მარსელოს ბიოგრაფია

სრული სახელი და გვარი: მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი
დაბადების თარიღი: 1988 წლის 12 მაისი
დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო
სიმაღლე: 174 სმ.
სათამაშო პოზიცია: მარცხენა მცველი
კარიერა: 2005-2007 ფლუმინენსე 30(4)
2007- რეალი 21 (0)

სანაკრებო კარიერა: 2006- ბრაზილია 2(1)

მიღწევები: ლა ლიგა 2008წ.


“მეორე რობერტო კარლოსი”, იგივე მარსელო რიოში დაიბადა და საფეხბურთო კარიერა ფლუმინენსეში დაიწყო. პრიმერონაში(ბრაზილიის ჩემპიონატი) მისი დებიუტი 2005 წლის 13 ნოემბერს შედგა, ვასკო და გამასთან მატჩში. მარსელო მომდევნო სეზონში უკვე ამ გუნდის ძირითად შემადგენლობის წევრად ითვლებოდა. 2006 წელს პრიმერონაში მარსელოს ანგარიშზე 29 მატჩში 4 გოლი და უამრავი საგოლე გადაცემა იყო. მარსელოს კარგი თამაში ევროგრანდებსაც არ გამოპარვიათ და მისით უამრავი კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად რეალი და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვის ცსკა აქტიურობდნენ. მარსელოს უფრო სარფიან კონტრაქტს მოსკოველები სთავაზობდნენ და მალე ბრაზილიელი “არმიელთა” რიგებშიც უნდა ჩარიცხულიყო, მითუმეტეს, რომ ამ ტრანსფერს სულაც არ ეწინააღმდეგებოდა ფეხბურთელის მამა, რომელიც ამასთანავე მისი ერთერთი აგენტი გახლდათ. აი მეორე აგენტი, რეინალდო პიტა კი რეალის წინადადებას უფრო აქტიურად განიხლავდა და მალე მარსელო სამეფო კლუბშიც ჩაირიცხა. ტრანსფერში მთავარი როლი თავად ფეხბურთელმა შეასრულა, რომელიც რეალში, მისი კუმირის, რობერტო კარლოსის მხარდამხარ თამაშზე ოცნებობდა. ტრანსფერის ღირებულებამ 7 მილიონ ევროს მიაღწია, კონტრაქტი კი 2013 წლამდე გაფორმდა.
მარსელოს დებიუტი რეალის რიგებში 2007 წლის 7 იანვარს შედგა, დეპორტივოს წინააღდმეგ. აღსანიშნავია, რომ მარსელოს ადაპტაციის პერიოდი გაეწელა და ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
2007 წლის ზაფხულში რეალის თავკაცი ბერნდ შუსტერი გახდა. გერმანელმა სპეციალისტმა ბრაზილიელს თავიდან ნდობა არ გამოუცხადა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ვერდერის წინააღმდეგ, ძირითადში სრულიად მოულოდნელად მარსელოც ვიხილეთ. ბრაზილიელმა მშვენივრად იასპარეზა და გუნდიდან ახალი წასული, რობერტო კარლოსი, სრულიად ღირსეულად ჩაანაცვლა. ამ მატჩის შემდეგ, ვიეირამ უკვე პრიმერაშიც დაიწყო თამაში და საკმაოდ დამაჯერებლადაც. შუსტერის პირველსავე სეზონში ბრაზილიელი რეალის ძირითადი შემადგენლობის წვერად ითვლება. 2007-2008 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ბრაზილიელმა 6-ივე მატჩში სრულად ითამაშა და დაცვის მარცხენა ფლანგი გაამაგრა. მარსელო არც ტექნიკურ თამაშს “ერიდება” და შედეგად მასზე გაცილებით უფრო გამოცდილი გაბრიელ ჰაინცე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
2006 წელს დუნგამ მარსელო ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა. პირველივე შეხვედრაში უელსის გუნდის წინააღმდეგ, რეალის ფეხბურთელმა მოხდენილად დაარტყა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. მარსელო ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ 2008 წელს დაბრუნდა და როგორც კარლოს დუნგა აცხადებს პეკინის ოლიმპიადაზე ის ბრაზილიის ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 3475

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)