ბენზემას სხვა ვარიანტები

ბენზემას სხვა ვარიანტები


მადრიდის “რეალის” ფრანგმა ახალწვეულმა, კარიმ ბენზემამ აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბის” გარდა, მას ევროპის არაერთი გრანდი ეპატიჟებოდა.


აი, რა განაცხადა ფეხბურთელმა Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში: ”როდესაც საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, უამრავი ოცნება მქონდა. მინდოდა გამოვსულიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, - ეს პირველი ოცნება იყო. მეორე ოცნებას რაც შეხება, - საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა. მესამე მათგანი ანუ “რეალში” თამაში რამდენიმე დღის წინ ამიხდა.”

“რეალის” გარდა, ჩემი გადაბირება “მანჩესტერს”, “ბარსელონას”, “ინტერსა” და “მილანს” სურდათ. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემი ოცნება “სამეფო კლუბში” თამაში გახლდათ. ამიტომ ამ კლუბების შემოთავაზებათა უარყოფა მომიხდა.”

“სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთი წლით ანუ მსოფლიოს ჩემპიონატამდე, “ლიონში” მინდოდა დარჩენა, თუმცა კაკასა და რონალდოს გვერდით თამაშის საშუალება რახან მომეცა, აზრი შევიცვალე.”

“ჩემს ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ფლორენტინო პერესმა შეასრულა. “რეალის” პრეზიდენტი ბრონში, საკუთარ სახლში მეწვია, მან ფრანგული კარგად იცის, ამიტომ გასაგებად ამიხსნა, თუ რატომ სურდა ჩემი შეძენა და მისი გეგმების შესახებაც მომიყვა. მეც ვუპასუხე, რომ “რეალში” თამაში ჩემი ოცნება გახლდათ. ასეთი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კი, ტრანსფერიც განხორციელდა.”

“ერთი სული მაქვს, როდის შევეურთდები ბიჭებს, გავივლით სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპს და როდის შედგება ჩემი დებიუტი. იმედი მაქვს, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდება. ყველა შეხვედრაში მონაწილეობა შეიძლება ვერ მივიღო, თუმცა მინდა, რომ მადრიდელ ინჩასებს ჩემი თავი, რაც შეიძლება მალე შევაყვარო.”

ინფორმაციის წყარო: SkySports.Com dle 10.1

  • niko
  • 4 ივლისი 2009
  • 2392
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)