ბოიანი და კანალესი: ნელი პროგრესი?

ბოიანი და კანალესი: ნელი პროგრესი?

კანალესი და ბოიან კრკიჩი - ორი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე ესპანეთში. მათ რამოდენიმე ნაბიჯი აკლდათ ძირითად გუნდამდე.


მათ დებიუტი "ლა ლიგაში" 17 წლის ასაკში შედგა და ორივეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. რამდენიმე სეზონში მათ იმედები ვერ გაამართლეს. ესპანეთის დიდ და გამოცდილ გუნდებში როგორებიც არიან "ბარსელონა" და "მადრიდის რეალი" არ კმარა მხოლოდ პერსპექტივა. მოედანზე უნდა აჩვენო ის ფეხბურთი რაც სააბოლოოდ ძირითად გუნდში შენს ადგილს მოგაპოვებინებს.

იჯარა, პრაქტიკა და პროგრესი

ორივე შემთხვევაში არაა გადაწყვეტილი დარჩებიან თუ არა ეს ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში, მაგრამ ამავდროულად არც "ბარსელონა" და არც "მადრიდის რეალი" არ ჩქარობს განცხადების გაკეთებას, მათი გაყიდვის თაობაზე.

ორივე გუნდს აქვს გადასაწყვეთი თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ფეხბურთელებთან მიმართებაში. უნდა დაიტოვოს კლუბმა ეს ფეხბურთელები და მისცენ პროგრესის საშუალება, ან გაუშვან იჯარით.

"ესპანიოლ ბ"ს და "ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელის განცხადება კი ასეთია:

"ორივე ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერია. ვფიქრობ სერხიომ გამოცდილება სხვა გუნდებში უნდა მიიღოს და ამ შემთხვევაში მისი იჯარის წესით გაშვება საუკეთესო გამოსავალი იქნება. სხვა საქმეა კრკიჩის საკითხი, ვფიქრობ მასაც გამოცდილება აკლია, მაგრამ ისეთი კლუბი როგორიც "ესპანიოლია" სიამოვნებით აიყვანდა ბოიანს და მისცემდა თავისი შესაძლებლობების მეტად წარმოჩენის საშუალებას."

ირივე ფეხბურთელის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ არ ეძლევათ თამაშის საკმარისო დრო
და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება.


ხოსე აურელიო გაი - "სარაგოსა ბ"ს და "სარაგოსას" ყოფილი მწვრთნელი თვლის, რომ იჯარით მათი სხვა გუნდში გაშვება საუკეთესო გამოსავალი იქნება.

"როდესაც ფეხბურთელი ითხოვს გამოკვეთილად მთავარ გუნდში თამაშს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრაქტიკა და რა თქმა უნდა როდესაც საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბებს ეხებათ."

სხვადასხვა შემთხევები:

კრკიჩის მდგომარეობა განსხვავებულია იმით, რომ სანამ იგი გახდებოდა "ბარსელონას" 21 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, მან 7 სეზონი ჩაატარა "ბარსელონას" მცირეწლოვანი ნაკრების მაისურებით. მიზეხი მისი ძირითად გუნდში გადაყვანის სწორედ მისი პერსპექტივა და კარგი თამაში გახდა.

ბევრი გამოცდილი მწვრთნელი გამოთქვამს აზრს იმის შესახებ, რომ პეპ გვარდიოლა ნდობას უცხადებს ბოიანს.

ფლორესი:

"მე არ ვთვლი, რომ მას არ აქვს შანსები და იგი ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ მას მთავარი და მნიშვნელოვანი აკლია და ეს გამოცდილებაა. იგივე შემიძლია ვთქვა სერხიო კანალესზეც"

ინფორმაციის წყარო: Real-Madrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)