”კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 1-”სტატისტიკა”)

”კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 1-”სტატისტიკა”)


თამაში, რომელსაც მსოფლიო წლიდან-წლამდე ელოდება ! ! ! -დიახ, ეს ”კლასიკოა” !!!


გავეცნოთ მცირე ინფორმაციას ”რეალი”-”ბარსელონას” დაპირისპირების შესახებ...

1902 წელს ძმებმა პალასიოსებმა დააარსეს საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით “მადრიდი”. 1920 წლის 29 ივნისს ესპანეთის პრეზიდენტმა კლუბს ”სამეფო” უწოდა რაც ესპანურ ენაზე ასე ჟღერს როგორც ”რეალ”. აქედან წარმოსდგა სწორედ კლუბის სახელწოდება ”მადრიდის რეალი”. სამი წლით ადრე კი უკვე არსებობდა “ბარსელონა”. 1899 წელს ჟოან გამპერმა დაარსა კლუბი და ქალაქის საპატივცემულად “ბარსელონა“ უწოდა.პირველი “კლასიკო” შედგა 1929 წლის 17 თებერვალს, რომელიც “რეალმა” მორერას დუბლის წყალობით მოიგო (1-2).

”კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 1-”სტატისტიკა”)


1950 წელს კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ეს ორი ესპანური გრანდი ალფრედო დი სტეფანოს გადმობირებას ცდილობდა, რომელიც ამ დროს ბოგოტაში “დეპორტივო ლოს მილონარიოსის” ღირსებას იცავდა. ორივე კლუბი ცდილობდა მასთან კონტრაქტის გაფორმებას, მაგრამ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დი სტეფანო “მილონარიოსიდან” “რივერ პლეიტში” გადავიდა. მიუხედავად ამისა “რეალმა” მაინც შეძლო და დი სტეფანოს ხელი მოაწერინა კონტრაქტზე.

დი სტეფანო მშვენივრად შეეწყო კლუბს. მასთან ერთად ”თეთრები ხუთჯერ” გახდნენ ევროპის ჩემპიონები. 1960-იან წლებში კლასიკო ესპანეთის საზღვრებს გაცდა და ევროპულ დონეს მიაღწია, როდესაც ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ევროპის თასის გათამაშებაში. 1960 წელს “რეალმა” “ბარსელონა” დაამარცხა და იმ წელს “რეალი” ევროპის ჩემპიონიც გახდა. 1961 წელს კი უკვე “ბარსელონამ” მიაღწია წარმატებას და დაამარცხა “ბლანკოსი”, მაგრამ “ბლაუგრანამ” ამ წელს ფინალში “ბენფიკასთან” 3-2 წააგო.

”კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 1-”სტატისტიკა”)


იყო მტკივნეული მომენტები, როდესაც ფეხბურთელები ერთი გუნდიდან მეორეში გადადიოდნენ. ასეთი მომენტები გაგრძელდა 1988 წელსაც, როდესაც კატალონიური კლუბიდან “ბლანკოსში” გადავიდა შუსტერი და 1994 წელსაც, როდესაც “ბარსელონა” ლაუდრუპმა “თეთრებში” გაცვალა. 2000 წელს კი კონკურენციამ პიკს მიაღწია, როდესაც ლუიშ ფიგუ “ბარსელონიდან” “რეალში” გადავიდა. ორივე კლუბის შემადგენლობაში ითამაშა სულ 37-მა ფეხბურთელმა, პირველი იყო ალფოსო ალბენისი (ბარსადან-მადრიდში) 1902 წელს, ხოლო ბოლო კი ხავიერ სავიოლა (ბარსადან-მადრიდში) 2007 წელს.

”კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 1-”სტატისტიკა”)


გავეცნოთ მათ შორის ჩატარებული მატჩების სტატისტიკას:


ესპანეთის ჩემპიონატი (პრიმერა დივიზიონი):

სულ: 161 თამაში
”რეალმა”: 68 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 63 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 30 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 262 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 251 ბურთი


პირველი ელ კლასიკო ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა: 1929წლის 17 თებერვალს და ”რეალმა” გაიმარჯვა გასვლაზე (1-2).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1935 წელს (8-2) ”რეალის” სასარგებლოდ.
”რეალს” ზედიზედ 6-ჯერ აქვს ელ კლასიკო მოგებული, ხოლო ”ბარსელონას” 5-ჯერ.


ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი):

სულ: 29 თამაში
”რეალმა”: 9 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 14 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 6 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 52 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 57 ბურთი

პირველი ელ კლასიკო ესპანეთის თასზე გაიმართა: 1902წელს და ”ბარსელონამ” გაიმარჯვა გასვლაზე (1-3).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1943 წელს (11-1) ”რეალის” სასარგებლოდ.
”რეალს” ზედიზედ 2-ჯერ აქვს ელ კლასიკო მოგებული, ხოლო ”ბარსელონას” 4-ჯერ.


ესპანეთის ლიგის თასი:

სულ: 6 თამაში
”რეალმა”: 0 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 2 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 4 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 8 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 13 ბურთი

პირველი ელ კლასიკო ესპანეთის თასზე გაიმართა: 1982-83 წლების სეზონში და ფრედ დასრულდა (2-2).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1985-86 წლების სეზონში (0-4) ”ბარსელონას” სასარგებლოდ.


ესპანეთის სუპერ თასი:

სულ: 8 თამაში
”რეალმა”: 5 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 1 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 2 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 17 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 8 ბურთი

პირველი ელ კლასიკო ესპანეთის თასზე გაიმართა: 1988–89 წლების სეზონში და ”რეალმა” გაიმარჯვა (2-0).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1990–91 და 1997–98 წლების სეზონებში. ორივე მათჩი დასრულდა რეალის სასარგებლოდ (4-1).
”რეალს” ელ კლასიკო ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ”ბარსელონას” 1 თამაშის მეტი არ მოუგია.


უეფას ჩემპიონთა ლიგა:

სულ: 6 თამაში
”რეალმა”: 3 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 1 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 2 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 12 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 7 ბურთი

პირველი ელ კლასიკო ესპანეთის თასზე გაიმართა: 1959–60 წლების სეზონში და ”რეალმა” გაიმარჯვა (3-1).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1959–60 წლების სეზონში. და მატჩი დასრულდა რეალის სასარგებლოდ (3-1).
”რეალს” ელ კლასიკო ზედიზედ 2-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ”ბარსელონას” 1 თამაშის მეტი არ მოუგია.


ყველა შედეგი ერთად:

სულ: 204 თამაში
”რეალმა”: 84 თამაში მოიგო
”ბარსლონამ” : 80 თამაში მოიგო
ფრედ დასრულდა: 40 თამაში
”რეალმა” გაიტანა: 328 ბურთი
”ბარსელონამ” გაიტანა: 324 ბურთი

“ელ კლასიკოში” გატანილი გოლები:

1)რაული-15 გოლი
2)ლასკანო-8 გოლი
3)მესი-6 გოლი, რეგუირო-6გოლი, ლუის ენრიკე-6გოლი.


სტატისტიკა აპრილში შეიცვლება... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)