რეკორდები,ანტირეკორდები და სტატისტიკა

მაშა ასე, დღეს გაიმართება უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისა "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის. მოდი ცოტაოდენი რამ გავიგოთ "ბლანკოსის" მოწინააღმდეგეზე....


სრული სახელი: Tottenham Hotspur Football Club

ზედმეტსახელი: "სპურსი"

დაარსების თარიღი: 1882 წელი

სტადიონი: "White Hart Lane" (ტევადეობა - 36 310)

კლუბის მფლობელი: შ.პ.ს. ENIC

პრეზიდენტი: დანიელ ლევი

მთავარი მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

მწვრთნელის ასისტენტები: კევინ ბონდი და ჯო ჯორდანი

კაპიტანი: ლედლი კინგი

ვიცე კაპიტანი: მაიკლ დაუსონი




რეკორდული გამარჯვებები


- რეკორდული გამარჯვება - 13-2 "ქრიუს" წინააღმდეგ 1960 წლის 3 თებერვალს ასოციაციის თასზე

- რეკორდული გამარჯვება ინგლისის პირევლ ლიგაში - 9-0 "ბრისტოლის" წინააღმდეგ 1977 წლის 22 ოქტომბერს

- რეკორდული საშინაო გარამჯვება - 13-2 "ქრიუს" წინააღმდეგ

- რეკორდული გასვლითი გამარჯვება - 6-0 "ოლდჰემთან" 1933 წლის 14 იანვარს, 6-0 "მარგატესთან" 1973 წლის 13 იანვარს, 6-0 "ოლდჰემთან" 2004 წლის 23 სექტემბერს, 6-0 "დროგედასთან" უეფას თასზე 1983 წლის 14 სექტემბერს

- რეკორდული გასვლითი გამარჯვება "პრემიერ ლიგაში" - 6-1 "სტოკთან" 1951 წლის 15 სექტემბერს, "ვესტჰემთან" 1962 წლის 25 აგვისტოს



რეკორდული დამარცხებები


- 0-8 "კიოლნთან" 1995 წლის 22 ივლისს "ინტერტოტოს" თასზე

- 0-7 "ლივერპულთან" 1978 წლის 2 სექტემბერს

- 0-6 "სანდერლედთან" 1914 წლის 19 დეკემბერს

- 0-6 "არსენალთან" 1935 წლის 6 მარტს



სხვადსხვა რეკორდები და სტატისტიკა



- რეკორდული დასწრება მატჩზე - 75038 "სანდერლენდთან" 1938 წლის 5 მარტს ასოციაციის თასზე

- ყველაზე მეტი ქულა სეზონში (პირველ დივიზიონში) - 70 (2 ქულა მოგებაზე) 1919–1920 წლებში

- ყველაზე მეტი ქულა სეზონში (მეორე დივიზიონში) - 77 1984–1985 წლებში

- ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 115 გოლი 1960-1961 წლებში პირველ დივიზიონში

- ყველაზე მეტი გოლი საერთო ჯამში - ჯიმი გრეივსი(1961-1970) - 266 გოლი

- ყველაზე მეტი გოლი ინგლისში - ჯიმი გრეივსი - 220 გოლი

- ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში - კლივ ალენი(1986-1987) - 49 გოლი

- ყველაზე მეტი მატჩი ინგლისში - სტივ პერიმანი(1969-1986) - 655 მატჩი

- ყველაზე მეტი მატჩი საერთო ჯამში - სტივ პერიმანი - 854 მატჩი

- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელსაც "ტოტენჰემში" უთამაშია - ჯონ ბოსტოკი ზაგრების "დინამოსთან" 2008 წლის 6 ნოემბერს, მაშინ ის 16 წლის და 295 დღის იყო

- ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც "ტოტენჰემში" უთამაშია - ჯიმი კანტრელი "ბირმინგემთან" 1923 წლის 21 აპრილს, მაშინ ის 39 წლის და 350 დღის იყო

- რეკორდული ტრანსფერი(გაყიდვა) - დიმიტარ ბერბატოვი "მანჩესტერში" 2008 წლის სექტემბერში 30,75 მილიონ ფუნტად

- რეკორდული ტრანსფერი(ყიდვა) - 16,5 მილიონ ფუნტად დარენ ბენტი 2007 წლის ივნისში "ჩარლტონიდან" და ლუკა მოდრიჩი 2008 წლის ივნისში ზაგრების "დინამოდან"

- "ტოტენჰემი" პირველი კლუბია,რომელმაც "დუბლი" შეასრულა, მათ 1960-1961 წლებში ასოციაციის თასი და ინგლისის ჩემპიონატი მოიგეს

- ყველაზე მეტი გამარჯვება ზედიზედ - 11 გამარჯვება 1960 წელს

- ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ სეზონში - 42 მატჩიდან 31 მოგება 1960-1961 წლებში

- "ტოტენჰემი" ერთადერთი გუნდია მეცხრამეტე საუკუნეში დაარსებულებს შორის,რომელსაც მოგებული აქვს ასოციაციის თასი. მათ ეს პირველად 1901 წელს მოახერხეს

- "ტოტენჰემი" პირველი გუნდია,რომელმაც ინგლისის ლიგის თასი მოიგო განახლებულ "უემბლიზე" (2007-2008)

- ყველაზე სწრაფი გოლი არამრტო კლუბში,არამედ ინგლისში - 9,7 წამზე "ბრედფორდთან" 2000 წელს - ლედლი კინგის გოლი

- "პრემიერ ლიგაში" გაშვებული გოლების რაოდენობა - 959

- ყველაზე მეტი გატანილი გოლი "პრემიერ ლიგაში" ერთ მატჩში - 9 გოლი

- "ტოტენჰემი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია, "სპურსის" ფეხბურთელებს მატჩში საშუალოდ 2,1 გოლი გააქვთ

- "ტოტენჰემი" პირველი ბრიტანული კლუბია,რომელმაც მოიგო ევროპის თასების თასი (1963)

- "ტოტენჰემი" პირველი ბრიტანული კლუბია,რომელსაც მოგებული აქვს ორი სხვადსხვა ევროპული თასი(თასების თასი და უეფას თასი)

- "ტოტენჰემი" ერთადერთი გუნდია ბრიტანეთში, რომელსაც ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული ევრო სარბიელზე

- ბრიტანულ კლუბებს შორის "ტოტენჰემს" ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული უეფას თასზე

- "ტოტენჰემი" უეფას თასის პირველი გამარჯვებულია (1972)

- "ტოტენჰემი" ერთადერთი გუნდია,რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თითოეულ მატჩში 2-ზე მეტი გოლი აქვს განატანი(მიმდინარე სეზონი)

- "ტოტენჰემმა" "პრემიერ ლიგაში" პირველად 1992-1993 წლების სეზონში ითამაშა,მას შემდეგ მისი მუდმივი ბინადარია. საუკეთესო შედეგი აჩვენეს წინა სეზონში(მეოთხე ადგილი)

- "ტოტენჰემი" მაყურებელთა დასწრების მხრივ ინგლისურ კლუბებს შორის მესამეა

- ასოციაციის თასი "ტოტენჰემს" 8-ჯერ აქვს მოგებული, ამ შედეგით ინგლისურ კლუბებს შორის მესამეზეა

- ასევე მესამზეა ინგლისის ლიგის თასზეც. "სპურსებმა" 4-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 3-ჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ

- ასევე მესამზეა უეფას თასის გამარჯვებულებს შორის(ინგლისურ კლუბებს შორის). "ტოტენჰემმა" უეფას თასი 3-ჯერ მოიგო

- "ტოტენჰემი" ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის მეთორმეტე ადგილს იკავებს("ფორბსის" მონაცემებით)

- ყველაზე მაღალშემოსავლიან კლუბებს შორის კი "ტოტენჰემი" მეთხუტმეტე ადგილზეა("დელოიტის" მონაცემებით)

- ინგლისურ კლუბებს შორის სხვადახვა დივიზიონის თასების რაოდენობის მიხედვით "ტოტენჰემი" მეთოთხმეტე ადგილს იკავებს

- "ტოტენჰემი" მეოთზე ადგილზეა ინგლისში ყველა ტურნირზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით


სტატიის ავტორი: ვახო ხჯაშვილი (wishmaster) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)