ისტორიული დაპირისპირებები “ესპანიოლთან”

ისტორიული დაპირისპირებები “ესპანიოლთან”


“რეალი” და “ესპანიოლი” ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული გუნდები არიან. ორივენი უკვე 100 წელზე მეტია, რაც არსებობენ და 70 სეზონზე მეტი აქვთ გატარებული ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: ჩატარებული 150 მატჩიდან, “რეალმა” 85 მოიგო, “ესპანიოლმა” 34, ხოლო 31 შეხვედრა ფრედ დასრულდა.


ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 1929 წლის 24 მარტით თარიღდება. მაშინ, “რეალმა” მეტოქე 4-0 დაამარცხა.

მადრიდელებს “ესპანიოლის” კარში, ჯამში, 320 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო 184 გაშვებული.

1991/92 წ.წ. სეზონში, ლეო ბეენჰაკერის თავკაცობით, “რეალმა” მეტოქე 7-0-ზე გაანადგურა. გოლები ფერნანდო იერომ (4), ემილიო ბუტრაგენიომ (2) და გეორგე ჰაჯიმ გაიტანეს. იმავე სეზონის განმეორებით შეხვედრაში, სტუმრად ბარსელონაში, “ბლანკოსმა” მასპინძლები კვლავ გაანადგურა, 5-1.

ისტორიული დაპირისპირებები
ბოლო წლებში ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში, გამარჯვებულის ბედს ერთი გოლი წყვეტდა. ასე მოხდა 2006/07 წ.წ. სეზონის პირველ წრეში, როცა “სამეფო კლუბმა” “მონჟუიკზე” რუუდ ვან ნისტელროის გოლით მოიგო. ნამდვილი სპექტაკლი გამოდგა იმავე სეზონის მეორე წრეში “რეალისა” და “ესპანიოლის” განმეორებითი შეხვედრა, - “ბერნაბეუზე” კატალონიელები 2-0 დაწინაურდნენ. ნისტელროიმ სხვაობა კი შეამცირა, თუმცა პანდიანის მორიგი გოლით, პირველი ტაიმი 1-3 დასრულდა, სტუმართა სასარგებლოდ. შეხვედრის მეორე ნახევარში, რაულის, რეიესისა და იგუანის გოლებით, “რეალმა” გამარჯვება და საჩემპიონო რბოლაში მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა მაინც მოიპოვა.

ამ გუნდების ბოლო მატჩი “მონჟუიკზე” გაიმართა. “რეალმა” მატჩი 2-0 მოიგო, რაულისა და გუტის გოლებით. ეს მადრიდელთა ზედიზედ მოპოვებული მეათე გამარჯვება გამოდგა. ხუანდე რამოსის გუნდმა “ბარსელონასთან” საჩემპიონო რბოლაში ქულათა სხვაობა ოთხამდე დაიყვანა. რაც შეეხება გოლებს: გუტიმ შესანიშნავი ჯარიმით გახსნა ანგარიში, ხოლო რაულმა საჯარიმოს გარედან მოხდენილი დარტყმით საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 9 სექტემბერი 2009
  • 2943
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)