მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"

თეთრებმა წააგეს შთაგონებულ მეტოქესთან კრისტიანო რონალდოს, ხაბი ალონსოს, ბენზემასა და მარსელოს გარეშე


მადრიდის "რეალი", სანაკრებო მატჩების გამო შეფერხებული ლიგის შემდეგ, იძულებული იყო რთული თამაში ჩაეტარებინა "ხიხონის" სპორტინგის წინააღმდეგ. "რეალის" შემადგენლობაში არ იყვნენ კრისტიანო რონალდო, ხაბი ალონსო, ბენზემა და მარსელო. დე ლას კუევასის გოლი იყო უსამართლო იმ გუნდის მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. მადრიდის "რეალმა" ყურადღება ახლა უნდა გადაიტანოს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, ტოტენჰემის "ჰოტსპურის" წინააღმდეგ, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"


მაურინიომ გადაწყვიტა პეპეს შენახვა ჩემპიონთა ლიგისთვის და ძირითადში ათამაშა ადებაიორი, გრანერო და ალბიოლი. თამაშის მსვლელობის შეცვლის შანსი პირველ წუთებში მიეცათ თეთრებს: გრანერომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ალბიოლმა პასი განახორციელა და კარვალიომ გაიტანა, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. მადრიდის "რეალი" პირველ ნახევარში აკონტროლებდა მატჩს, მაგრამ "სპორტინგს" არ აწუხებდა ეს თავისი მყარი დაცვის გამო. პირველ ნახევარში ამის მეტი გოლის გატანის შანსი არ ჰქონია არცერთ გუნდს.

მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"


მადრიდის "რეალი" თამაშობდა სწრაფ და შემტევ თამაშს პირველ ნახევარში. მაურინიოს უნდოდა გოლი და გადაწყვიტა იგუაინის შემოყვანა 56-ე წუთზე. მას ქომაგები ოვაციებით შეხვდნენ. სამი წუთის შემდეგ არგენტინელს მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარე ხუან კარლოსმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა. დი მარია იძულებული გახდა დაეტოვებინა მინდორი 70-ე წუთზე მცირედი ტრავმის გამო და ის კანალესმა შეცვალა.

მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"


"სპორტინგმა" გაიტანა ერთადერთი სახიფათო მომენტით რომელიც მათ მთლიან თამაშში შექმნეს. დე ლას კუევასმა გადაწყვიტა კასილიასის ძლევა ძლიერი დარტყმულით, რომელიც ოდნავ შეეხო ძელს და შემდგომ კარებში შევიდა.

მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"


ექვსი წუთი შემდეგ ოზილის დარტყმული მოხვდა ძელს. ადებაიორი ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, მაგრამ უკანასკნელმა აქაც იყოჩაღა. ეს არ იყო ტოგოელი მოთამაშის იღბლიანი დღე და მისი სასოწარკვეთილება იზრდებოდა ყოველი აცილებული ბურთის შემდეგ. დამატებულ წუთებში რამოსი ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ ბურთი "სპორტინგის" მცველმა გამოიტანა ძლივსძლიობით.

მადრიდის "რეალი" 0-1 ხიხონის "სპორტინგი"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 3 აპრილი 2011
  • 2128
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)