კრისტიანო რონალდო: 94 მილიონი ჩემი რეალური ფასია



დღეს მარკამ კრისტიანო რონალდოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პორტუგალიელმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.


“ჩემი აზრით, 94 მილიონი ევრო ჩემს რეალურ ღირებულებას სამართლიანად ასახავს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” ამ სატრანსფერო თანხაზე ჩემსდა დამოუკიდებლად შეთანხმდნენ.”

“დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის დიდი ღირებულება აქვთ. თუ შენ გინდა, რომ მან შენს გუნდში ითამაშოს, მაშინ უნდა ადგე და მისი რეალური ღირებულება გადაიხადო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ვარ. “რეალმა” ჩემში ამხელა თანხა იმიტომ გადაიხადა, რომ მათ რონალდოს შეძენა ძალიან სურდათ და თანხის გადახდაც ამიტომ არ დაიზარეს.”

“ახლა ისღა დამრჩენია, რომ მომდევნო სეზონს სრული სერიოზულობით მივუდგე, ბევრი ვივარჯიშო და დავამტკიცო, რომ ასეთი სოლიდური თანხის გადახდით და ჩემი შეძენით, “რეალის” ხელმძღვანელებმა მართებული გადაწყვეტილება მიიღეს.”

“ზეწოლის ქვეშ თამაშს უკვე დიდი ხანია შეჩვეული ვარ. ამ მხრივ მშვიდად ვარ. ზოგადად, სატრანსფერო ღირებულებაზე სულ არ ვფიქრობ, ნამდვილად არ მოქმედებს ჩემზე ის თანხა, რომელიც
“სამეფო კლუბმა” ჩემს სანაცვლოდ გადაიხადა.”

“პერესს ამბიციური გეგმები აქვს. მან უკვე იყიდა მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, “რეალში” იმაზე უფრო დიდი ზეწოლა მელის, ვიდრე ეს “იუნაიტედში” იყო. თუმცა ეს ჩემთვის უბრალოდ ახალი გამოწვევაა და მეტი არაფერი.”

“ესპანეთის ჩემპიონატი პრემიერლიგისგან ძალიან განსხვავდება, როგორც კლუბების სიძლიერით, ასევე ფეხბურთელთა კვალიფიკაციით. ეს უფრო მეტ მოტივაციას მმატებს. ბევრს ვიმუშავებ და “სამეფო კლუბთან” ერთად უამრავ ტიტულს მოვიგებ.”

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • niko
  • 4 ივლისი 2009
  • 2607
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)