ხაბი ალონსო: ასეთ ძლიერ გუნდში არასდროს მითამაშია

ხაბი ალონსო: ასეთ ძლიერ გუნდში არასდროს მითამაშია


Goal.com-თან ინტერვიუში, ხაბი ალონსომ თავის ახალ კლუბსა და თანაგუნდელებზე ისაუბრა.


“ჩემს კარიერაში ახალი ერა დაიწყო, თუმცა არც ძველის დავიწყება შეიძლება. “ლივერპულის” ხელმძღვანელებსა და ფანებს უდიდეს მადლობას ვუხდი. მათ ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდი როლი შეარულეს.”

“რეალი” ყველა ფეხბურთელს იზიდავს. მათ შორის მეც აღვმოჩნდი. მახსოვს, როცა “ლივერპულში” გადავედი, მაშინ ინგლისელთა ახალ პროექტზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამებადა. თუმცა “რეალის” ამჟამინდელი პოტენციალი ინგლისელთა მაშინდელ სურვილებსა თუ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.”

“ასეთ ძლიერ გუნდში აქამდე არ მითამაშია. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა თავიანთი დავალება კარგად იციან. თითოეულ მათგანს საკუთარი მოვალეობა აკისრია. ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი, როცა მოედანზე კაკასთან, რონალდოსთან, ბენზემასა და რაულთან ერთად, ერთი გუნდის ღირსებას ვიცავ.”

“პრემიერლიგაში ამდენწლიანი ასპარეზობის შემდეგ, ლა ლიგასთან შეგუება შეიძლება გამიჭირდეს კიდეც. განსხვავებით ინგლისისაგან, აქ ფეხბურთი დინამიური არ არის, რის გამოც, არ არის გამორიცხული, ადაპტაცია კრისტიანოსაც გაუგრძელდეს. თუმცა ის იმდენად სრულყოფილი და მაღალი დონის ფეხბურთელია, რომ არა მგონია, პრობლემები შეექმნას.”

“წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს 5 წელია, ვერ გავცდით. წელს კი, ამ ტურნირზე აუცილებლად ოქროს მედლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თანაც, ფინალი ხომ “ბერნაბეუზეა”, რაც ჩვენთვის მოტივაციის დამატებითი წყაროა.”

“ბარსელონას” არ უნდა შევედაროთ. ყველა კითხვას სეზონის ბოლოს გაეცემა პასუხი. კატალონიელთა და სხვა მეტოქეების თამაშზე კონცენტრაცია არ უნდა მოვახდინოთ. ჩვენი მიზანი მაქსიმალური შეთამაშების შედეგად მიღებული გამარჯვებებია, რომელთაც ტიტულები აუცილებლად მოჰყვება.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 8 სექტემბერი 2009
  • 1807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)