""რეალში" კარიერის დასრულება ჩემთვის დიდი პატივი იქნება"

მარსელო RealmadridTV-ს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ბრაზილიელი საუკეთესო სეზონს ატარებს თავის კარიერაში და მალე გახდება ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი მთელს მსოფლიოში.
მარსელო: "ჩვენ ერთ გუნდად უნდა შევიკრათ და თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ. როგორც ჩანს, ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია."


როგორც ჩანს, ეს ინტერვიუ უფრო რომანტიკული იქნება, ვიდრე სხვები. თქვენ ხშირად ცეკვავთ. ბედნიერი ხართ თქვენი არჩეული ცხოვრების გზით?

დიახ. როდესაც ბავშვი ვიყავი, ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა ეცადო, იყო ბედნიერი. არ აქვს მნიშვნელობა გაქვს პრობლემები, თუ არა. საბედნიეროდ, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ. ვცდილობ, ეს ჩემი ხასიათი გადავდო სხვა მოთამაშეებსაც. ესეთი დამოკიდებულება ძალიან მეხმარება, სხვებთან კონტაქტში.

2006 წელი. თქვენ პირველად მოხვედით მადრიდის "რეალში." ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორ გაიგეთ, რომ ამ უდიდეს კლუბს თქვენი შეძენა სურდა?

მე არჩევანის გაკეთების უფლება მქონდა. როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და გოლი გავიტანე, რამდენიმე კლუბი ჩემით დაინტერესდა.

რომელი კლუბები ინტერესდებოდნენ თქვენით?

"სევილია," "იუვენტუსი," და მოსკოვის "ცსკა."

და, რა თქმა უნდა მადრიდის "რეალი"...

მე ჩემს აგენტს ვესაუბრე და მან მკითხა, თუ სად მინდოდა თამაში. რა თქმა უნდა, მე მადრიდის "რეალი" ვუთხარი, მაგრამ ამ დროს ჩემმა კლუბმა, "ფლუმინენსემ", კონტრაქტი "სევილიასთან" გააფორმა, მაგრამ ამ გუნდთან კონტრაქტი არ გავაფორმე. მე "რეალში" თამაში მსურდა. მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ვერც ვიჯერებდი, რომ ამ უდიდესი გუნდის წევრი გავხდი.

""რეალში" კარიერის დასრულება ჩემთვის დიდი პატივი იქნება"


ვინ იყო პირველი ადამიანი, რომელსაც დაურეკეთ, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ჩემი ცოლი, კლარისი.

რას ნიშნავს შენთვის, თამაშობდე მადრიდის "რეალში"?

შენ როდესაც ჰკითხავ ბავშვს, თუ რომელ კლუბში ისურვებ თამაშს, ისინი ყოველთვის იტყვიან "რეალს." მეც იგივე ვიგრძენი. "რეალი" ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არამხოლოდ ფეხბურთში, ასევე კლუბი ეხმარება ბავშვებს, რომელნიც გასაჭირში არიან.

შენ გაიზარდე და გაუმჯობესდი. მაინც რა გასწავლა მადრიდის "რეალმა"?

დრომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროგრესში. მე იშვიათად მიწევდა თამაში, როდესაც 18 წლის ვიყავი. მე ბევრს ვვარჯიშობდი, თუმცა თამაში ხშირად არ მიწევდა. აი ამ მდგომარეობამ მე ბევრი მასწავლა. ასევე ბევრი ვისწავლე, გასახდელში და მოედანზე, სადაც მუდამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მიწევდა თამაში.

როგორ ხედავ შენს მომავალს "რეალში"? ისურვებდით ამ კლუბში კარიერის დასრულებას?

რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი ოჯახი აქ ჩამოვედით, ხალხი ძალიან კარგად გვეპყრობა. არამხოლოდ გუნდი, ასევე მთელი სპანეთი. მე ბევრი ტიტულის მოგება მსურს ამ გუნდთან ერთად. "რეალში" კარიერის დასრულება ჩემთვის დიდი პატივი იქნება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

""რეალში" კარიერის დასრულება ჩემთვის დიდი პატივი იქნება"


შენ ერთ-ერთ ფლორენტინოს საყვარელ ფეხბურთელად ითვლები. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ შენ შეგიძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდე.

ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს. ძალიან ბევრი კომპონენტი გასაუმჯობესებელი მაქვს. ვფიქრობ, ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელს სურს წარმატების მიღწევა.

შენი საუკეთესო მეგობრები არიან: რონალდო და პეპე. ხვდები, რატომ აკრიტიკებენ მათ? და სინამდვილეში როგორები არიან ?

ხალხი მათზე ბევრს ლაპარაკობს, თუმცა მათზე არც არაფერი არ იციან. ხალხი მათ, რაიმე კონკრეტულ საქციელისათვის სჯის. პეპე და კრიშტიანო ჩემთვის არიან, როგორც ძმები. ისინი მუდამ ხუმრობენ.

რას იტყვით გუნდის ორ კაპიტანზე: კასილასსა და რამოსზე?

მე შევნიშნე, რომ იკერი არის ის ადამიანი, ვისაც შემიძლია დავუძახო კაპიტანი-ძმა. ის არ არის ტიპიური სერიოზული კაპიტანი. ის არის სტადიონზე იმისთვის, რათა მოთამაშეებს დაეხმაროს. იკერი მუდამ კარგ ხასიათზეა. სერხიო რამოსი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უდიდესი გამოცდილება აქვს. ის რამდენიმე სიტყვას ამბობს გასახდელში, თუმცა ეს სიტყვები ძალიან გვეხმარება.

მადრიდის "რეალის" გასახდელში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს...

დიახ, ეს მართალია. არავინ არის გუნდში, ვისაც არ ვესაუბრები გასახდელში. ყველანი ერთამანეთს ვეხმარებით.

""რეალში" კარიერის დასრულება ჩემთვის დიდი პატივი იქნება"


ახლა მოვიდა ის დრო, როდესაც სიმართლე გაირკვევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მთელს სეზონში.

ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა ამ პოზიციაზე ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ. ახლა ბევრი მუშაობა გვმართებს, რადგან ყველამ ვიცით, თუ როგორი დაძაბული თვე გველის წინ. თავდაჯერებულნი ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ მოგება გვსურს და უნდა მოვიგოთ კიდეც.

მოურინიოც მუდამ გაქებს. ის ამბობს, რომ შენ ხარ მაგალითი იმ ფეხბურთელის, რომელიც არის პროფესიონალი და ბევრი მუშაობის მოყვარული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შენ გააუმჯობესე დაცვაში თამაში და გახდი წარმოუდგენელი შემტევი. არის თუ არა მნიშვენლოვანი თქვენთვის, როდესაც ჟოზე მოურინიო ასეთი სიტყვებით გაქებთ?

დიახ. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და როდესაც იგი ლაპარაკობს შენს პოზიტიურზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მოსვლის დღიდან, მე გუნდის დახმარება მსურდა. მოურინიო დამეხმარა, რათა უფრო აგრესიული გავმხდარიყავი.

როგორც იცით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან რთულია თამაში, მაგრამ ამ ბოლო თამაშებში, მთელი სტადიონი თქვენს სახელს სკანდირებს. ვფიქრობ, ამაყი უნდა იყოთ.

რა თქმა უნდა.

"ტოტენჰემთან" მატჩის წინ, ძალიან ბევრი ფეხბურთელი, ისევე როგორც მწვრთნელი, მოუწოდებდით გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისაკენ.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართა ფაქტორი, რადგან მათი ენერგია და მხარდაჭერა ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს.

რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგაზე? გრძნობთ, რომ მხოლოდ 3 თამაში დაგრჩათ სათამაშო?

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა განსაკუთრებული ფაქტია. გუნდი 1/4 ფინალს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა, ახლა კი 1/2 ფინალში გასასვლელადაც კი ძალიან კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით. ჩვენ ერთ გუნდად უნდა შევიკრათ და თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ. როგორც ჩანს, ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.

ვიცი, რომ შენ არ მოგწონს, როდესაც რობერტო კარლოსს გადარებენ. მხოლოდ გეტყვი, რომ ადამიანური თვისებებით ძალიან გავხართ და ის შესანიშნავი ადამიანი იყო. თქვენ ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვთ, რათა შექმნათ ისეთი ისტორია, როგორიც რობერტო კარლოსმა მადრიდის "რეალში" შექმნა. დიდი მადლობა მოსვლისათვის და ასე საინტერესოდ საუბრისათვის.

დიდი მადლობა.

წყარო: Www.Realmadrid.Com



dle 10.1

  • Nishni
  • 9 აპრილი 2011
  • 1957
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)