დიეგო ლეონის დაკარგული სამოთხე

დიეგო ლეონის დაკარგული სამოთხე
გავიდა ათი წელი, მას შემდეგ რაც ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაშინ 3-მა ბიჭმა-"მადრიდიდან", "ბარსასა" და "ატლეტიკოდან", შექმნეს შეტევის ტრიო.. ამ ბიჭებს მაშინ ბევრი უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმას, რომელიც "ბარსელონიდან" იყო, ახლა ყველა სტადიონზე უკრავენ ტაშს და მან ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. მეორემ ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, მისი ნიჭი კი 58 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მესამე კი, "მადრიდელი", შარშან გერმანიის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გუნდში გადავიდა..


როდესაც "მადრიდის კანტერანო დიეგო ლეონს (პედრო ლეონთან მას არაფერი აქვს საერთო), შეუსრულდა 17, მისი თაობის ბევრ ბიჭს მისი შურდა. და ამის მიზეზი ნამდვილად იყო : უტექნიკურესი ბავშვი გამოირჩეოდა თავისი ნიჭით და ითვლებოდა "მადრიდული" კანტერის მთავარ იმედად, იგი 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი იყო და 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; იგი გამოირჩეოდა თავისი პოპულარობით გოგოებს შორის. მაგრამ ერთხელ ყველაფერი შეიცვალა. ახლა, როდესაც მისი ახალგაზრდული ნაკრების პარტნიორები მსოფლიო მწვერვალებს აღწევენ, დიეგო "ვაკერში" გადავიდა.

ფერმკრთალი და პატარა ლომი

საქმე იმაში სულაც არ არის, რომ დიეგოს ისტორია არაჩვეულებრივი ან მიუჩვეველია. სინამდვილეში ის ჩვეულებრივი იყო, ისეთივე, როგორიც მსოფლიოში უამრავ დამწყებ ფეხბურტელს აქვს. მისი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც დიეგო ლეონი მაგიკური შეტევის ტრიოს ერთ-ერთი ნაწილი იყო და მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად: თუ ზემოთ, პირველი ორი ფეხბურთელის აღწერის წაკითხვისას, ვინმე ვერ მიხვდა ვიზე იყო საუბარი, უნდა ითქვას,რომ ისინი რა თქმა უნდა-ანდრეს ინიესტა და ფერნანდო ტორესი იყვნენ. მაშინ პატარა ლეონი (ლომი) იყო მუქი ბიჭი ჟონგლიორის მეტსახელით.. იგი დიეგო მარადონას ნიჭის უდიდესი გულშემატკივარი იყო.. მოედანზე მამაცი, მის გარეთ კი სასიამოვნო.. მაისურზე ულამაზესი 10-ი ეხატა. მისი ფეხბურთი არ იყო მუდმივი, იგი ფინტების უდიდესი არსენალის პატრონი იყო. მისი თვალები განსაკუთრებულად ბრწყინავდა, როდესაც ბურთი მის ფეხებთან იყო. იგი ვერ იტანდა ხალხს, რომლებიც ფეხბურთს ფულის გამო თამაშობდნენ. იგი ვერ იგებდა ფეხბურთის აზრს მისი სიყვარულის გარეშე..

ალბათ თქვენ უკვე საკმაოდ გაიგეთ მის შესახებ ზემოთ წაკითხულიდან.. უმძიმესმა ტრავმამ დაასვა დაღი მის უდიდეს მომავალს, მაგრამ სინამდვილეში, იგი ჯანმრთელი იყო. დიახ, 2003 წელს მან ფეხი მოიტეხა "რეალ მადრიდ C"-ში თამაშისას, მაგრამ 2001 სა და 2003 წელს შორის გამოჩნდა მაგიკური ტრიოს სამი ფეხბურთელის განვითარების დონე და კლუბების პატივისცემა მათ მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ 16 წლამდელთა ჩემპიონატზე სამივე ფეხბურთელი თანაბრად ნიჭიერი და საინტერესო იყო საფეხბურთი სპეციალისტებისათვის. მაგრამ მაშინ, როდესაც "ატლეტიკო" ხვდებოდა რომ ტორესი სიმბოლო გახდებოდა და ეგრევე მისცა მას ადგილი სასტარტოში, "ბარსა" კი ნელ-ნელა აძლევდა საშუალებას მთავარ გუნდში ყოფნის თავის ფერმკრთალ ახალგაზრდას.. ამ დროს, "მადრიდი" ჩამჯდარი იყო გალაქტიკურ კრაისერში, რომლიდანაც რთული დასანახი იყო კანტერას ნიჭიერი ფეხბურთელები.. მიუხედავად "პავონები" და "ზიდანების" პოლიტიკისა, დიეგო ლეონს არ მიეცა საშუალება მთავარ გუნდში მატჩების ჩატარების. თან ეს მაშინ, როდესაც პირველ გუნდში გამოცდილნი იყვნენ ნაკლებად ნიჭიერი კანტერანოები..

დიეგო ლეონის დაკარგული სამოთხე


17 მატჩი განაცხადის მიღმა

და ეს მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ლეონი თავდაპირველად ვისენტე დელ ბოსკეს საყვარელი ფეხბურთელი და მისივე აღმოჩენა იყო. უკვე 16 წლისას იგი ხშირად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად (ძირითადად მაშინ, როდესაც მთავარი გუნდის ძირითადი ბირთვი ნაკრებებში იყო დაშლილი). მას 20 წელი შეუსრულდა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ტერსერას გუნდში თამაშობდა და ძალიან იშვიათად ხვდებოდა "რეალ მადრიდ B"-ში. ერთხელ, იგი 17 (!) მატჩის განმავლობაში ვერ ხვდებოდა "რეალ მადრიდ B-"ს განაცხადში. დიეგოს ვერ (არ) თამაშის მიზეზს არავინ ამჟღავნებდა.

2005-06 სეზონის დასაწყისში მან საკუთარი ნომერი მიიღო პირველ გუნდში, მაგრამ სკამზე დალპობა მისთვის მიუღებელი იყო. ასე რომ იგი კლუბს გაესაუბრა და იჯარით წავიდა "არმინიაში", თავის წარმოჩენის სურვილის მიზნით. შესაძლებელია მან ნამეტნავად შეაფასა თავისი შესაძლებლობები, რადგან მისი 170 სანტიმეტრი და სათამაშო სტილი არ მოერგო იმ კლუბს. წელიწადნახევარში მან 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თითქმის ყველაში შეცვლაზე შემოდიოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიეგო ლეონს შეუძლია თქვას, რომ გერმანიაში მისი ცხოვრების სიყვარული აღმოაჩინა. ეს კი უკვე რაღაცაა..

ამის შემდეგ დიეგოს ამოეწურა კონტრაქტი "რეალთან" და ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდი თავისუფალი აგენტის რანგში დატოვა, მან კარგ ვერაფერს მიაღწია, მაგრამ მსოფლიო მოინახულა. იყო იგი შვეიცარიულ "გრასცოპერსში", "ინგლისურ "ბარნსლიში" (იქვე იყო მისი ვარკსვლავური საათი, როდესაც "ენფილდზე", ინგლისის თასის შეხვედრაში მისმა გუნდმა "ლივერპული გამოთიშა ასპარეზობიდან 1-2), ასევე მან "ლას-პალმასში" ჩაატარა მთელი წელი სკამზე ჯდომმა (იქვე მას თავდაპირველად ეძახდნენ "ვარკსვლავსა და ფენომენს") არსად იგი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებულად, რის შედეგადაც 27 წლის ნახევარმცველი ამ წლის დასაწყისში საერთოდ უმუშევარი დარჩა.

ყოველ წელს დიეგო ლეონი იღებდა წინადადებას მშობლიური "პალენსიიდან", მაგრამ ამ ზაფხულს იმათაც დაივიწყეს მის შესახე. დიეგო იყო სინჯებზე (უშედეგოდ) რამოდენიმე გერმანულ კლუბში, ალბათ უფრო იმისათვის, რომ ცოლის სამშობლოში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ, იგი მესამე დივიზიონის გუნდ "ვაკერში" ჩაირიცხა, რომელსაც ცნობილი მარიო ბასლერი წვრთლის (და რომელიც 15-ე ადგილზე იმყოფება).. ეს ყველაფერი ამა წლის იანვარშ მოხდა. ამ წუთისათვის დიეგომ გუნდის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.. dle 10.1

  • n1ka
  • 3 მარტი 2011
  • 2504
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)