მადრიდის "რეალი" 109 წლის გახდა

მადრიდის "რეალი" 1902 წელს დაარსდა, მთელი საუკუნე დიდების ზენიტში გაატარა და საუკუნის საუკეთესო გუნდადაც დასახელდა.


დღეს მადრიდის "რეალი" დაარსებიდან 109 წლის იუბილეს აღნიშნავს. "ბლანკოსს" საფუძველი სწორედ დღევანდელ დღეს ჩაეყარა. ამ ხნის განმავლობაში კლუბი იყო მიზნების, ნიჭიერების, ერთგულების, ტემპერამენტობის, გულშემატკივრობის, გუნდური მუშაობისა სოლიდარობის ეტალონი. მეოცე საუკუნეში კლუბმა ყველაფერი მოიგო,თუკირამის მოგება შეიძლებოდა. XXI-შიც გააგრძელა ტიტულებისკენ სწრაფვა და ჯერ მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგა, 3 "ლა ლიგა", 3 ესპანეთის სუპერთასი, ერთი ევროპის სუპერთასი და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული. ყოველივე ამით თამამდ შეიძლება იმის თქმა,რომ "რეალი"ყველა დროის საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.

მადრიდის "რეალი" გულშემატკივართა ჯგუფმა ჩამოაყალიბა. დირექტორთა საბჭო შემდეგი პიროვნებებისგან შედგებოდა: "ბლანკოსის" პირველი პრეზიდენტი - ხუან პადროს რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი - ენრიკე ვარელა, მდივანი - მანუელ მენდია,ხაზინადარები - ხოსე დე გორისტაზაგა და ანტონიო ნეირა, მარიო გირალტი და კარლოს მერტენსი. კლუბის პრეზიდენტმა ხუან პადრომ ლონდონური კლუბ "კორინთეას" მაისურების მსგავსი შეაკერინა ფეხბურთელთათვის. მადრიდისტები შემდეგნაირად იცმევდნენ მოედანზე გამოსვლისას: თეთრი მაისურები და შორტები, ლურჯი წინდები და ქუდები. შეიქმნა "რეალის" გერბიც.

მადრიდის "რეალის" საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. "მერენგებმა" 31 "ლა ლიგა", 9 ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა და კიდევ უამრავი სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ტიტული. აღსანიშნავია,რომ 50-იან წლებში "ბლანკოსმა" ზედიზედ 5-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება,რაც ჯერ ვერცერთმა კლუბმა მოახერხა. სწორედ ამის გათვალისწინებით "რეალი" მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდად დაასახელეს. იგივე ითქმის საკალათბურთო გუნდზეც. მათაც უამარვი ტიტული აქვთ მოგებული და საუკეთესონი არიან არამრტო ესპანეთში,არამედ ევროპაშიც.

მადრიდის "რეალი" ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ფეხბურთში. ევროპის თასი სწორედ "რეალის" წამოწყებით შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ასევე "ბლანკოსის" დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა "ფიფა" 1904 წელს. ყოველივე ამან "რეალი" პრესტიჟულ კლუბად გახადა და 109 წლის განმავლობაშჲ ეს პრესტიჟი კიდევ უფრო იზრდებოდა. ამის შედეგად კი 2000 წლის ნოემბერში იგი ყველა დროის საუკეთესო კლუბად დაასახელს.

ბრილიანტის ისტორიას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ქმნიდნენ: დი სტეფანო, გენტო, ფუშქაში, ბურტაგენიო, იერო, ზიდანი, ფიგუ, რაული, რონალდო, გუტი და სხვები. ახლა იგივეს აკეთებენ კასილასი, კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოის და ა.შ.


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com

სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)