გონსალო იგუაინი ხვალინდელ შეხვედრაზე.

ბოლო ვარჯიშის წინ გონსალო იგუაინი პრესის ოთახში გამოცხადდა და ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა: "აუცილებელი და სავალდებულოა ამ რაუნდის დაძლევა. ჩვენ მოედანზე ამ განწყობით უნდა გავიდეთ და კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ."


იგუაინი მართლაც შეიძლება ყველაზე ბედნიერ ადამიანად ჩაითვალოს მოცემულ ეტაპზე. მიუხედავად ექიმების სკეპტიკური დასკვნისა, რომ ის სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებდა თამაშს, მან რეაბილიტაცია მოახერხა და ითამაშა კიდეც სადებიუტო შეხვედრაში "სპორტინგის" წინააღმდეგ, ამჟამად მოურინიოს გვერდით ზის და ყველას სკეპტიკოსს უჩვენებს, რომ მათი აზრები და დასკვნები არ გამართლდა. მას შეუძლია თამაში.

"ძალიან სასიამოვნოა, როცა 1/4 ფინალში შეგიძლია თამაში და კლუბთან ერთად ყოფნა. ძალიან მძიმე ტრავმა მქონდა. ვიცოდი, რომ ბევრი უნდა მეშრომა დროზე ადრე დასაბრუნებლად და მე ეს მოვახერხე. ჩემთვს ხვალინდელი შეხვედრა ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე დიდი შესაძლებლობაცაა იმისთვის, რომ სხვებს დავუმტკიცო, თუ რა შემიძლია. თითოეულ ჩვენგან საკმაოდ დიდი ამბიცია გააჩნია და გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ხვალ კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, რომ შემდეგ ინგლისში ცოტა დამშვიდებულები ჩავიდეთ"–განაცხადა თავდამსხმელმა.

მან სიამოვნებით გაიხსენა ის წუთები, რომლებიც "სპორტინგის" წინააღმდეგ ითამაშა: "პირველი, რისი აღნიშვნაც მინდა, არის ის, თუ რას ვგრძნობდი მე იმ მომენტში. მე ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი. პირველ რიგში მქონდა იმის ამბიცია, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩამეტარებინა. მინდა კლუბს ყველგან და ყველაფერში დავუდგე გვერდით. მოხარული ვარ დაბრუნებით, ვინაიდან არავინ ელოდა, რომ მე ამას შევძლებდი."

მოურინიოს მსგავსად, მანაც უარი განაცხადა "სპორტინგთან" მარცხის კომენტირებაზე: "არანაირი კომენტარი "სპორტინგთან" შეხვედრაზე. ეს წარსულია. ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გველის ჩემპიონთა ლიგაზე და რაც შეიძლება მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად."

ადებაიორი კლუბს მაშინ შეუერთდა, როცა ის ტრავმირებული იყო, შესაბამისად ამჟამად სასტარშოში მოსახვედრად მას დიდი კონკურენციის გადალახვა/დაძლევა მოუწევს. ამასთან დაკავშირებით მან შემდეგი განაცხადა: "მე "სპოტინგის" წინააღმდეგ ადებაიორთან ერთად ვითამაშე და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. მე მას ადვილად შევეგუე, გავაკეთებ იმას , რასაც მწვრთნელი მეტვყსი და შესაბამისად არანაირ პრობლემას არ ვხედავ."

მისთვის მოედანზე დაბრუნება პირადი ტრიუმფია: "მე ბევრის აზრი მოვისმინე და ცდილობდი რაც შეიძლება მალე ჩავმდგარიყავი ფორმაში, რომ სეზონის დასრულებამდე აუცილებლად მეთამაშა. ვიცი, რომ მწვრთნელი და კლუბი მოხარული არიან ჩემი დაბრუნებით."


წყარო: Marca
dle 10.1

  • shvela
  • 4 აპრილი 2011
  • 2207
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)