ბეილი: "მე არ ვარ რონალდოს დონის ფეხბურთელი"

"ტოტენჰემის" ფეხბურთელს, გარეთ ბეილს, სჯერა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი.


გარეთ ბეილმა თქვა, რომ მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია, ისეთ ფეხბურთელებამდე, როგორებიც არიან: რონალდო და მესი.

"მე ახალგაზრდა ვარ და კვლავ სწავლის პროცესში ვარ. ყველას უნდა ჰქონდეს სწრაფვა, რათა იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ძალიან კარგია, როდესაც მესმის, ხალხის ლამაზი სიტყვები, თუმცა ვცდილობ ეს ყველაფერი არ შევმიჩნიო და იგნორი გავუკეთო." - თქვა უელსელმა, რომელიც მომავალ სამშაბათს მადრიდში ჩამოვა, "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში სათამაშოდ.

"მე ვერ ვიტყვი, რომ სუპერვარსკვლავი ვარ, რადგან ასე სულაც არ ვფიქრობ. მე ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ მიზნად მაქვს დასახული და დარწმუნებული ვარ ბევრი მუშაობა მომიწევს." - დაამატა ფეხბურთელმა. "რა უნდა გავაუმჯობესო ჩემ თამაშში? ბევრი, ძალიან ბევრი."

თუმცა, 21 წლის "ტოტენჰემის" ვარსკვლავს სჯერა, რომ 2007 წლის შემდეგ (მას შემდეგ, რაც ინგლისურ გრანდში მივიდა) სრულიად შეიცვალა. "ვფიქრობ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა ეს ჩამოყალიბების პროცესში, მხოლოდ ნახევარს უდრის. 17 წლის ასაკში მოხვიდე ლონდონში, არ არის ადვილი. ჩამოყალიბებას დრო მოიტანს და მე იმედი მაქვს, რომ ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვაჩვენებ სტადიონზე."

შეგახსენებთ, რომ უელსელმა ფეხბურთელმა, "ინტერის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. "ეს იყო საუკეთესო მომენტი ამ სეზონში, მაგრამ იმედი მაქვს წინ უკეთესი მომენტებიც გველის." - დაამატა ბეილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეუროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, სწორედ მისი გუნდი განაგრძობს თასისათვის ბრძოლას.

წყარო: Www.Defensacentral.Com dle 10.1

  • Nishni
  • 1 აპრილი 2011
  • 2155
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (340)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)