პელეგრინი: დამსახურებულად გავიმარჯვეთ

პელეგრინი: დამსახურებულად გავიმარჯვეთ


“ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა.


“ძალიან ჩაკეტილი თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კარლოს კამენიმ საკუთარი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა. მეორე ტაიმში უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა, რაც ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ჩემი აზრით, მოგება აშკარად დავიმსახურეთ, თანაც, ერთ გოლზე მეტი სხვაობით. მინდა აღვნიშნო, რომ მოედნის საფარი იდეალურისგან ძალიან შორს იყო.”

“საკუთარი მოთამაშეების მჯერა. თითოეულ ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ძირითადში დასამკვიდრებლად დიდი შრომა მართებს. დღევანდელ შეხვედრაში ყველა ფეხბურთელის თამაში მომეწონა, თუმცა გუტისა და გრანეროს გამოვარჩევდი.”

“რონალდო ზეწოლას საერთოდ არ განიცდის. კრისტიანოს ადაპტაციის პერიოდი აქვს. ის ეგუება ახალ გუნდსა და ჩემპიონატს. ბოლო შეხვედრებში პორტუგალიელი დიდებულად ასპარეზობს, გოლებიც გაიტანა. მოკლედ, პრობლემები საერთოდ არ აქვს, რაც მისი ასპარეზობიდანაც კარგად ჩანს.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 13 სექტემბერი 2009
  • 2692
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)