რაული: "ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლოს გავახარებთ ჩვენ ქომაგებს"

სამეფო გუნდის ლეგენდამ, რაულ გონსალესმა, პრესკონფერენცია გამართა ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ.


- "რეალისათის რა დანიშნულებისაა აღნიშნული შეხვედრა?
- როგორც "ციურიხისთვის," ასევე ჩვენთვის, ეს არის პირველი და ძალზედ მნიშნელოვანი შეხვედრა.ეს გათამაშება ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, რომ იმ მწვერვალზე ავიდეთ, რომელზეც ვერ ავდიოდით ბოლო წლები.ვიმედოვნებ, რომ ახალი შემადგენლობით შევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

- თქვენთვის დამატებითი მოტივაციაა ის, რომ ლიგის ფინალი "ბერნაბეუზე" იქნება?
- რასაკვირველია ეს ფაქტორი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული პრესტიჟი ევროპაში.პირველი თამაშიდან ვაპირებთ კონტროლის დამყარებას ლიგაზე და შემდეგ უკვე პატარ-პატარ ნაბიჯებით მივუახლოვდებით მთავარ ოცნებას.

- სამეფო გუნდის ახლანდელ შემადგენლობას შესწევს ძალა ჩემპიონთა ლიგის მოგებისა...
- კლუბმა გაიღო დიდი ინვესტიციები, რათა კარგი ფეხბურთელებით გაემაგრებინა შემადგენლობის რიგები.გადმოსულმა მოთამაშეებმა გუნდის დონე უფრო აამაღლეს.ჩვენ წინასასეზონო მზადების დროს კარგად ვიმუშავეთ და ეს კარგად გამოჩნდა ლა ლიგის პირველი ორი შეხვედრიდანაც.საჭიროა კურსის შენარჩუნება.ასევე მნიშნელოვანია ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილის მოპოვება.

რაული: "ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლოს გავახარებთ ჩვენ ქომაგებს"


- "ციურიხის" რამდენი მოთამაშის შესახებ გაქვთ ინფორმაცია?
- მე ამ გუნდის მხოლოდ ერთი მოთამაშე ვიცი.ის ადრე "ოსასუნაში" გამოდიოდა.ჩვენ ბოლო დროს ბევრი ვიდეო ვნახეთ ამ გუნდის მონაწილეობით.ვიცი, რომ ეს "ციურიხი" ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე არის და მხოლოდ ერთი წაგება აქვს.ისინი კარგად თამაშობენ შინ, მაგრამ მოიკოჭლებენ სტუმრად.ვგონებ, ფეხბურთელები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა "რეალს" ღირსეულად ეთამაშონ.

- პელეგრინი შემადგენლობის როტაციას ხშირად მიმართავს.როგორ ფიქრობთ, რაული ყველა თამაშის სასტარტოში უნდა იყოს?
- შემადგენლობის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი გუნდის განუყოფელი ნაწილია.სეზონი ძალიან გრძელია და ამიტომაც როტაცია აუცილებელია.ვფიქრობ, როტაცია ბრძნული გადაწყვეტილებაა.

- რაული ესპანეთში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ დანარჩენ ევროპაშიც ასეა?

მე ხალხისაგან ყოველთვის დიდი სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ."რეალი" 15 წელია ვარ და არ ვნანობ რომ აქ მოვხვდი.ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს გვექნება ზეიმის მიზეზი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)