გრანერო:"ჩვენ მოგვწონს ბურთის კონტროლი"

გრანერო გუშინ შევიდა ისტორიაში – ის გახდა პირველი გოლის ავტორი "ესპანიოლის" კარში ახალ სტადიონ "კორნელა ელ პრატზე". ასევე მან განაცხადა, რომ გუნდი ეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას მშობლიურ სტადიონზე.


თქვენ გოლს იტანთ, თან ძირითადში თამაშობთ... ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო მოთამაშე ხდებით.

ყველას უყვარს გატანა. ეს თავდაჯერებულობას გმატებს. პირველი გოლი მუდამ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ გუნდი უფრო წყნარად თამაშობს.

პოზიცია, სადაც თქვენ თამაშობდით მოსახერხებელია თქვენთვის?

ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ მე იქ ვთამაშობ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს. გუნდში არის ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.

ორი ტურის შემდეგ გამოჩნდა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ისევ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება...

ჩვენ "ბარსელონაზე" მხოლოდ მათთან შეხვედრის წინ ვიფიქრებთ. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ.

გუნდს მოსწონს კონტრშეტევებზე თამაში?

არა, ჩვენ არ ვგეგმავთ კონტრშეტევებზე თამაშს. ჩვენ მოგვწონს ბურთის კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრშეტევებს შედეგი მოაქვს.

თქვენ გოლი დანი ხარკეს მიუძღვენით. ფიქრობდით ამაზე მატჩის დაწყებამდე?

დიახ, მე ეს გოლი მას და მის ოჯახს მივუძღვენი. ეს გოლი პირველი იყო ამ სტადიონზე და მე ვფიქრობდი დანიზე.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანომ გაიტანა გოლი, ის მაინც აღელვებული ჩანს...

ამაზე ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ ეს არაა სიმართლე. ის შესანიშნავად თამაშობს. მას ანალოგი არ ჰყავს. ვიცით რას ელიან მისგან. ის იქნება ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წლევანდელ ლა ლიგაში.

კარსაა მომდგარი ჩემპიონთა ლიგა და "რეალს" ისევ სურს გახდეს ევროპის საუკეთესო კლუბი.

კლუბი, გულშემატკივრები და ჩვენც ვხვდებით წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობას. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ცუდად გამოვდიოდით ამ ტურნირზე, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა და გვსურს მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა "სანტიაგო ბერნაბეუზე".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid. com dle 10.1

  • faqo
  • 14 სექტემბერი 2009
  • 2492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)