პრაქტიკული თამაში მედიასთან

მაურინიომ ითამაშა მეკარედ და ასევე დავდამსხმელად მადრიდის "რეალის" შტაბსა და პრესის წევრებს შორის გამართულ მატჩში


დღევანდელი დღის სავარჯიშო სესიის შემდეგ, მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი, აღჭურვილობის მმართველები, სამედიცინო პერსონალი და ცნობების განყოფილების შტაბი შეერკინნენ ჟურნალისტებს, რომლებიც "ვალდებებასიდან" გადმოსცემენ ხოლმე სიახლეებს. ჟურნალისტებმა მოიგეს 3-2 და ორი გოლი მათ პენლებიდან გაიტანეს.

პრაქტიკული თამაში მედიასთან


მატჩი 60 წუთს გრძელდებოდა და ამ ხნის მანძილზე მხიარული ატმოსფერო სუფევდა. ჟოზე მაურინიომ მეკარედ დაიწყო თამაში და განახორციელა რამდენიმე შთამბეჭდავი სეივი, რამაც მის გუნდს, პირველ ნახევარში, კარის მშრალად შენარჩუნების უფლება მისცა. ადგილობრივებმა გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს და გოლის ავტორი ხოსე მორაისი იყო.

პრაქტიკული თამაში მედიასთან


მაურინიომ გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაუშვა პენლის წყალობით. ის შეცვალა მეკარე სილვინიო ლოურომ, ჟოზე მაურინიო კი შეტევაში გადავიდა. მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გამუდმებით იტყუებოდა და მოწინააღმდეგესთან მცირედ შეხებაზეც კი ძირს ეცემოდა და ჯარიმას თუ პენალს ითხოვდა. დამხმარე მწვრთნელმა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა აიტორ კარანკამ მატჩს თამაშის კლასი შეჰმატა. კიდევ სამი გოლი გავიდა თამაშში, ერთ-ერთი მათგანი პენლიდან გავიდა. ჟურნალისტებმა 3-2 მოიგეს.

პრაქტიკული თამაში მედიასთან


ჟურნალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ მატჩში იყვნენ: ალვარო დე ლა როსა (AS), კარლოს როდრიგესი (onda madrid), ხავიერ გუდინიო (Castilla La Mancha TV), სიდ ლოუ (The Guardian), ხოსე ლუის სანჩესი (laSexta), მარიანო სანჩა (Antena 3), დიეგო მიგელ ფერნანდესი (Cuatro), მიგელ ანხელ ტორიბიო (Radio Marca), ალბერტო პინიერო (Goal), ნაჩო პენია (intereconomia TV), პაბლო პოლო (Marca), მანუ საინზი (AS), ალბერტო ფერეირო (Onda Cero).

პრაქტიკული თამაში მედიასთან


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 28 მარტი 2011
  • 2313
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)