კასილასი ესპანეთის მეფემ დააჯილდოვა

ყოველწლიურად ესპანეთში ჯილდოვდება საუკეთესო სპორტსმენი და გუნდი. წელს ეს ტიტული იკერ კასილასმა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა აიღო....


სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები ესპანეთის მეფე, ხუან კარლოსმა დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდა დედოფალი სოფიაც. სტუმართა სიაში იყვნენ: ასტურიის პრინცი და პრინცესა, დონ ფელიპე დე ბორბონი და დონა ლეტიცია ორტიზი, ინფანტა ელენა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრზიდენტი ანხელ მარია ვილარი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვინსენტე დელ ბოსკე და ესპანეთის სპორტის სამინისტროს მდივანი ხაიმე ლისავეცკი. სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვებულნი არიან: ედურნე პასაბანი, მანოლო სანტანა, ეუსებიო კასერესი და ხორხე ორენცო.

ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი:

"2010 წელი,დავის გარეშე, უდავოდ ბრწყინვალე იყო ესპანური ფეხბურთის ისტორიაში და მე მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ ეს. თქვენ მიღწევებსა და დამსახურებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი ხალხისა,რომელიც თქვენ სიამაყით აავსეთ."

იკერ კასილასი:

"ეს ძალიან კარგი ღონისძიებაა.ყოველთვის განსაკუთრებული მეფესთან და დედოფალთან შეხვედრა და ვცდილობ,რომ მათთან რაც შეიძლება დიდი დრო დავყო. ჩვენ სიამაყით ვივსებით,როცა ხოტბას გვასხამენ. თავს დიდებულად ვგრძნობთ. მეფემ და მე ბევრი ვისაუბრეთ ფეხბურთზე,განსაკუთრებით საკლუბო დონეზე. მან წარმატება და სეზონის ბედნიერი დასასრული გვისურვა. მე იმედი მაქვს,რომ ხუან კარლოსს ვალენსიაშიც შევხვდები,როცა "კოპა დელ რეის თასს მოვიგებთ"."


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

  • wishmaster
  • 28 თებერვალი 2011
  • 2919
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)