ჩეხური კედლის დაცემა

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გრანადაში ჩეხეთს სძლია ანგარიშით 2:1


ესპანეთის ნაკრებს სულაც არ სურდა ჩეხებთან წაბორძიკება, რომელსაც უდავოდ შეუძლია პრობლემების შექმნა ნებისმიერ მეტოქისთვის. ამიტომ ვისენტე დელ ბოსკემ მიხალ ბილეკის შეგირდებთან მატჩს წინ განაცხადა, რომ მის გუნდს მხოლოდ დადებითი შედეგის მიღწევა სურს. ფრეზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მსოფლიო ჩემპიონების მიზანია შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება.

მატჩის დაწყებისთანავე ესპანელებმა ბურთი ხელში ჩაიდგეს. მუშაობდა მათი შემტევი მანქანა, ჩეხი ფეხბურთელები კი უცებვე მოექცნენ თავიანთ საჯარიმოს გარემოებში. მაგრამ ისინი არ ჩანდნენ დაბნეულნი, ალბათ ისინი თავიდანვე აპირებდნენ დაცვიდან თამაშს. სხვაგვარად არც შეიძლება! სხვა შემთხვევაში სწრაფი კაპიტულაციის გამოცხადება მოუწევდათ და სხვა ვარიანტი აქ შეუძლებელია.

მასპინძლები, თავის მხრივ აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს. არბელოა, კაპდევილია და ნავასი რეგულარულად აგდებდნენ ბურთს ჩეხების საჯარიმოში, მცველები კი დამაჯერებლად თამაშობდნენ და ხშირად აცილებდნენ პეტრ ჩეხის კარისგან ხიფათს. როდესაც თანაგუნდელები ვერ უბამდნენ მხარს, თამაშში ერთვებოდა გამოცდილი მეკარე. რამოდენიმეჯერ ჩეხს ვილიას დარტყმების მოგერიება მოუწია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, პეტრი არანაირ პრობლემებს არ განიცდიდა.

ჩეხური კედლის დაცემაასე შეიძებოდა გაგრძელებულიყო მუდამ, დელ ბოსკეს შეგირდები დამატებით სისწრაფეებს არ რთავდნენ. ისინი სეირნობდნენ მოედანზე და იშვიათად ცდილობდნენ მეტოქის დაცვაში სივრცეების პოვნას. სტუმრები სულაც არ ფიქრობდნენ ესპანეთის ნახევარზე გადასვლაზე. დაიწყებდნენ თუ არა ისინი ცენტრალური ხაზის გადაკვეთას, ბურთი ეგრევე მასპინძლების ფეხებში ხვდებოდა. ერთხელ კი ჩეხებს გაუმართლათ. ნამდვილად გაუმართლათ! 29 წუთზე იაროსლავ პლაშილმა საჯარიმოს გარედან და ბურთი კასილასის კარის ბადეში გაეხვა. შეეძლო თუ არა იკერ თავისი კარის გადარჩენა? ისტორია ჩუმადაა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი დარტყმისათვის კასილასი აშკარად არ იყო მზად (0:1)

გაშვებული გოლის "წითელმა ფურიამ" განაგრძო იგივე მანერაში თამაში და არც ცდილობდა ტემპის მომატებას, ამით ისინი აიძულებდნენ მეტოქეს დაცვას ბევრ მუშაობას. მასპინძლები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კარის ბადის დალაშქვრას ვერ ახერხებდნენ. მათ მეტოქეს წინაშე რთული ამოცანა პირველ ნახევარში ვერც დააყენეს. სულ მალე მსაჯმა გუნდები გასახდელში გააგზავნა.

მეორე ნახევარში დელ ბოსკემ ბრძოლაში ფერნანდო ტორესი შეუშვა. იქნებ გაიტანოს? კლუბში თუ არა, იქნებ ნაკრებში გამოუვიდეს. მაგრამ ცნობილი ფორვარდი სხვანაირია, იგი თავისი მშრალი სერიის გაწყვეტას არც აპირებს. მისი გოლების გარეშეც არსებობს ცხოვრება ამ ქვეყნად.

საბედნიეროდ ესპანეთის ნაკრებისათვის, დავიდ ვილია სულ სხვანაირადაა შექმნილი. იგი ცდილობდა ჩეხის კარში გოლის გატანას, და უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს მცველებსა და მეკარეს. 7 ნომრის მცდელობები ამაო არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმის ნახევარში ვილიამ პასი მიიღო ინიესტასგან საჯარიმოს ხაზზა, კარგად გაცდა ორ ჩეხ ფეხბურთელს და ძლიერი დარტყმით კარის ახლო კუთხეში გადაგზავნა ბურთი. ჩეხი კვლავ ეცადა გუნდის გადარჩენას, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა. (1:1)

გავიდა სულ რაღაც ორი წუთი და ინიესტა შეფრინდა მეტოქის საჯარიმოში. რეზეკი შეეცადა ანდრეასზე ბურთის წართმევას, მაგრამ თავისი ძალები ვერ გათვალა. წამები, და ინიესტა გაზონზეა, მატჩის მსაჯი კი დარწმუნებით ანიშნებს 11-მეტრიან ნიშნულზე. პენალტი ვილიამ გამოიყენა და ჩეხს შანსიც კი არ მიეცა გუნდის გადარჩენისათვის (2:1)

წინ გაწეული ესპანელები არ შეჩერდნენ. მათ შეეძლოთ მესამე გოლის გატანას, მაგრამ ჩეხი ბიჭებიც არაფერს თმობდნენ. ბილეკის გუდი არ დაიშალა ორი გაშვებული გოლიდან და განაგრძობდა ღირსეულ ბრძოლას. მატჩის ბოლოს მიხალმა ბრძოლაში ნეციდი შეუშვა, მაგრამ ტომაში ნაკრების გადამრჩენელად ვერ მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები კვლავ ვერ გრძნობს ქულის დაკარგვის გემოს. ოთხი მატჩი და ოთხივე მოგება. ნამდვილად ღირსეული შედეგია dle 10.1

  • n1ka
  • 26 მარტი 2011
  • 2500
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)