გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)

ადრე შემოგთავაზეთ ეს სტატია, ბევრს ალბათ დაავიწყდა, მაგრამ დღეს გადავწყვიტე ამ სტატიის ხელახლა დადება. თუ რატომ ამას სტატიის ბოლოში ნახავთ...


"..იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა მე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ. მე სულ ამას ვამბობდი: თუ ამის საშუალება იქნება, მზად ვარ მაგ მაისურისთვის ცხოვრებაც გავიღო, ვინაიდან ეს ჩემი ოცნებაა. ჯერჯერობით არ გამოვუძახებივართ, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა და მე მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ ვარჯიშს მანდ მოსახვედრად..."


ნაბიჯი 1: საფეხბურთო ოჯახი


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"... ჩემი ოჯახი სუფთა საფეხბურთო ოჯახია, ჩემი ძმის გარდა, რომელიც ჯერჯერობით სკოლაში სწავლობს. ჩემი სამი ძმა-ფეხბურთელია, მამაჩემი ფეხბურთელი იყო, მეც ფეხბურთელი გავხდი. ჩემი აზრით, იმ საფეხბურთო გარემომ, რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ წარმატებებზე, რასაც მივაღწიეთ. მე საფრანგეთის ქალაქ ბრესტში დავიბადე. მამაჩემი მანდ თამაშობდა ფეხბურთს. მაგრამ შემდეგში არგენტინაში გადავედით, მაშინ მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლის ვიყავი. მუდამ ვგრძნობ ოჯახის მხრიდან მხარდაჭერას და ამიტომაც გამომდის ყველაფერი ასე ადვილად. მშობლები ჩემთან ერთად ცხოვრობენ მადრიდში. ისინი მორალურად სულ ჩემს გვერდით არიან. ძალიან დიდი მადლობლები ვართ დედაჩვენის, ვინაიდან ჩვენი გაზრდა არც თუ ისე ადვილი იყო..."

ნაბიჯი 2: მამა. უფროსი პიპა.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"... მამაჩემი ფეხბურთით ცხოვრობს. მან მასწავლა , თუ როგორ ავუარო გვერდი იმ შეცდომებს, რომლებიც მან წარსულში დაუშვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი კარიერის დასაწყისში. ყოველთვის ხუმრობენ, რომ ჩვენ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს–საფეხბურთო გაგებით. ის მუდამ ჩვენთან ერთად თამაშობდა, როგორც ნორმალურ მამას შეეფერება. მასთან მუდამ ახლოს ვიყავი, ვცდილობ მისგან ბევრი რამე ვისწავლო, რათა ჩემი კარიერაც ისე ავიწყო, როგორც მას ქონდა თავის დროზე. მას არგენტინულ ფეხბურთში შესანიშნავი კარიერა ქონდა, ერთი წელი მან საფრანგეთში გაატარა. მამა მუდამ მხარს გვიჭერდა და კარგ რცევებს გვაძლევდა. მე ყველაზე უკეთ ვიცი, რა გავაკეთე ცუდი და რა კარგი. თუ ესე არ მოხდა, მაშინ მე მამა მყავს, რომელიც ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბევრი რამე გამოიარა და ის მეუბნება, რაში შევცდი და რაში არა. ასევე მირჩევს, თუ რა უნდა შევცვალო. მუდამ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და სულ წინსვლაზე ვიფიქრო. ასევე მირჩევს, გუნში ისეთივე ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ. ეს ყველაფერი მე თვითდაჯერებულობას მმატებს..."

ნაბიჯი 3: დასაწყისი. "რივერ–პლეიტი"


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...ფეხბურთით სკოლაში დავკავდი. ამის შემდეგ, შვიდი წლის ასაკში "რივერ პლეიტის" ფეხბურთელი გავხდი. სწორედ იქ დაიწყო ჩემი კარიერა. სწორედ იქ გადავდგი პირველი ნაბიჯი იმ ტრამპლინისკენ, რომელმაც ბოლოს "მადრიდის რეალში" მომიყვანა. .."

"...საწვრთნელი ვარჯიშების შემდეგ, "რივერ პლეიტში" ერთხელ მე მითხრეს, რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება "მადრიდის რეალს" სურდა. ამისთვის ყურადღებაც არ მიმქცევია, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ეს მორიგი ჭორი იყო. ჩემთან ერთ–ერთი ესპანური გაზეთის ჟურნალისტი მოვიდა ინტერვიუს ჩასაწერად. ინტერვიუს პროცესში მან თქვა, რომ აბსოლიტურად იყო დარწმუნებული "მადრიდის რეალის" სურვილში ჩემთან კონტრაქტის გაფორმებაზე. აი, ეს იყო ის, თუ რაც მოხდა..."

"...ამჟამად მე თვალს ვადევნებ "რივერს", ვინაიდან ამ კლუბის ღირსებას ვიცავდი. ვწუხვარ, რომ ისინი მოწინავე პოზიციებზე არ არიან. შესაძლოა ერთხელაც დავბრუნდე "რივერში". ეს მომავალში, ამჟამად კი "რეალში" ბევრი საქმე მაქვს დარჩენილი..."

ნაბიჯი 4: მადრიდი. პირველი სეზონი.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...პირველი სეზონი არც თუ ისე კარგი იყო. მე ძალიან ბევრი გამოუყენებელი მომენტი დამიგროვდა, ამან იმაზე დამაფიქრა, რომ ადრე თუ გვიან შედეგი მაინც მოვიდოდა..."

მე ცნობადი ფეხბურთელის სახით სულაც არ მოვსულვარ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მაგრამ ეს გამოწვევა მომეწონა. შესანიშნავი იქნებოდა, თუ დავამტკიცებდი, რომ ჩემი ტრანსფერი შეცდომა არ იყო. ჩემთვის არავის არაფერი არ უჩუქებია. ძალიან ახალგაზრდა მოვხვდი ესპანეთში. დამაჯილდოვეს იმ ჯილდოთი, რასაც კრიტიკა ქვია, ვინაიდან გოლები ვერ გამქონდა. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მუდამ კონცენტრირებული ვიყავი და საქმე ნელ-ნელა გამოსწორებისკენ წავიდა. არაფერს არ ვნანობ და მოხარული ვარ, რომ მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ყოველთვის "მადრიდის რეალის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად გახდომისთვის ვიბრძოდი, ეს კვლავ რჩება ჩემს მთავარ მიზნად..."

"...მე ჯერ კიდევ ვუყურებ "ესპანიოლთან" თამაშს, როგორც გადამწყვეტ შეხვედრას ლიგის მოგებაში. ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით , რომ მიუხედავად იმისა, თუ რაც მოხდა, აუცილებლად უნდა გავიდეთ მოედანზე და ყველაფერი შევცვალოთ, ვინაიდან დიდი ხნის ჯაფა და შრომა ლა ლიგის მოგებისთვის შესაძლოა წყალში ჩაყრილიყო. მაშინ ჩვენ ვანახეთ ერთსულოვნება და როცა მეოთხე გოლი გავიტანე, თვალები ცრმელებით ამევსო-ყველაფერი ისე ლამაზი და მშვენიერი იყო..."

პირველ სეზონში გონსალომ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემის გამოცხობა მოახერხა. რა თქმა უნდა, მას სულაც არ გაუმრათლებია გულშემატკივართა მოლოდინი.

ნაბიჯი 5: მადრიდი მეორე სეზონი


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...მაშინ როცა, მე ლუბისთვის წარმატების მოტანას ვცდილობდი, ეს არ გამომდიოდა, ძირითადად იმის გამო,რომ ძალზედ მონდომებული ვიყავი..."

"...ფორვარდისთვის ძნელია, როცა გოლი ვერ გააქვს. მაგრამ მე არ მეშინოდა, ვინაიდან მქონდა იმის საშუალება , რომ გოლი გამეტანა. გეთანხმებით, გოლმა, რომელიც გავიტანე და რომელმაც ტიტული მოგვაგებინა იმოქმედა ყველაფერზე, მაგრამ ის, რამაც ჩემი უიღბლობა შეცვალა იყო ჩემი სურვილი, რომ მუდამ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებისკენ ვისწრაფოდი..."

მეორე სეზონი გონსალოსთვის უფრო წარმატებული გამოდგა.34 თამაში, 9 ფოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ნაბიჯი 6: გადამწყვეტი გოლი "ოსასუნას" კარში.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"... მოედანზე მუდამ იმ მონდომებით გამოვდივარ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო შეხვედრა ჩავატარო. ზოგჯერ ოცნებების ნაწილი კარგად მიხდება, ზოგი კი ცუდად. მადლობა ღმერთს, რომ ის შეხვედრა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან მე კლუბთან ერთად გამარჯვებას მივაღწიე და ჩემი ოცნებებიც ახდა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, მათ გარეშე ვერაფერსაც ვერ მივაღწევდი..."

არსებობს იგუაინი 4 მაისს პამპლონაში მომხდარ წარღვნამდე და არსებობს იგუაინი მის მერე. მან მოიტანა ის , რისი წყალობითაც ორი კვირის თავზე კლუბი საკუთარი ავტობუსით სიბელესზე მიემართებოდა. მან იმ მომენტში საბოლოოდ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება.

ნაბიჯი 7: მადრიდი. მესამე სეზონი


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...კარგი იქნებოდა, თუ სეზონს 20 და მეტი გოლით დავასრულებდი, ვინაიდან პირველ სეზონში მხოლოდ ორი გოლი გავიტანე, მეორეში 8 თუ ცხრა, აი, 20 გოლი მესამე სეზონში უკვე რაღაც ძალიან კარგი იქნებოდა ჩემთვის... ამჟამად ყველაფერი მაგრად გამომდის..."

"...20 კარგი და ლამაზი რიცხვია. სეზონის დასაწყისში სულ ფიქრობ , რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანო. ამჟამად ყველა მათგანს კლუბისთვის დახმარება მოაქვს..."

არგენტინელმა თავდამსხმელმა მონაწილეობა 44 შეხვედრაში მიიღო 2008-2009 წლებში და 24 გოლი გაიტანა.

"... მე მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ის ჯაფა და შრომა, რაც გავიღე დამიფასდა, მე აღიარება მოვიპოვე. იმედი მაქვს, ამ უნიკალურ გულშემატკივრებს კიდევ უფრო გავახარებ..."

ნაბიჯი 8: იგუაინის პოკერი


"...4 გოლის გატანის შემდეგ ენითაღუწერელ სიხარულს ვგრძნობდი. ამდენი გაიტანო და ისეთ კლუბში , როგორიც ესაა, არც თუ ისე ხშირად ხდევა. ამასთან კიდევ , ასე რთულ შეხვედრაში...."

"მალაგას" კარში შესულებული პოკერის შემდეგ იგუაინი მეორე არგენტინელი გახდა, რომელმაც ეს მაოხერხა. პირველი ალფრედო დი სტეფანო იყო. გონსალო კლუბის ისტორიაში მეათეა, ვინმაც ეს მაოხერხა. პიპიტა კლუბის ისტორიაში შევიდა.

ნაბიჯი 9: მადრიდის პიჩიჩი და "ვერცხლის კარაველა"


იგუაინმა მესამე სეზონი 24 გატანილი გოლით, როგორც "მადრიდის რეალის" საუკეთესო გოლეადორმა ისე დაასრულა. ის საუკეთესო ასისტენტი იყო კლუბში , მას საერთო ჯამში 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

"მადრიდის რეალის" არგენტინელმა თავდამსხმელმა "la Caravela de Plata" –ს ("ვერცხლის კარაველა") ჯილდო მიიღო, ესპანურ ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნაბიჯი 10. იგუაინის თეთრი გული.


"..."მადრიდის რეალი" მუდამ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის. ამ კლუბს ბოლო წუთამდე სჯერა, რომ შეუძლია კიდევ ერთხელ იზეიმოს სიბელესზე...მე ვიცი, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და აქ არც თუ ისე ბევრს მისცემია თამაშის შანსი 20 წლის ასაკში. ჩვენ ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი ვართ მსოფლიოში და ეს გვავალდებულებს კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. "რეალის" ცოდნა–ეს სიმბოლოა, რომელიც ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ..."

"მე მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. მადრიდში თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, რომ სწორედ "რეალის" შემადგენლობაში მივაღწიო წარმატებებს. მინდა თეთრი ფორმა კიდევ დიდხანს ვატარო. მე აქ ბედნიერი ვარ..."

"..."მადრიდის რეალიდან" მხოლოდ მაშინ წავალ, როცა მეტყვიან: "ჩვენ აქ არ გვჭირდები, შეგიძლიათ ახალი კლუბი მოძებნოთ." თუ ასეთი რამ არ მოხდება, არსად არ წავალ.
ჩემი კონტრაქტი 2013 წელს იწურება. მინდა, კიდევ დიდხანს დავრჩე..."

ნაბიჯი 11: "ბერნაბეუს" მხარდაჭერა


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...გოლის გატანაზე უკეთესი არაფერია. განსაკუთრებით, როცა ამას საშინაო არენაზე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე აკეთებ..."

"...ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა გოლი გამაქვს, მითუმეტეს, მაშინ როცა ამას აქ ვაკეთებ. ამაზე სულ ვოცნებობ. მას შემდეგ, რაც კლუბში მოვედი, მსურს, რომ გავხდე ისეთი ადამიანი, რომელიც გულშემაკივრებთან ერთად ერთიანია. დღესდღეობით აქ მოსვლას სულაც არ ვნანობ, მე ვხედავ ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას..."

არგეტნინელის მთავარი მოკავშირეები "სანტიაგო ბერნაბეუს" გულშემატკივრები არიან. მან აქ თექვსმეტი გოლი გაიტანა.

ნაბიჯი 12. სამწვრთნელი შტაბის ნდობა.


"... მხოლოდ და მხოლოდ სამწვრთნელი შტაბის ნდობა და მოედანზე მუდმივმა გამოსვლამ "მაიძულა" მე, როგორც ფეხბურთელი მუდამ გავზრდილიყავი..."

"...პროგრესი მუდამაა, როცა არის ადგილი მოთმინებისთვის... წარმატების მთავარი შემოქმები ნდობაა. "

ნაბიჯი 13. რაული.


"...მოხარული ვიქნები თუ იმის ნახევარს მაინც მივაღწევ, რასაც რაულმა მიაღწია. ის უკვე ლეგენდაა. თუ მასთან მიახლოებას მაინც შევძლებ, ძალზედ გახარებული ვიქნები..."

"...მე მას რჩევებს არ ვეკითხები. იმითაც მოხარული ვარ, რომ მის თამაშს ვუყურებ. ვფიქრობ მისი საქციელის თვალყურის დევნებით უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე მისთვის რჩევების კითხვით მოვახერხებდი. გასაოცარია, თუ როგორ არ ეტყობა მას ასაკი და მიუხედავად ამ წლოვანებისა სულ მუდამ წინსვლისთვის და წარმატებისთვის იბრძვის, ამის შემხედვარეს შეუძლებელია შენ უფრო მონდომებით არ მიუდგე საქმეს..."

"...ის გენიალურია. მისი ყურებით უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე მასთან ლაპარაკით. ის ძალიან მორიდებულია მიუხედავად იმისა, რომ მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან ბევრ შრომობს. ახალი თავდამსხმელები მუდამ ჩნდებიან, მაგრამ ის მუდამ აქ არის. ეს წარმოუდგენელი და გასაოცარია...მასთან ერთად თამაში პრივილეგიაა..."

"...გაოცებული ვარ იმით, რომ მიუხედავად იმ რეკორდებისა, რომლებიც მან დაამხო, მიუხედავად იმი აღიარებისა , რომელიც მან მიიღო და მიუხედავად ყველაფრისა , რასაც მან მიაღწია, ის მუდამ გამარჯვებაზეა დაგეშილი....ეს გასაოცარია..."

ნაბიჯი 14. იგუაინის ღირებულებები.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯხაი და მეგობრებია. ყველაფერი მავიწყდება, როცა მათ გვერდით ვარ და იმედი მაქვს ისინი ჩემს გვერდით დიდხანს იქნებიან. ესაა ის, რაზეც მე უარს არასდროს არ ვიტყვი. ოჯახი–ჩემი სისხლია. ჩემი მეგობრები-ჩემი განძია. რაც არ უნდა მოხდეს, ისინი მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან..."

"...მე 21 წლის ავრ და ვცდილობ ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო. ყოველთვის ვიბრძვი. წინსვლა მიყვარს და მომწონდა, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. ოპტიმიზმი და იმედი-ესაა ის, რასაც მე არასდრის არ დავკარგავ..."

ნაბიჯი 15. ელ კლასიკო. იგუაინის ცრემლები.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...ეს რთული მატჩი იყო. ჩვენ უბრალოდ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. კატალონიელებს ამჟამად ბრწყინვალე სეზონი აქვთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე პრესტიჟი აღვიდგინოთ..."

"...ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა და აუცილებელია ეს იცოდე..."

... ამბობენ, იმ საღამოს "ბერნაბეუდან" წასვლისას იგუაინს ცრემლების შეკავება უჭირდა...

ნაბიჯი 16. მადრიდი. მეოთხე სეზონი. "გალაქტიკო".


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...აქ მუდამ ლაპარაკობენ მომსვლელთა და წამსვლელთა შესახებ. მთავარი ყველაფერი მშვიდად მიიღო და იცოდე, როგორ შეხედო ამ ყველაფერს. მე მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ამისგან სიამოვნებას ვღებულობ. ვფიქრობ, ჩემი პარტნიორები შესანიშნავები არიან..."

"...ყველანაირად ვეცდები და ვიბრძოლებ ძირითადში ადგილის დასამკვირდებლად. თიტოეულ მათგანთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ვინაიდან ისინი ბრწყინვალენი არიან. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ "სამეფო კლუბის" რიგებში გამოვდივარ. ჩემი მიზანი-უფრო მეტი შრომა, რომ მოედანზე დარცენის წუთენი უფრო გავზარდო. კლუბში მოსვლის დღიდან, მუდამ სირთულეებს ვაღწევდი, მაშინ ხელები არ ჩამიქნევია და არც ეხლა არ ვაპირებ თავის დანებებას. მინდა, რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო და "მადრიდის რეალს" უფრო დავეხმარო..."

ნაბიჯი 17: მე "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი ვარ.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...მე ჩემ თავს მხოლოდ აქ ვხედავ. კონტრაქტი 2013 წლამდე მაქვს. ჯერ მხოლოდ 21–ის ვარ. 3 წელია, რაც აქ ვთამაშობ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ეს სეზონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის გამო. მინდა "რეალთან" ერთად ტიტულების მოპოვება გავაგრძელო. თავს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელად ვგრძნობ და ვეცდები მწვრთნელი დავარწმუნო, რომ შემიძლია ამ გუნდში თამაში. ესაა ის, რაზეც მე ეხლა ვფიქრობ. გავიღო მაქსიმუმი და დავარწმუნო ხალხი..."

ნაბიჯი 18: შემთხვევითი შეხვედრა მარადონასთან.


"...არ ვიცოდი, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები მადრიდიდან რუსეთში გაფრინდა, როცა ისინი დავინახე ძალიან გამიხარდა, მეგობრებს მივესალმე, მწვრთნელსაც. გამიხარდა, რომ მარადონა გავიცანი და მასთან რამოდენიმე წუთი ვილაპარაკე. მასთან პირისპირ არასდროს მისაუბრია. ეს ჩვეულებრივი საუბარი იყო..."

ნაბიჯი 19: პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.


"...ჩვენ საკუთარი უპირატესობა უნდა გამოგვეყენებიან პირველი ნახევრის შემდეგ... მთავარი იყო ის, რომ კარგად დავიწყეთ და მოვიგეთ..."

"ეს შეხვედრა ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. მეტოქისთვის არ უნდა გვეცლია ჩამორჩენის აღმოფხვრა."

ნაბიჯი 20. საათმაც ჩამოკრა.


გონსალო იგუაინი-20 ნაბიჯი ოცნებამდე (RE-post)


"...არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დიეგო მარადონამ გამოაქვეყნა იმ 18 ფეხბურთელთა სია რომელიც მას დაეხმარებოდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარცევ ეტაპზე პერუსა და ურუგვაის წინააღმდეგ. მთავარი მოულოდნელობა კი "მადრიდის რეალის" თავდამსხმელის გონსალო იგუაინის გამოძახება გახლდათ..."

"...ეს ჩემი სახლია. ეს ოცნებაა, ეს ყველაფერი. როცა არგენტინას სახელი მესმის, ტანში ჟრუანტელი მივლის..."

"...ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემთვის დიდი პატივია არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. ეს თიტოეული ფეხბურთელისთვის უნიკალური შანსი და წარმატებაა..."

"...არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში ჩემი სიტუაცია ბოლომდე ნათელია, ამიტომაც ამ გამოწვევას დაველოდები..."

"...კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ. ვოცნებობ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. სულ ამაზე ვფიქრობ. ესაა ქვეყანა, სადაც მე გავიზარდემ..."

"...ჩემი გული არგენტინას ეკუთვნის, ამიტომაც სულაც არ ვნანობ, რომ ეს ნაკრები ავირჩიე. იმედი მაქვს, დიეგო მარადონას გუნდის მუდმივი წევრი გავხდები. ამისთვის ბევრს ვმუშაობ.ადრე თუ გვიან დიეგო ნახავს, რომ ესპანეთში არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გაიღებს ამ ნაკრებისთვის..."


_____________________________________________________________________________________
დღეს ის კვლავ თავის ”სტიქიაშია” ... ისევ ბრძოლა, ისევ უსამართლობა, ისევ შეურაცხყოფა სხვადასხვა ტიპისა და გაქანების ”გულშემატკივრებისგან”, მიუხედავად ამისა, კვლავ ბოლომდე ბრძოლა, კვლავ თავდადება , კვლავ თავგანწირვა ”თეთრი ფერისთვის” , კვლავ სიყვარული თითოეული ამ ”გულშემატკივრის”, კვლავ ცრემლები გადამწვეტი გოლის დროს, კვლავ ამღერებული ”სანტიაგო ბერნაბეუ”, რომელიც ”წასულ” იგუაინს დარჩენას თხოვს, მაგრამ ის არსადაც არ არის წამსვლელი, ვინაიდან მის გული ხომ ”თეთრად ძგერს”, მისი გული ხომ თეთრია...

დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც გონსალო პიპიტა იგუაინია , ”თეთრი” მებრძოლი, ”თეთრი” სულის პატრონი, ”თეთრი” ღირსებისა და ღირებულებების მქონე, ”თეთრი” ფერის მცველი, ”თეთრის” ბოლომდე გამტანი... დღეს მას 25 წელი შეუსრულდა... მისი ერთი ოცნება ასრულებულია , ეროვნულ ნაკრებში თავისი ადგილი აქვს, მეორე ოცნება კი კვლავ ბრძოლის ფასად უჯდება, მაგრამ რომ არა მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის ბოლომდე ბრძოლა, მას ნამდვილად არ შეიყვარებდა ”სანტიაგო ბერნაბეუ” ასე, ხოლო ”სანტიაგო ბერნაბეუს” რომ ადვილად არავინ არ უყვარდება, ეგ ყველასთვის ცნობილია.

კიდევ ერთხელ, დაბადების დღეს გილოცავ პიპიტა...



პ.ს. სტატია ეძღვნება ანი ალონსოს smile
dle 10.1

  • shvela
  • 9 დეკემბერი 2012
  • 5542
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)