"სანტიაგო ბერნაბეუს" ფინალი "რეალს" ელის

კარგად მოგეხსენებათ, რომ 2009-2010 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი, "საინტიაგო ბერნაბეუა."ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში, ლეგენდარულ "ჩამარტინზე" უკვე მეოთხედ გაიმართება ფინალი.მადრიდელ "ინჩასებს" სჯერათ, რომ 2010 წლის 22 მაისის საფინალო მატჩში ერთ-ერთი გუნდი სწორედ "რეალი" იქნება.


პირველი საჩემპიონთალიგო ფინალი "ბერნაბეუზე" გაიმართა 1957 წელს .რასაკვირველია, სამეფო გუნდმა ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა "ფიორენტინას" დამარცებით.ესპანელებმა ანგარიშით 2-0 მოიგეს, დი სტეფანოსა და პაკო ხენტოს, გოლების წყალობით.ეს თასი "რეალისათვის" მეორე გახლდათ.მაშინ დაგეგმილი იყო, რომ იმ გუნდის საშინაო არენაზე გაიმართებოდა მომავალ წელს ლიგის ფინალი, რომელიც წინა წელს აიღებდა ამ მნიშვნელოვან "ტროფეის."თუმცა "მადრიდის რეალის" ზედიზედ მოპოვებულმა ორმა ტიტულმა, ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა "უეფას" "ბოსებს."

მეორე საფინალო შეხვედრა "ბლანკოსის" საშინაო სტადიონზე, გაიმართა 1968 წლის 18 მაისს.მაშინ მადრიდელებმა ვერ შეძლეს მეორე რაუნდის გადალახვა და შესაბამისად ფინალში მონაწილეობა სხვა გუნდებმა მიიღეს ("აიაქსმა" და "მილანმა" გაარვკიეს მაშინ ძლიერის ვინაობა.შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით 4-1 დასრულდა).

მესამე ფინალური თამაში "ბერნაბეუზე" შედგა 1980 წლის 28 მაისს.ამ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა მადრიდელებს.11 წლის წინ ამ ტრიუმფს "ნოთინგემ ფორესტი" დაეუფლა.ინგლისელებმა ბოლო შეხვედრაში 1-0 მოუგეს "ჰამბურგს."

როგორც ხედავთ, გავიდა 29 წელი და "საინტიაგო ბერნაბეუ" კვლავ მზად არის უმასპინძლოს ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირის ფინალს.იმედია, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში, სამეფო გუნდი იასპარეზებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)