საქართველოს ცაზე ქეცბაიას ვარსკვლავი აკიაფდა...

საქართველოს ცაზე ქეცბაიას ვარსკვლავი აკიაფდა...


პირველად ქეცბაიასთან ერთად...


თემურ ქეცბაია დაიბადა 1968 წლის 18 მარტს გალში. ის იყო 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე. ამჟამად ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. მისი საფეხბურთო კარიერა "სოხუმის დინამოში" დაიწყო, ხოლო შემდგომ პერსპექტიული ნახევარმცველი "თბილისის დინამოში" გადავიდა 1987 წელს.

1992 წლიდან იწყება მისი უცხოური კარიერა. ჯერ "ანორთოსისის" (კვიპროსული კლუბი) ფორმას ირგებს, ხოლო შემდგომ "აეკის" მოთამაშე ხდება, რომლის შემადგენლობაშიც ეუფლება საბერძნეთის თასს და ფანების გულებს იპყრობს. მისი ასეთი წარმატებული თამაში კლუბსა და ნაკრებში, შეუმჩნეველი არ დარჩენილა "ნიუკასლის" ხელმძღვანელობისათვის. ასე რომ 1994 წლისათვის ის უკვე თავისუფალი აგენტის სახით ჩრდილოინგლისური კლუბის რიგებში ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გოლმა გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, მას მაინც იშვიათად ათამაშებდნენ ძირითად შემადგენლობაში.

საქართველოს ცაზე ქეცბაიას ვარსკვლავი აკიაფდა...


ამის გამო ის 2000 წელს ქვედალიგელ "ვულჰემპტონს" უერთდება. თუმცა მცირე ხნის შემდეგ 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" შემადგენლობაში გადადის. 2002 წელს ის უბრუნდება თავის ძველ კლუბს "ანორთოსისს" ახლა უკვე ორი სტატუსით, როგორც მოთამაშე და მწვრთნელი. გუნდში 6 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ ის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (2008–2009) ახერხებს გასვლას (პირველად კლუბის ისტორიაში) და კვიპროსელების სათაყვანებელ ფიგურად იქცევა. 2009 წლიდან სულ რაღაც 4 თვით "ოლიმპიაკოსის" თავკაცი ხდება.

2010 წლის 1 იანვრიდან კი ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება და საკმაოდ წარმატებულიც. პირველად ნაკრების ისტორიაში ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპის ჩემპიონატთან. მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა შეიცვალა თამაშის სტილი და ფსიქოლოგია. შესარჩევზე დაწყებულმა წაუგებელმა სერიამ კიდევ ერთი თამაში მიითვალა ხორვატიის სახით. გაგრძელდება თუ არა ეს წარმატება ამას სულ მალე შევითყობთ. ამ თამაშში გამარჯვებას, როგორც ფეხბურთის კრიტიკოსები ისე უკრაინელი თაგუნაც გვიწინასწარმეტყველებს.

წარმატება ნაკრებს !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)