მოურინიო: "ჩემი გუნდი სამივე ტიტულის მოგებას ეცდება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლაკორუნიაში გამგზავრების წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "რეალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს...


"რიასორზე თამაში მადრიდის "რეალს" ყოველთვის უჭირდა, მაგრამ შარშანდელ სეზონში "ბლანკოსმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დეპორტივო საკუთარ სტადიონზე კარგად თამაშობს, მათ საშინაო კედლებში მხოლოდ "ბარსელონასთან" და "ალმერიასთან" წააგეს, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია, თუმცა ჩვენ მხოლოდ მოსაგებად მივდივართ."

"სერხიო კანალესმა დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა, რაც დასანანია, ფეხბურთელს არ აქვს გარანტია, იგი ნებისმიერ დროს შეიძლება დაშავდეს."

"ალვარო არბელოა ბრწყინვალე ფეხბურთელია, მას ძალიან კარგად შეუძლია დაცვის ნებისმიერ ფლანგზე თამაში, უნივერსალი ფეხბურთელები კი ყოველთვის საჭირონი არიან. ალვარო ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და ცდილობს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, ის ჩვენი გუნდისთვის საჭიროა ფეხბურთელია. არბელოა მოწინააღმდეგეს ყოველთვის ანეიტრალებს, საერთოდ გუნდში კარგი მცველები მყავს."

"მოტივირებულები ვართ და სამივე ტიტულის მოგება გვსურს, ამის თეორიული შანსი ნამდვილად არსებობს და ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად, ყველა ჩემპიონატში გვაქვს გამარჯვების შანსი და ამიტომ მონდომებით ვვარჯიშობთ."

"აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში მასპინძლებს არ უმართლებდათ, ბევრმა გუნდმა საშინაო კედლებში წააგო კიდეც, ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ "ლიონის" ბარიერს აუცილებლად გადავლახავთ."

"ჩემი ფეხბურთელები ყვითელ ბარათებს ძალიან იოლად იღებენ და ეს მაღელვებს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარათების დაგროვება წითელ ბარათს უდრის და ამით დამატებითი პრობლემები მექმნება, ამ კუთხით ყველაფერი უნდა გამოსწორდეს."

"პრიმერაში ბრწყინვალედ ვთამაშობთ, მაგრამ "ბარსელონა" მაინც წინ არის, ეს პეპ გვარდიოლას დამსახურებაა, რომელმაც კატალონიაში ბრწყინვალე კოლექტივი შექმნა და წარმატებებს მიაღწია, ხოსეპი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად შემიძლია მივიჩნიო." dle 10.1

  • Hala
  • 25 თებერვალი 2011
  • 2435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)