კარანკა : "გუნდი მზად არის პირველი "ელ კლასიკოსთვის"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ იგი ჟურნალისტებთან შესახვედრად ჟოზე მოურინიოსთან ერთად მივიდა, მაგრამ კითხვებს მხოლოდ თვითონ უპასუხა...


"გუნდმა მრავალი ასპექტი გააუმჯობესა, რაც თავისთავად უნდა გახდეს წარმატების საწინდარი, სამეფო კლუბი ყველაფერს აკეთებს ფორმის პიკზე ასასვლელად, ჩვენ მზად ვართ ხვალინდელი დაპირისპირებისათვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება, დადებითი და უარყოფითი მხარეები უკვე შესწავლილი და გათავისებული გვაქვს, მიზანი მხოლოდ მოგებაა."

"სეზონის დასკვნითი ეტაპი ძალიან საინტერესო გამოდგება, აპრილის თვე ნებისმიერი გულშემატკივრისთვის სასიხარულოა, რადგან გაიმართება მრავალი ლამაზი შეხვედრა. გათამაშების ბოლოს ტიტულების მოგება უნდა ვიზეიმოთ."

"ხვალინდელი შეხვედრა ყოველმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია, აუცილებელია კატალონიელებთან გამარჯვება, რომელიც 3 ქულას მოგვიტანს და ჩემპიონობის შანსს დაგვიბრუნებს, მოედანზე ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებენ და მხოლოდ 90 წუთზე იქნებიან ფოკუსირებულნი, ყველაფერი წინ გველის და მჯერა "ბლანკოსის" მოთამაშეებიც პროფესიონალიზმის."

"კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია საკუთარი ტექნიკითა და სისწრაფით, პორტუგალიელის მთავარი მიზანი ხვალ გოლის გატანა და გუნდის დაწინაურება იქნება, რონალდო ბოლომდე დაიხარჯება და უდიდეს დახმარებას გაუწევს გუნდს."

"მთელი სეზონის მანძილზე უდიდესი სამუშაოები ჩავატარეთ და ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ტიტულების მოგება შეგვიძლია, გუნდი 3 ფრონტზე იბრძვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება ყველა გათამაშების მოგება, რომელზეც გამოვდივართ, მაგრამ ძალისხმევას ამისთვის არავინ დაიშურებს."

"გვესმის, რომ ფანების აზრი უმნიშვნელოვანესია და მათ რა თქმა უნდა სურთ სანახაობა შედეგთან ერთად, სამეფო კლუბი ყველაფერს გააკეთებს "ბარსელონას" დამაჯერებლად დასამარცხებლად და ინჩასების გასახარებლად, ხვალინდელი დაპირისპირების გარდა ჩვენ კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით კატალონიურ გიგანტს და ვეცდებით სიხარული მივანიჭოთ მადრიდულ პუბლიკას." dle 10.1

  • Hala
  • 15 აპრილი 2011
  • 1786
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)