კარლოსი: "კრიშტიანო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მესი"

რობერტო კარლოსს სჯერა, რომ მადრიდის "რეალი" თამაშს აუმჯობესებს.


მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა, განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია მესის თამაშით, მაგრამ მისი თამაში არ არის იმდენად მნიშვნელოვანი "ბარსელონასთვის," როგორც კრიშტიანო რონალდოს თამაში მადრიდის "რეალისთვის."

"მე მომწონს მესის თამაშის სტილი, მაგრამ კრიშტიანოს გაცილებით მეტის გაკეთება უწევს მადრიდის "რეალისთვის," ვიდრე მის ოპონენტს. ვფიქრობ, კრიშტიანოს თამაში უფრო სასარგებლო იქნება." - თქვა რობერტო კარლოსმა, ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში.

"თამაში, როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს, მარტივი გვეჩვენება, მაგრამ ეს უდიდესი შრომის შედეგია, მაგრამ "რეალიც" აუმჯობესებს თამაშს. მიუხედავად იმისა, აკრიტიკებენ თუ არა "თეთრებს," ისინი უკვე არიან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და კოპა დელ რეის ფინალში."

"თუ "ბარსელონა" მოიგებს, ეს არ იქნება 5-0, რადგან ესეთი ანგარიშები, მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება." - თქვა რობერტო კარლოსმა, რომელმაც ასევე შეაქო ორივე გუნდის მწვრთნელები.

"მოურინიოს ძალიან დიდი ისტორია აქვს, დღევანდელ ფეხბურთში. გვარდიოლა კი, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში."
ასევე, რობერტო კარლოსმა იმედი გამოთქვა, რომ კიდევ 2 წელი შეძლებს იმ გუნდისათვის თამაშს, სადაც ახლა თამაშობს. "ხალხს ძალიან მოვწონვარ. მე ვარ გუნდის კაპიტანი. ჩემს ასაკში რთულია თამაში, მაგრამ ჩემი საიდუმლო სიყვარულია ფეხბურთისადმი." - დაასრულა ბრაზილიელმა.

წყარო: Www.Defensacentral.Com dle 10.1

  • Nishni
  • 15 აპრილი 2011
  • 2748
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)