არც რონალდო, არც კაკა - ჟოზეს ალტერნატიული შემადგენლობა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შაბათს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა რომ რიკარდო კაკა, რომელსაც მუხლის უმძიმესი ტრავმა აწუხებდა, ჯერჯერობით სათანადო ფორმაში არ იმყოფება და შესაბამისად იგი არც დღევანდელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც "თეთრები" სანტანდერში, ადგილობრივი "რასინგის" წინააღმდეგ გამართავენ.


მოგეხსენებათ ბრაზილიელმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაიკეთა მუხლზე ოპერაცია, რომლის შედეგად რიკარდოს ძალიან დიდი დროის გამავლობაში მოუწია უქმად ყოფნა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო... ამ ყველაფრის შემდეგ, რიკი ვერ ახერხებს სათანადო ფორმაში ჩადგომას, რათა კვლავ გახდეს მადრიდის "რეალის" შემადგენლობის უცვლელი წევრი.

დღევანდელ მატჩს ტრავმის გამო კრიშტიანო რონალდოც გამოტოვებს, რომელმაც დაზიანება "მალაგასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც "თეთრებმა" მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 დაამარცხეს. სწორედ ამ შეხვედრაში გატანილი მე-7 გოლის დროს მიიღო პორტუგალიელმა ტრავმა, რამაც მისი დღევანდელი უქმობა განაპირობა. მოურინიოს წინაშე უმნიშვნელო დილემა წამოიჭრა, ჟოზეს მოუწევს მოედნის ცენტრში რონალდოსა და კაკას ალტერნატიულ ფეხბურთელებს უხმოს...

ალტერნატივა

არც რონალდო, არც კაკა - ჟოზეს ალტერნატიული შემადგენლობა
პედრო ლეონმა "ხეტაფეს" რიგებში 2009-2010 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა. სწორედ მისმა ბრწყინვალე თამაშმა მიიპყო მადრიდის "რეალის" სელექციონერთა ყურადღება... საბოლოოდ გუნდები 10 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, რომლის სანაცვლოდაც ლეონი სამეფო კლუბში ჩაირიცხა.

მიმდინარე ტრანსფერი არც ფეხბურთელისთვის და არც მადრიდის "რეალისთვის" აღმოჩნდა სარფიანი, რადგან პედრო ლეონი სამეფო კლუბის შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდება და შესაბამისად ვერც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას ახერხებს. ჟოზე მოურინიო აპირებს თავის "მსხვერპლს" სტატუსი აღუდგინოს, მოგეხსენებათ უკანასკნელად ლეონმა "თეთრი" მაისური "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოირგო, რომელიც 0-0 დასრულდა. თავის დროზე პედრო ბრწყინვალე გოლებს უტანდა ასეთი დონის გუნდებს, მაგრამ წლევანდელ სეზონში მას თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლევა.

არც რონალდო, არც კაკა - ჟოზეს ალტერნატიული შემადგენლობა

ამასობაში სერხიო კანალესმა დააღწია თავი 'თამაშგარე' მდგომარეობაში ყოფნას და "მალაგას" განადგურებაში საკუთარი წვლილი საგოლე გადაცემით შეიტანა. როგორც სჩანს მადრიდის "რეალის" სელექციონერებმა, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ძალები სათანადოდ ვერ შეაფასეს, რადგან კანალესი წლევანდელ სეზონში ხეირიანად ვერ გამოიყურება.

20 წლის ფეხბურთელი, ისევ ის პატარა "ბიჭუნაა", რომელსაც მადრიდის "რეალის" მომავალ დიდებას უკავშირებენ, ნუთუ შეძლებს და გამოავლენს იგი საკუთარ შესაძლებლობებს ამ უდიდეს კლუბში?! მას საუკეთესო საშუალება დღეს მიეცემა, რადგან გამორიცხული არ არის ჟოზე მოურინიომ მესუტ ოზილს დასვენების საშუალება მისცეს, სერხიო კი დღევანდელი მატჩის ძირითად თერთმეტეულში ვიხილოთ.

არც რონალდო, არც კაკა - ჟოზეს ალტერნატიული შემადგენლობა

შესაძლოა მოურინიო მხოლოდ ესტებან გრანეროთი შემოიფარგლოს, რომელიც მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ეს ახალგაზრდა ესპანელი მოთამაშე მართლაც ძალიან კარგად ირჯება რიგით მატჩებში და შესაძლოა მას დღევანდელ შეხვედრაშიც მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.

"პირატმა" ყველაზე შთამბეჭდავად "ალმერიასთან" ითამაშა, სადაც მან დიეგო ალვეშის კარში უალამზესი გოლი გაიტანა და მადრიდის "რეალს" ქულა გადაურჩინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გრანერო ჟოზე მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელია. პორტუგალიელი სპეციალისტი ხშირად აქებს ესტებანს და თავისმხრივ ცდას არც გრანერო აკლებს.

განლაგება

მოურინიო მიმდინარე სეზონში 4-3-2-1 განლაგებით ათამაშებს საკუთარ გუნდს. თუმცა ეს მაშინ ხდება, როდესაც მოედანზე კრიშტიანო რონალდოა, დღეს კი მოგეხსენებათ პორტუგალიელს სტადიონზე ვერ ვიხილავთ. სწორედ ამიტომ შესაძლოა ჟოზემ გეგმა B-ს მიმართოს, რომელიც მთელი არსებული ფილოსოფიის შეცვლას ითვალისწინებს...

დიდი შანსია მოედნის ცენტში სამეფო კლუბის სამი საყრდენი ნახევარმცველი განლაგდეს, ხოლო მარცხენა ფლანგზე მესუტ ოზილმა იასპარეზოს, მაგრამ უპრიანი იქნება თუ მოურინიო საკუთარ პიროვნულ ღირებულებებს უღალატებს და მოედანზე 2 ფორვარდით გამოიყვანს გუნდს, ხოლო დი მარია და ოზილი ფლანგებზე ითამაშებენ.

შეტევა

არც რონალდო, არც კაკა - ჟოზეს ალტერნატიული შემადგენლობა

ემანუელ ადებაიორი მადრიდის "რეალში" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩაირიცხა, თუმცა იგი "ბლანკოსისთვის" დღემდე შეუსაბამო ფეხბურთელად რჩება, რადგან იგი ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენას და შესაბამისად მთელი სადავეები კარიმ ბენზემას ხელშია, რომელიც მართლაც კარგ ფორმაში იმყოფება.

ადებაიორის გაბარიტების მოთამაშეს მეორე სართულზე ასპარეზობა არ უნდა უჭირდეს, მაგრამ ჯერჯერობით ტოგოელი ფორვარდი თავით გოლის გატანას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ დი მარია და ოზილი ფლანგებიდან ემას ხშირად უწვდიან ბურთს, მას შექმნილი მომენტი სასურველ დასასრულამდე ვერ მიჰყავს.

სავარაუდოდ დღევანდელ შეხვედრაში კარიმი - ემანუელის დუეტი ითამაშებს. ადებაიორი ცენტ-ფორვარდის ფუნქციებს შეითავსებს, ბენზემა კი მარცხენა ფლანგს გააკონტროლებს, სადაც აქამდე კრიშტიანო რონალდო მოქმედებდა.


ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlish...

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)