მოუ: ''ჩემი შემდეგი სამუშაო ინგლისში იქნება"

The Sun-თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიომ მის მომავალზე ისაუბრა...


მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიო წლების განმავლობაში ედგა სათავეში "ჩელსს", შემდეგ მას მოუწია იტალიაში გადაბარგება, ხოლო ახლა "რეალს" უდგას სათავეში. 48 წლის მოუს ნოსტალგია მოაწვა და თითქმის ყველა ინტერვიუსა თუ განცხადებაში აღნიშნავს იმას,რომ ინგლისში დაბრუნება უნდა,მაგრამ იმასაც დასძენს,რომ "რეალთან" კონტრაქტი აკავშირებს და მის ამოწურვამდე არსად არ აპირებს წასვლას.

"მე მომენტარა ინგლისი და ჩემი მომდევნო სამუშაო აუცილებლად ინგლისში იქნება. და დარწმუნებული ვარ,რომ ინგლისსაც უნდა ჩემი დაბრუნება, რა არა? მე იქ გავატარე დაუვიწყარი წლები. "ჩელსი" ჩემი ოჯახი გახდა ინგლისში მუშაობისას, მე იქ მყავს უამრავი მეგობარი და მათ პირობას ვაძლევ,რომ დავბრუნდები."

როგორც იცით, ჟოზე მოურინიოს "სიტი" ეპატიჟება,ასევე გავრცელდა ინფორმაცია,რომ იგი ფერგიუსონს შეცვლიდა. როცა ჟურნალისტებმა ამაზე კითხვა დაუსვეს, შემდეგნაირად უპასუხა:

"მე "რეალთან" კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ეს არის უდიდესი კლუბი მსოფლიოში,მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული სამუშაოა."

""რეალის" ხელმძღვანელობიდან შემოთავაზება სამჯერ მქონდა,მესამეზე უკვე დავთანხმდი."

"მე ასევე ვიყავი იტალიაში. ეს ალბათ ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი წელი იყო. მე მინდოდა ძალები მომესინჯა იტალიაშიც,რაც კარგად გამომივიდა."

"მაგრამ ინგლისი სულ სხვაა, ესპანელები,იტალიელები და პორტუგალიელები მეკითხებიან,თუ რატომ მიყვარს ინგლისი ასე. მე ამის ახსნა არ შემიძლია. მე ამას საქმით ვამტკიცებ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)