იოზილი უფრო მეტ ხიფათს ქმნის , ვიდრე ხავი და ინიესტა

მადრიდისტამ უკვე შექმნა 100 საგოლე მომენტი, ამის საპირისპიროდ კი კატალონიელებმა ხავიმ და ინიესტამ შესაბამისად 66 და 47 საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს.

• იოზილმა 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე ხავის მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემები (5) და სამჯერ მეტი, ვიდრე ინიესტას (3) ანალოგიური მაჩვენებელი.


"ბარსელონას" საიდუმლო ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ნახევარმცველების თამაშის ხარისხში და სტილშია. წინა წელს, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მადრიდის რეალი" სწორედ ხავი და ინიესტას ეძებდა საკუთარი თავისთვის. ეძებდა და შეიძლება ითქვას, რომ იპოვა კიდეც მესუთ იოზილის სახით. იოზილმა მოლოდინს აშკარად გადააჭარბა. მისი მაჩვენებლები ზემოთხსენებულ ორ ფეხბურთელსაზე საგრძნობლად მეტია. უკვე ნათელი ხდება, თუ რატომ სურდა გვარდიოლას მისი "კამპ ნოუზე" ხილვა. "თეთრებმა" გაითვალისწინეს ყოველივე ეს და კატალონიელებს დაასწრეს გერმანელის გადმობირება. გერმანელისა, რომელიც შეიძლება ლა ლიგის აღმოჩენადაც კი ჩავთვალოთ.

რეიტინგის მაჩვენებლები.

Castrol–ი ამბობს, რომ იოზილმა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, ვიდრე მისმა ორმა მეტოქემ "ბარსელონადან", გერმანელმა 100 ასეთი მომენტი "გამოცხო", ხოლო ხავიმ–66 და ინიესტამ კი-47.

ეს მაჩვენებლები ასევე მეტყველებენ თითოეული ზემოთხსენებული ფეხბურთელის ზეგავლენაზე კლუბის თამაშზე. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იოზილი პირველ სეზონს ატარებს "მადრიდის რეალში" , მაშინ როცა ხავი და ინიესტას სისხლში აქვთ გამჯდარი ის ფეხბურთი, რომლის ხილვაც "კამპ ნოუს" სურს.

იოზილი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ორ წევრს წინ უსწრებს საგოლე გადაცემებითაც. ამ მხრივ არც ერთი მათგანი არ არის საუკეთესო, საუკეთესო არგენტინელი ანხელ დი მარიაა, მაგრამ გასაკვირია ის უპირატესობა , რასაც მადრიდისტა ფლობს კატალონიელებთან შედარებით. გერმანელმა ორჯერ უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, ვიდრე ხავიმ და სამჯერ მეტი, ვიდრე ინიესტამ. კარში დარტყმების მაჩვენებლების მხრივ "კულეებს" მცირედი უპირატესობა აქვთ.

იოზილმა ერთხელ განაცხადა, რომ სურს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ამ შედარებებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის.


წყარო: Marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 1 აპრილი 2011
  • 3398
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)