მარსელოს ტრავმა ბევრად სერიოზული აღმოჩნდა

ნეკნის ტრავმა, რომელიც მარსელომ წინა კვირას ბრაზილიის ნაკრებში მიიღო აღმოჩნდა იმაზე სერიოზული, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ბრაზილიელის მომზადება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შედგევა. საუბარი იმაზე, რომ ფეხბურთელი სამშაბათისათვის სრულიად გამოკეთდება ჯერ შეუძლებელია.


მარსელომ ძლიერი დარტყმა მიიღო მკერდის სიახლოვეს გასულ პარასკევს, ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე, რენატო აუგუსტოსთან ხისტ შეჯახებაში. ტრავმამ მარსელოს მადრიდში დაუბრუნება აიძულა. ნეკნის დაზიანების სპეციფიკა ისეთია, რომ რთულია ფიზიკური აქტიურობისგან დაიცვა ფეხბურთელი, მითუმეტეს რომ მხოლოდ წოლა და სიმშვიდე ეხმარება სპორტსმენს ამ ტრავმის დაძლევაში.

ძლიერი ტკივილების გამო მარსელომ უარი თქვა რაიმე აქტიურობაზე უკანასკნელ უქმებზე, უკვე ორშაბათს კი გამოჩნდა კლუბის სპორტულ ბაზაზე რათა გაიაროს კონსულტაცია ექინებთან. პირველ რიგში მედიკოსებმა გამოუწერეს ანთების საწინააღმდეგო წამლები ტკივილისა და დასიევის დაცხრომისათვის.გუშინ ბრაზილიელმა უკვე ვარჯიშიც განაახლა დარბაზში.

სრული დატვირთვით მუშაობისათვის მარსელომ უნდა დალიოს ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ასევე უნდა შეიხვიოს დაზიანებული ადგილი სალბუნით.

"მადრიდში" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგი "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ექიმები ურჩევენ მარსელოს მაქსიმალურად შეინახოს თავი სეზონის ბოლომდე. კიდევ ერთი დარტყმა დაზიანებულ ზონაში, თუნდაც ბევრად სუსტი, მომენტალურად გამოიწვევს ტრავმის გამიზეზებას, თანაც უფრო სერიოზული შედეგით.

ყველაზე ცნობილი პრეცედენტი-ანალოგიური დევიდ ბექჰემის ტრავმა, რომელიც მან მიიღო "თეთრების" შემადგენლობაში, 2004 წლის 10 ოქტომბერს. ბექჰემმა დაზიანება ნაციონალურ ნაკრებში მიიღო. მაშინ ექიმებმა დევიდს მეშვიდე და მერვე ნეკნში ბზარი აღმოუჩინეს, ფეხბურთელი კი ვალდებული იქნა გამოეტოვებინა მთელი 1 თვე. მან გამოტოვა ჩემპიონატის ოთხი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის ორი დაპირისპირება და სამეფო თასის ერთი შეხვედრა. ბექჰემის დაბრუნება იმავე წლის 14 ნოემბერს შედგა "ალბასეტესთან" მატჩში, რომელშიც ინგლისელმა სრული 90 წუთი ითამაშა. dle 10.1

  • n1ka
  • 30 მარტი 2011
  • 2539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)