ინიესტა:"შევეცდებით "ბერნაბეუზეც" გავიმარჯვოთ"

როგორც მოგეხსენებათ, 16 აპრილს გაიმართება შეხვედრა, რომელსაც ესპანური "ელ კლასიკო" ეწოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალი" დ კატალონიის "ბარსელონა" ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდებიან, რაც საფეხბურთო სამყაროსთვის ნამდვილი ზეიმია. კატალონიელთა ერთ–ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ ამ მატჩზე ისაუბრა, სადაც მან თავისი აზრი მკაფიოდ დაასაბუთა.


ალბათ უკვე იცით, რომ ორივე ესპანურმა გრანდმა უკანასკნელ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (ატლეტიკ ბილბაო 0–3 მადრიდის რეალი, კატალონიის ბარსელონა 3–1 ალმერია), რაც უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის ესპანურ საფეხბურთო დუელს.

"გუშინ მოვიპოვეთ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. "ალმერიამ" შესანიშნავად ითამაშა და ღირსეული მეტოქეობაც გაგვიწია. კორონას გოლის შემდეგ, ჩვენ გონს მოვედით და მალევე გავათანაბრეთ ანგარიში, ასევე ვფლობდით სრულ უპირატესობას, რამაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა".

"ფაქტიურად ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ, თუმცა ჯერ "შახტორთან" უნდა ვითამაშოთ. მიმდინარე სეზონი საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია ჩვენთვის. სულ რამდენიმე დღეში, უნდა ჩავატაროთ შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც შევეცდებით წარმატების მიღწევას, მაგრამ "ლოს ბლანკოსის" საკუთარ კედლებში დამარცხება დიდ ძალებთან ასოცირდება. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდში სამი ქულა მოვიპოვეთ, მაშინ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიქნებით და ხელს ვერავინ შეგვიშლის, რათა ავღმართოთ "პრიმერა დივიზიონის" ტიტული".

ინფორმაციის წყარო: Goal.com (es) dle 10.1

  • tata
  • 10 აპრილი 2011
  • 2803

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)