ვალდანო: ""რეალისთვის" ბედნიერი დროა"

ოთხშაბათს, ხორხე ვალდანო ერთ-ერთ ესპანურ რადიოს ესტუმრა და სხვადასხვა საინტერესო განცხადება გააკეთა.


"ახლა "რეალისათვის" ბედნიერი დროა. აპრილამდე ისე მოვაღწიეთ, რომ სამივე ტურნირზე მოგების შანსი გვაქვს. იგივე სიტუაციაში იმყოფება საკალათბურთო გუნდიც. მათ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ ფინალში გასვლასთან, რომელიც გუნდისათვის პირველი იქნება თავისი ისტორიის მანძილზე. ძალიან ლამაზ და კარგ ფეხბურთს თამაშობს კასტილია. ასევე, 19 წლამდე გუნდმა უკვე მოახერხა ლიგის მოგება."

"მე ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს მადრიდის "რეალში." ჩემი სამუშაო გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ჩანს. მე "სევილიასთან" გასამართ მატჩის წინ ვთქვი, რომ გუნდს ცოტა ხნით ჩამოვშორდებოდი და ასეც გავაკეთე."

"მოურინიო არის გუნდის ლიდერი, რომელიც გუნდში მყოფ ფეხბურთელებს ანვითარებს და დარწმუნებული ვარ, იგი არაერთ დასამახსოვრებელ, საშვილიშვილო საღამოს გვაჩუქებს. ის კლუბის ნდობას გრძნობს და უფრო მეტად კომფორტულად გრძნობს თავს. ამ თემასთან დაკავშირებით მან კომენტარიც კი გააკეთა. ახლა ჩვენი მიზანი არის, ყველა ტურნირის მოგება. გუნდი ყოველ დღე უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება."

"მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფლორენტინო პერესთან. ვგრძნობ, რომ მენდობა და მე ამით უფრო კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ თავს. ის მუდამ წინ იხედება და ძალიან უყვარს თავისი გუნდი. არის ასევე მომთხოვნი ადამიანი. მან ზუსტად იცის, თუ ვის რა სჭირდება და ცდილობს ყველაფერი კარგად გააკეთოს."

"გულშემატკივრები აპირებენ, რომ პატივი სცენ რონალდოს, შაბათს გასამართი მატჩის წინ. მან კლუბს ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა. გვსურს, დავემშვიდობოთ ისე, როგორც ფეხბურთელი იმსახურებს."

"პეპესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იგი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა მაისამდე ეს ვერ მოხერხდება. დარწმუნებულნი ვართ, პეპე მადრიდის "რეალში" დარჩება."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 31 მარტი 2011
  • 2904
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)