კიდევ ერთი შედევრის მოლოდინში

დღეს საღამოს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება კიდევ ერთი ევროპული საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მადრიდის ”რეალის” და ”ტოტენჰემის” ფეხბურთელები. სამეფო კლუბის წევრები ფანებს თხოვენ, რომ მათ აქტიურად უგულშემატკივრონ თავიანთ გუნდს და ამის სანაცვლოდ, ისინი ულამაზეს თამაშს გვპირდებიან...


ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი მადრიდის ”რეალისთვის”, ვინაიდან გუნდს უკვე 8 წელია 1/2 ფინალში გასვლა არ უზეიმია. ალვარო არბელოას თქმით, ამ დაპირისპირებაში, სამეფო თეთრები დაამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესეობი არიან ევროპაში.

კრისტიანო რონალდომ, მარსელომ და კაკამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მზად ყოფილიყვნენ. გარკვეულწილად მათ ამის გაკეთება მოახერხეს, თუმცა ბენზემა, პედრო ლეონი და გაგო განაცხადს მიღმა დარჩნენ, რადგან მათ ვერ მოახერხეს ტრავმების მოშუშება.

”მერენგების” წინააღმდეგ, დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი გუნდი, ”ტოტენჰემი” წარსგება, რომლის სათავეშიც, კარგი ტაქტიკოსი, ჰარი რედნაპია. სავარაუდოდ, ამ უპრინციპულეს მატჩში მონაწილეობას მიიღებენ გარეტ ბეილი და ვილიამ გალასი. რაფაელ ვან დერ ვაარტმა კი განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბს არაფერი აქვს დასაკარგი და მისი თქმით ”ჰოცპური” გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდებისთვის, ჰარი რედნაპის შეგირდებს არ აქვთ მოგებული, თუმცა 1/8 ფინალიდან მათ მოახერხეს ”მილანის” გამოგდება და ამით დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერი. ამის გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონელებმა ”ინტერს” გაუსწრეს. ”ტოტენჰემი” ”რეალთან” ერთად ლიდერობს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ გოლებში.

სამეფო კლუბს წელს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არ აქვს გოლი გაშვებული საკუთარ მოედანზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები სახლში შესანიშნავად გამოიყურებიან. ”ტოტენჰემის” ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ გასვლაზე გატანილი გოლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ისინი ამას როგორ გააკეთებენ სულ მალე ვნახავთ. ერთ სიტყვით, მთელი საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთი შედევრის მოლოდინშია. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)