ალექს ფერნანდესი: მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია


ალექს ფერნანდესმა Goal.com-თან ისაუბრა მის პირველ დებიუტზე ძირითად გუნდში და პირველი ემოციები გაიხსენა. ასევე იგი კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასაც შეეხო და"რეალის" შესაძლებლობებზეც ისაუბრა.


მადრიდის "რეალში" ამ ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელის დებიუტი "რასინგთან" მატჩში შედგა, როდესაც "რეალმა" 3-1 სძლია სანტანდერულ კლუბს.

"არასოდეს დამავიწყდება ჩემი დებიუტი. ეს ჩემი ოცნება იყო. მე როდესაც ვიყავი პატარა მაშინაც მადრიდის, "რეალს" ვქომაგობდი."

"ჩემს ასაკში მოედანზე ვიყო ისეთ ფეხბურთელებთან როგორებიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, პეპე და სხვა ვარსკვლავი, ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან გახარებული ვიყავი იმით, როდესაც მოურინიომ მოედანზე გასვლისას ნდობა გამომიცხადა. ჩემი აზრით იგი საუკეთესო მწვრთნელია და შეძლებს, რომ მადრიდის "რეალს" ბევრი წარმატება მოუტანოს."

"იმან, რომ მე ისევ "კასტილიაში" გამომიძახეს სრულებითაც არ იმოქმედა ჩემზე ცუდად. ვფიქრობ მოთმინებაა საჭირო და როდესაც ჩემი ძირითად გუნდში გადასვლის დრო მოვა ამას აუცილებლად დაინახავს სამწვრთნელო შტაბი."

"მადრიდის "რეალი" ჯერ-ჯერობით საკმაოდ კარგად ასპარეზობს. "სპორტინგთან" მარცხით "ლა ლიგაში" ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. 8 ქულა საკმაოდ სოლიდური უპირატესობაა "ბარსელონასთვის", მაგრამ მადრიდის "რეალს" მისი აღმოფხვრის ძალა შესწევს. გუნდმა 16 აპრილს "ლა ლიგაში" "ბარსელონას" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. ვფიქრობ "რეალი" თავის სიტყვას მაინც იტყვის. ასევე "ჩემპიონთა ლიგაში" მოსალოდნელ კიდევ ორ "ელ კლასიკოზე" "რეალი" ბოლომდე იბრძოლებს."


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)