მეტცელდერის ბიოგრაფია

სრული სახელი და გვარი: კრისტოფ მეცელდერი
დაბადების თარიღი: 1980 წლის 5 ნოემბერი
დაბადების ადგილი: ჰალტერნი, გერმანია
სიმაღლე: 193 სმ
სათამაშო პოზიცია: ცენტრალური/მარჯვენა მცველი
კარიერა: 1999-2000 მიუნსტერი 32(4)
2000-2007 დორტმუნდი 152(2)
2007- რეალი 11(0)
სანაკრებო კარიერა: 2001- გერმანია 39(0)
ტიტულები: 2008წ ლა ლიგა


კრისტოფ მეცელდერი ერთერთი საუკეთესო გერმანელი მცველია. კრისტოფმა სათამაშო კარიერა მიუნსტერში დაიწყო, სადაც მხოლოდ 1 წელი დაჰყო და მალე დორტმუნდთანაც გააფორმა ხელშეკრულება. მეცელდერი ბორუსიაში 2000 წლის 1 აგვისტოს გადაბარგდა. 3 დღეში კი, ჰანზას წინააღმდეგ მისი დებიუტიც შედგა. კრისტოფმა უმალ მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება. ის საიმედოდ ასპარეზობდა დაცვაში და საჭიროების შემთხვევაში თავდამსხმელებსაც ეხმარებოდა. ერთადერთი, რაც მეცელდერს ხელს უშლის, მისი გაუთავებელი ტრავმებია. სწორედ ამ მიზეზით პირველივე ბუნდესლიგურ სეზონში კრისტოფმა მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. აი მომდევნო სეზონში კი მეცელდერმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. კრისტოფი დიდებულად ასპარეზობდა და შედეგად მისმა დიდებულმა თამაშმა გერმანიის ნაკრების მწვრთნელის, რუდი ფიოლერის ყურადღებაც მიიქცია. 2001 წელს კრისტოფს გერმანიის ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ამავე სეზონის ბოლოს კი დორტმუნდმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ბუნდესლიგა მოიგო, რაშიც თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი მეცელდერმაც შეიტანა. ამჯერად კრისტოფის ანგარიშზე 25 თამაში იყო.
2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც კორეა-იაპონიაში უნდა გამართულიყო, დიდი მითქმა მოთქმის საგანი გახლდათ და მითუმეტეს გერმანიაში, სადაც ნაკრების წარმატების ნაკლებად სჯეროდათ. რუდი ფიოლერმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეცლედერიც იახლა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო და სწორედ კრისტოფი გახლდათ ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მეცელდერმა დიდებულად იასპარეზა და ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. 2002 წელს ის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
“გოლების გატანა კრისტოფს არ ეხერხება, თუმცა ის ბევრ ისეთ მცველს სჯობია, რომელიც ბომბარდირული თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი”, - განაცხადა ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც თავის დროზე მეცელდერის შეძენას ცდილობდა. კრისტოფი ახლოს იყო ოლდ ტრაფორდზე გადასვლასთან, თუმცა ხელი აქაც ტრავმებმა შეუშალა. 2003-2004 წლების სეზონი მეცელდერმა საერთოდ გამოტოვა, რადგან მძიმე ტრავმა ჰქონდა. ერთი პერიოდი მიდიოდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ის კარიერასაც დაასრულებდა, თუცმა კრისტოფმა მტკიცე ნებისყოფა გამოიჩინა და თამაში განაგრძო. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მისი დაბრუნებაც შედგა. ეს ისევ ჰანზასთან შეხვედრაში მოხდა, ამჯერად 2004 წლის 11 დეკემბერს. კრისტოფი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და მატჩის ბოლოსკენ რომ არა მისი კარგი თამაში, ბორუსია შინ უქულოდ გაბრუნდებოდა. კრისტოფს ნაკრებშიც რეგულარულად იძახებდნენ. 2005-2006 წელი მისთვის წარმატებული გამოდგა. ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და ამასთან დორტმუნდშიც ისახელა თავი. მეცელდერის დიდებულმა თამაშმა გრანდები ისევ დააინტერესა. ამავე სეზონში კრისტოფმა თავისი პირველი ბუნდესლიგური გოლები გაიტანა. 2005 წლის 24 სექტემბერს, მაინცთან შეხვედრაში მეცელდერმა ბოლო წუთზე გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისაგან იხსნა. ამავე წლის 23 ოქტომებრს კი კრისტოფმა ჰამბურგსაც შეუგდო, თუმცა მისი გოლი ბორუსიას გამრჯვებისათვის არ ეყო. სულ მეცელდერის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 127 მატჩში 2 გოლია.
მეცელდერმა მაღალ დონეზე ასპარეზობა განაგრძო და 2007 წელს რეალის ყურადღებაც მიიპყრო. ამავე წლის 18 აპრილს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რეალმა მეცელდერი გადაიბირა. კრისტოფი რეალშიც მაღალ დონეზე ასპარეზობს, თუცმა მას ხელს ამჯერადაც ტრავმები უშლის. მეცელდერის დებიუტი პრიმერა დივიზიონში 2007 წლის 25 აგვისტოს შედგა, ატლეტიკოს წინააღმდეგ. ამ სეზონის პირველ ხანებში გერმანელი რეალის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა, თუმცა მას ტრავმები ისევ ტანჯავენ. 2008 წლის იანვარში კი ოფიციალურად დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ კრისტოფს ოპერაცია სჭირდება, რომელიც 4-5 თვიან აღდგენით კურსს მოითხოვს, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როგორც კრისტოფისთვის, ასევე მისი კლუბისა და ნაკრებისთვის.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კრისტოფი მოკრძალებული პიროვნებაა. ის ხშირად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს, რითაც უსახლკარო ბავშვებს ეხმარება. მეცელდერის უმცროსი ძმა, მალტე, ასევე ფეხბურთელია. ერთ დროს ძმები მეცელდერები, დორტმუნდის ღირსებას ერთად იცავდნენ, თუმცა შემდეგ, მალტემ დორტმუნდი დატოვა. dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 1728

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)