"ფიფას ვირუსი" და პრესიადოს ტრიუმფი

რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, მანოლო პრესიადომ და მისმა ბიჭებმა, მადრიდის "რეალს" ლა ლიგის მოპოვების ლიზერული შანსები გაუნულეს, ხოლო ჟოზე მოურინიოს 9 წლიანი ურყევი ტრადიცია 90 წუთში დაასამარეს...


სეზონის დასაწყისში, როდესაც ხიხონის "სპორტინგმა" - "ბარსელონასთან" დათმო შეხვედრა, ჟოზე მოურინიომ მანოლო პრესიადო არაერთი უსიამოვნო ეპითეტით მოიხსენია, პორტუგალიელი მწვრთნელი თავის კოლეგას - "საცოდავად" მოიხსენიებდა, რომელმაც "კულეებს" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ია-ვარდი დაუფინა და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია.

ბევრი ადამიანი მოურინიოს პოზიციას ემხრობოდა, მაგრამ არსებობდა განსხვავებული მოსაზრებებიც.

მიმდინარე "უიქენდზე", მანოლო პრესიადომ მთელი მადრიდი შოკში ჩააგდო - მან არამარტო სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, არამედ 'სანტიაგო ბერნაბეუზე' მოპოვებული გამარჯვებით საშინაო არენაზე უდანაკარგოდ მოასპარეზე "მერენგები" დააჩოქა, "ინჩასებს" ჩემპიონობის შანსები დაუსამარა და ჟოზე მოურინიოს 9 წლიანი ურყევი, ერთგვარ ტრადიციად ქცეული მითი დაამსხვრია (როგორც მოგეხსენებათ, "ხიხონთან" გასამართ შეხვედრამდე, პორტუგალიელ მწვრთნელს ფაქტობრივად ათწლულის განმავლობაში არ ჰქონდა წაგება საშინაო არენაზე).

ამჟამად მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ქულათა თანაფარდობა უკვე რვას შეადგენს, ასე რომ მანოლო პრესიადომ ფაქტობრივად საკუთარი ხელით გადაულოცა ჩემპიონობა კატალონიელებს.

მადრიდელთა წარუმატებლობა ძალიან ბევრ რამეს შეგვიძლია მივაწეროთ. თუნდაც ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ გასულ მატჩში მონაწილეობა "ბლანკოსის" სამ გამოკვეთილ ლიდერს - რონალდოს, ბენზემას და ჩაბი ალონსოს არ მიუღიათ. არ უნდა დაგვავიწყდე რიკარდო კაკა, რომელმაც ვერა და ვერ მოირჩინა მუხლის ტრავმა, ასევე ლაზარეთში იმყოფებოდა მარსელო, რომელიც გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა.

ლაკონურად, რომ ვთქვათ - მადრიდელებს "ფიფას ვირუსი" შეეყარათ, რომელმაც სამეფო კლუბის ორი შესანიშნავი ფეხბურთელი - მარსელო და კარიმ ბენზემა "შეიწირა". სამწუხაროდ "სპორტინგთან" მატჩში "თეთრებს" ვერც კრეატიულმა - მესუტ ოზილმა უშველა, რომელიც სანაკრებო შეხვედრებში გადაიღალა.

ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მისი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და შესაბამისად ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მადრიდელემა არათუ სამი, არამედ ერთი ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხეს. "თეთრების" შეტევებს რაღაც აკლდა, მადრიდელთა ნიჭიერი ახალგაზრდები გასულ მატჩში ვერ იყვნენ საკმარისად კრეატიულები, რომ "ხიხონთან" გამართული შეხვედრა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თავის სასიკეთოდ დაესრულებინათ.

თეორიული შანსი ჯერ კიდევ არებობს, თუმცა პრიმერა დივიზიონში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა... "სპორტინგმა" საკუთარ პოტენციალს ბევრად გადააჭარბა და "კულეებს" ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა გაუკვალა...

მანოლო პრესიადომ მშვენივრად განჭვრიტა ყველაფერი, რაც მოედანზე ხდებოდა, მან სერხიო რამოსის ვაკანტურად დარჩენილი მარჯვენა ფლანგი დე ლას კუევასით გააძლიერა, რომელსაც გოლის გატანის ერთადერთი შანსი მიეცა, მან კი ეს ყოველივე შესანიშნავად გამოიყენა.

პრესიადომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდი 0-0-ზე ითამაშებდა... ეს ასეც მოხდა, მაგრამ ხიხონელთა შრომამ დაგეგმილზე უკეთესი შედეგი გამოიღო...

შესაძლოა გასული შეხვედრის შემდეგ მადრიდულმა "ინჩადამ" დაგმო კიდეც ჟოზე მოურინიო, მაგრამ ალბათ კარგი იქნება შევთანხმდეთ, რომ ეს შეხვედრა "განსაკუთრებულს" არ წაუგია, ეს მატჩი "თეთრებმა" ვერ მოიგეს...


ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)