"ბერნაბეუზე" გაზონის შეცვლას იწყებენ

გამოცემა As-ის ცნობით, "რეალს" ისევ მოუწევს "სანტიაგო ბერნაბეუს" გაზონის შეცვლა. ამის მიზეზი გახდა ვირუსი, რომელმაც გაზონი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. უკვე დაწყებულია სამუშაოები.


მომუშავეთა მთავარი ამოცანაა, გაზონის შეცვლა დაასრულონ 20 სექტემბრამდე. სწორედ ამ დღეს "რეალი" ეთამაშება "ხერესს". ამ შაბათს პელეგრინის შეგირდები შეხვდებიან "ესპანიოლს" კატალონიაში, ხოლო სამშაბათს დებიუტი ექნებათ ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხის" წინააღმდეგ შვეიცარიაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოეწვია პოლ ბურგესი, "არსენალის" ყოფილი მებაღე. გადაწყდა, რომ მთლიანი გაზონი უნდა შეცვლილიყო. ეს ყველაფერი დაიწყეს 25 ივნისს. სლოვაკეთიდან ჩამოიტანეს 800 კვადრატული მეტრი ბალახი. "ბერნაბეუზე" მუშაობდა კომპანია Rasen. ამ კომპანიას ნამუშევარი აქვს ისეთ სტადიონებზე, როგორებიცაა: "ჯუზეპე მეაცა" მილანში და "ერნსტ–ჰაპენ–სტადიონი" ვენაში. სწორედ ამ სტადიონზე გახდა ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი.

პრობლემები შეიქმნა "მშვიდობის თასის" მიმდინარეობის დროს. მატჩები ხშირად იმართებოდა "ბერნაბეუზე". ორი გამართული შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ გაზონი ცუდ მდგომარეობაში იყო. ახლა მომუშავეთა წინაშე ორი ამოცანაა. პირველი, მოასწრონ გაზონის დაგება "ხერესთან" მატჩისთვის და მეორე, გაზონი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს 22 მაისისთვის ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 11 სექტემბერი 2009
  • 1602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)