ადებაიორი "ტოტენჰემთან" გასამართ შეხვედრაზე

ტოგოელმა ფორვარდმა Bwin.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა...


"ვფიქრობ, "ტოტენჰემი" დაცვაშიც ისევე ითამაშებს, როგორც თავდასხმაში. ისინი არასოდეს ნებდებიან, თუნდაც 2 ბურთის, ანდაც 3 ბურთის სხვაობით აგებდნენ. ისინი ყველაფერს გაიღებენ საფინალო სასტვენამდე. "სპურსები" ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერები არიან, ისევე როგორც სხვა ინგლისური გუნდები."

"პიტერ კრაუჩი არ არის ძალიან სწრაფი, თუმცა ძალიან მაღალია, ჩემზე მაღალიც კი. სწორედ ამიტომ, მისი დრიბლინგი თავისივე სიმაღლის ხარჯზე ნელი ჩანს. იგი ძალიან კარგია ჰაერში. ვფიქრობ, იგი მოწინააღმდეგე გუნდიდან ყველაზე მეტ პრობლემას შეგვიქმნის. გარეთ ბეილი ასევე უმაღლესი დონის მოთამაშეა. რთული მატჩი გველის, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი ვართ და ყველაფრისთვის მზად ვართ."

"პირადად ჩემთვის მთავარია, გუნდის კარგი თამაში... არ აქვს მნიშვნელობა 2 გოლს გავიტან თუ ვერცერთს. მთავარია, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო."

"ჩვენი თამაში მომავალ მატჩში რადიკალურად უნდა შევცვალოთ და მომავალი მატჩი, რომელიც "ვაით ჰართ ლეინზე" გაიმართება უფრო იოლად ჩასატარებელი უნდა გავხადოთ. უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ მადრიდის "რეალი" და ვთამაშობთ, რათა გავიტანოთ ბევრი ბურთი."

"მოედანზე გასვლის შემდეგ, არავის აქვს რაიმე შიში. ჩემპიონი რომ გახდე, უნდა დაამარცხო ყველა, ვინც კი გზაზე გადაგეღობება. მჯერა, ამ ყველაფრის ძალა ჩვენ შეგვწევს, ზუსტად ამ შემადგენლობით, სამწვრთნელო შტაბითა და მენეჯერით..."

"მე ძალიან გახარებული ვიქნები, თუ შევძლებთ და უემბლიზე ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას. ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 3 აპრილი 2011
  • 2172
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)