პოტეჩინო არ აპირებს გვარდიოლას ტაქტიკით თამაშს

"ესპანიოლის" მწვრთნელი მაურისიო პოტეჩინო "რეალთან" თამაშს იმ ტაქტიკით აპირებს, რომლითაც დაამარცხა "ბარსელონა" გასულ სეზონში "კამპ ნოუზე"(2:1). მისი თქმით, საჭიროა პრესინგი, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.


"ჩვენ უნდა შევუზღუდოთ პოზიციები "რეალის" ფეხბურთელებს. სხვა შემთხვევაში მათი მაღალი კლასი გადამწყვეტ როლს ითამაშებს და საბედისწერო აღმოჩნდება"–აცხადებს პოტეჩინო.

მწვრთნელის ტაქტიკამ გააოცა როგორც "ესპანიოლის" ფეხბურთელები, ასევე მეტოქე გუნდი. "გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ"–განაცხადა პოტეჩინომ "ბარსელონასთან" თამაშის წინ. მატჩის შემდეგ მაურისიოს ყველა ულოცავდა და გაოცებულნი იყვნენ "ბარსასთან" ასეთი ტაქტიკით თამაშის გამო.

"ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. თავიდანვე ხელთ უნდა ვიგდოთ ინიციატივა. ტაქტიკა არ შეიცვლება, რადგან მეტოქე "რეალია"–განაცხადა "ესპანიოლის" მწვრთნელმა.

სავარაუდოდ დე ლა პენია მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. მან ახლახანს მოიშუშა ტრავმა. მარჯვენა ფლანგზე მწვრთნელს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მან არჩევანი რონკალეის და პილუდომს შორის უნდა გააკეთოს. უკანასკნელი ახლახანს დაბრუნდა არგენტინიდან. ფორლინი თავის სადებიუტო მატჩს გამართავს დაცვის ცენტრში, სადაც ის პარეხას შეუერთდება. მოისესი, ვერდუ, ლუის გარსია, ივან ალონსო, ნაკამურა და ტამუდო დაიკავებენ დანარჩენ პოზიციებს მოედანზე, კარს კი კარლოს კამენი დაიცავს. თავის ტაქტიკას პოტეჩინო ასეთ კომენტარს უკეთებს:

"ჩვენ არ ვაპირებთ ბოლომდე პრესინგის თამაშს. ვაპირებთ სწრაფი გადაცემებით თამაშს".


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 12 სექტემბერი 2009
  • 1636
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)