი დონის ფეხბურთელს. ეს არის გუნდი, სადაც უამრავი პროფესიონალი და ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და კლუბი, რომელსაც პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს."

"ბედნიერება" მოურინიოსთან ერთად....და ლიგა

რონალდუს ინტერვიუებიდან ყოველთვის ჩანს მისი კარგი დამოკიდებულება მწვრთნელის მიმართ. იგი ყოველთვის ამბობს: "მოურინიომ მრავალ გუნდს დიდი წარმატება მოუტანა...ერთ-ერთი "ინტერია". ვფიქრობ ჯერი ამჯერად მადრიდის "რეალზეა"."

ფეხბურთელი თვლის, რომ იგი უფრო მეტად კონცენტრირებულია მას შემდეგ რაც იგი "მანჩესტერიდან" წამოვიდა.

-"სანატრელი არაფერი მაქვს. "რეალი" ნელ-ნელა ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, რომელსაც ყოველ თამაშში თავისებურ ხიბლს ჰმატებს. ყველაფერი იდეალურადაა "რეალი" აგრძელებს პროგრესირებას. ის, რომ ჩვენ "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში ვართ ეს იდეალურია, მაგრამ არა საკმარისი."

-"ინგლისი და ჩემი მოგონებები? ეს შესანიშნავი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი იდეალური და კარგი მე ამ კლუბიდან მახსოვს. მე უზომოდ ბედნიერი და მადლობელი ვარ რაც "მანჩესტერმა" მომცა. ინგლისში სწრაფი ფეხბურთი უყვართ, ხოლო ესპანეთში ბურთის კარგ ფლობაზე და მაქსიმალურ სიზუსტეზეა აქცენტი გაკეთებული, სწორედ ეს ორი რამაა რაც ამ ორს ერთმანეთისგან გამოარჩევს."

ინფორმაციის წყარო: Sport.es dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)