პელეგრინის პრესკონფერენცია

"რეალის" დამრიგებელმა, "ციურიხთან" მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა,


- რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
- ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ყურადღება ეთმობა ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, თუმცა ჩვენთვის ლა ლიგაც ძალიან მნიშნელოვანია.დამატებითი მოტივაციის მომგვრელია ის, რომ წლევანდელი გათამაშების საფინალო შეხვედრა სწორედ "ბერნაბეუზე" იმართება.ვიმედოვნებ, რომ მაისში ამ არენაზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ, მაგრამ რასაკვირველია, ეს ძალიან რთული იქნება.

- შედგება თუ არა პეპეს დებიუტი ამ სეზონში?
- პეპემ კარგად ჩაატარა თამაშები სანაკრებო დონეზე და ასევე თავდუზოგავად ემზადებოდა წინასასეზონო პერიოდში.მე პორტუგალიელი მოთამაშე შევიყვანა განაცხადში, მაგრამ თუ ვინ იქნება სასტარტოში, ამას შემდეგ გაიგებთ.

- ის ვინც "ესპანიოლთან" სათადარიგოზე დაიწყო თამაში, "ციურიხთან" სასტარტოში გამოვა?
- ჩვენ ვნახავთ ვინ ითამაშებს "ციურიხის" წინააღმდეგ, თუმცა თქვენი კითხვა ლოგიკურია.ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ შაბათის შეხვედრაში, მაგრამ სასტარტოში გარანტირებული ადგილი არავის აქვს.

- "ციურიხთან" სასტარტო შემადგენლობა უფრო იქნება ვარსკვლავებით დახუნძლული, ვიდრე "ესპანიოლთან" იყო?
- ეს თემა ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა პრესაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი ვარსკვლავებით დახუნძლული სასტარტო შემადგენლობა არ არსებობს.ჩემს განკარგულებაში არის 23 ფეხბურთელი და მე შემიძლია ნებისმიერი გამოვიყენო ნებისმიერ მომენტში.სასტარტო მოთამაშეების დაყენება, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარეობს.

- შემადგენლობის როტაციას ჩემპიონთა ლიგაზეც განახორციელებთ?
- შემადგენლობის როტაცია აუცილებელია, რადგან სეზონი დიდია და სულ ერთი და იმავე ფეხბურთელის გამოყენება არ შეიძლება.როცა არის საშუალება ფეხბურთელის არჩევანისა, ჩვენ ერთი მოთამაშე არ უნდა გდავტვირთოთ.როტაცია გამოწვეულია, ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობით და იმით, რომ სხვასაც უნდა თამაში და თავის გამოჩენა.

პელეგრინის პრესკონფერენცია


- სამეფო გუნდი ძალზედ განიცდის იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვერ გასცდა მერვედ ფინალს?
- ისეთი გუნდისათვის, როგორიც "რეალია," ეს სტატისტიკა ძალიან ცუდია.ჩემი მთავარია საზრუნავია, რომ ეს არ განმეორდეს.

- ჩემპიონთა ლიგის მოგება, სეზონის მთავარი ამოცანაა?
- ჩვენი მთავარი ამოცანაა ტიტულების მოგება და არა ტიტულის.არასწორი მიდგომა იქნება, თუ ვიტყვით, რომ სამშაბათს მოვიგოთ შეხვედრა, ხოლოდ კვირას წავაგოთ.საჭიროა ყველა თამაშის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარება და მაქსიმალური შედეგიც ჩვენება.

- რას იტყვით "ციურიხის" ფეხბურთზე?
- მე ვუყურე 3-4 თამაშს "ციურიხის" მონაწილეობით და ეტყობა რომ ეს გუნდი ყოველთვის ისწრაფვის შეტევისაკენ.მათ რიგებში ირიცხება რამდენიმე ძლიერი თავდამსხმელი და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შევძლებთ მათ განეიტრალებას.

- "ციურიხთან" თამაშისთვის მზადება უფრო ადვილია, თუ "მილანთან?"
- ახლა მხოლოდ "ციურიხთან" თამაშზე ვფიქრობთ და სხვა არაფერზე.

- რა განსხვავებაა ლასი-გუტისა და ლასი-ალონსოს ტანდემებს შორის?
- მნიშნელოვანია გყავდეს ალტერნატიური ვარიანტები.ჩვენ მათ თამაშისათვის სხვადასხვა კრიტერიუმებით ავარჩევთ.ასევე არ დაგავიწყდეთ გაგოსა და დიარას შესახებ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)