კაკა, ლეგენდარული მაისურის მემკვიდრე
დიდი, ამანსიო, მიჩელი, შუსტერი, მიატოვიჩი... და ახლა უკვე კაკა. ბრაზილიელი “სამეფო კლუბში” 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ამ ნომრით “რეალის” არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია.
8 ნომრის ერთ-ერთი პირველი მფლობელი, ბრაზილიელი ფეხბურთელი, დიდი გახლდათ, რომელიც “რეალში” 1959 წელს მას შემდეგ გადაბარგდა, რაც 1958-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელმა, დი სტეფანოსა და პუშკაშთან ერთად, ძალიან მრისხანე თავდასხმის ხაზი შექმნა.
ამ ნომრის მორიგი ლეგენდარული მფლობელი, ამანსიო ამაროა. ამარო “რეალში” 1962 წელს მივიდა, “დეპორტივოდან” და “სამეფო კლუბში” 14 სეზონი დაჰყო. თავიდან ის 7 ნომრით ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ, 8-იანი გახდა. სწორედ კაკას ამჟამინდელი ნომრით მოიგო მან 1966 წელს ჩემპიონთა თასი, - ფინალში ბელგრადის “პარტიზანი” “რეალმა” სწორედ ამანსიოს გენიალური გოლით, მინიმალურად (2-1) დაამარცხა.
ამანსიოს შემდეგ, “რეალში” 8 ნომერს ბევრი მოთამაშე ატარებდა, თუმცა მათგან საუკეთესო უდავოდ მიჩელი იყო. მიჩელი “რეალის” კანტერის აღზრდილია, მისი დებიუტი “სამეფო კლუბის” მთავარ გუნდში 1982 წელს შედგა. მიჩელმა “რეალის” ღირსება 12 სეზონის განმავლობაში დაიცვა. “სამეფო კლუბი” უამრავი ტიტულის მოგების შემდეგ, ის მექსიკურ “ატლეტიკო სელაიაში” გადაბარგდა, სადაც კარიერის უკანასკნელი სეზონი დაჰყო.
კაკას 8 ნომრით ადრეც უთამაშია. ეროვნულ გუნდში ის სხვადასხვა დროს 7, 8 და 10 ნომრით ასპრეზობდა. რიკიმდე ბრაზილიის ნაკრებში 10 ნომერს რონალდინიო და რივალდო ატარებდნენ. ამავე ნომრით ასპრეზობდნენ ლეგენდარული პელე და ზიკო.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 4 ივლისი 2009
- 2294
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.