იოზილი: "ახლა ჩემი მიზანი განვითარებაა"

მესუთ იოზილმა "agency dpa"-სთან ინტერვიუში, ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. იგი არ ფიქრობს, რომ მადრიდის "რეალი" კრიშტიანოს გარეშე, სხვა ფეხბურთს თამაშობს.


რა იცით "ტოტენჰემის" შესახებ?

ინგლისური გრანდი ძალიან კარგი გუნდია. თამაშობს გუნდურ ფეხბურთს და ჰყავთ ძალიან ბევრი სწრაფი მოთამაშე, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს თუ შევასრულებთ, დარწმუნებული ვართ შევძლებთ გამარჯვებას.

"ჩემთვის მოურინიო საუკეთესოა და მისთვის მსურს თამაში." რამ მიგიყვანათ ამ აზრამდე?

ჩემთვის პორტუგალიელი საუკეთესოა მსოფლიოში. ამაზე მისი შედეგებიც მეტყველებს. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვივარჯიშო მისი ზედამხედველობის პირობებში. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ პროგრესს განიცდის თითოეული მოთამაშე.

ის ნამდვილად "განსაკუთრებულია"?

დიახ, აბსოლუტურად.

რას იტყვით, თქვენს პირველ სეზონზე მადრიდის "რეალში"?

მე ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია, თუმცა კარგ გზას ვადგავარ. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელის ნდობა მოვიპოვე. როდესაც გუნდში მოვედი, რა თქმა უნდა, ვიცოდი ჩემი პოტენციალის შესახებ. შემდეგ ბევრი ვიშრომე ამ ყველაფრისთვის.

კაკას ტრავმამ საშუალება მოგცათ, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაგემკვიდრებინათ.

მე ყველაფერს ვცდილობ და შემდეგ მწვრთნელი წყვეტს, თუ ვინ ათამაშოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც სასტარტო შემადგენლობიდან მიწევს თამაში.

თქვენ ხშირად ზიდანს გადარებენ, მაგრამ კვლავ ბევრი გაქვთ გასაუმჯობესებელი. ისწრაფვით, რომ იყოთ მსგავსი მოთამაშე, როგორც ზიდანი იყო?

იგი ჩემი კერპია. ახლა ჩემი მიზანი პროგრესია, რომელსაც ვგრძნობ, რომ განვიცდი. ზიდანის მსგავი რომ ვიყო, ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. იგი უნაკლო ფეხბურთელი იყო ჩემთვის. მიაღწია დიდ წარმატებას, თუმცა მეც სწორ გზას ვადგავარ.

ფიქრობთ "Ballon d`Or"-ის მოგებაზე?

ყველას სურს, რომ იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ახლა ჩემთვის მთავარი მიზანი განვითარება და ტიტულების მოგებაა. თუ მომავალში მოვიგებ, ძალიან მესიამოვნება.

თქვენში მადრიდულმა კლუბმა 15 მილიონი ეურო გადაიხადა. თვლით, რომ თქვენმა ფასმა მოიმატა?

ვფიქრობ, ეს თანხა საკმარისია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ და სწორედ ესაა შეუფასებელი.

სანტანდერში გუდნმა ძალიან კარგად ითამაშა. კრიშტიანოს გარეშე უფრო კარგად შეგიძლიათ თამაში?

სტატისტიკის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, მაშინ დიახ. მაგრამ როდესაც ნახავ მის გოლებს და სხვა მრავალ ასპექტს, მაშინ დავრწმუნდებით, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ ის გვჭირდება.

როგორ აღწერდით პორტუგალიელს?

რონალდო ბევრს შრომობს, ყოველთვის თავაზიანი და მეგობრულია. მოედანზე და ვარჯიშზე იგი ბოლომდე იხარჯება. არის ამბიციური და ყველაფრის მოგება სურს, ვარჯიშზეც კი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია მასთან ერთად თამაში.

გერმანიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ესპანეთთან კვლავ დამარცხდა. აპირებთ ევროპის ჩემპიონატზე შურისძიებას?

მსოფლიო ჩემპიონატი იყო ძალიან კარგი გამოცდილება. მაგრამ, ნათლად გამოჩნდა, რომ მეტოქე 1/2 ფინალში, ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო. გერმანიის ნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ძალიან გაძლიერდა. თუ ჩვენ ესპანეთს შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, შანსები 50-50ზე გადანაწილდება.

წყარო: Www.Defensacentral.Com

dle 10.1

  • Nishni
  • 5 აპრილი 2011
  • 1864
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)