10 გზა მადრიდამდე

მისი საწოლის თავზე ყოველთვის დევს ბიბლია, ის თამაშობს , როგორც ანგელოზი-ელეგანტურობისა და სიზუსტის ნაზავი, ფეხბურთის უმაღლესი გამოხატულება. კაკა ყველასგან გამორჩეულია და ამაში ორი აზრი არ არსებობს. კაკა სულ სხვაა.

ის 28 წლისაა და მან მიაღწია ყველაფერს, რაზეც კი შეიძლება იოცნებოს პროფესიონალმა-მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საუბარი ზედმეტია სხვადასხვა თასებზე კონფედერაციის იქნება ეს , თუ სუპრეთასი, "ოქროს ბურთის" მფლობელი, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და "ბრილიანტის ბურთის" მფლობელი, როგორც ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

და ყველაფერ ამას თავისი მიზეზი აქვს: კაკა–პრაქტიკულად იდეალურია, ის ფებხურთელების ეტალონია, ის თავისუფლად ერგება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა "დიდებული".


1. გზის დასაწყისი


10 გზა მადრიდამდე


რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე დაიბადა 1982 წლის 22 აპრილს ბრაზილიაში. დედამისი, სომონე–მასწავლებელია, მამა-ბოსკო კი ინჟინერი. 4 წლამდე ისინი ქალაქში ცხოვრობდნენ, ამის შემდეგ გადავიდნენ კუიაბში, საიდანაც მოხვდნენ კიდეც სან–პაულოში. ოჯახი დასახლდა მონტე ალეგრეს ქუჩაზე, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა საფეხბურთო ზღაპარში, პირველი მისი საჩუქარი იყო ბურთი, სწორედ მაშინ დაიბადა მისი ზედმეტსახელი, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მის უმცროს ძმას არ შეეძლო სიტყვა რიკარდოს წარმოთქმა და იძახდა კაკა–ს.

უზრუნველყოფილ ოჯახში დაბადებულმა რიკარდომ მონდომებით დაიწყო მეცნიერების შესწავლა, ისე ჩანდა, თითქოსდა ფეხბურთი მისთვის უბრალოდ გასართობი იყო. მას ძალიან ბრწყინვალე ნიშნები ყავდა , განსაკუთრებით კი მათემატიკასა და რელიგიაში. რიკის, როგორც თავად ამბობს, სურდა მამაისის საქმიანობას გაყოლოდა და ინჟინერი გამხდარიყო, მაგრამ კაკა შემთხვევით მოხვდა ბაპტისტა ბრაზილიეროს მინი–საფეხბურთო კლუბის შემდაგენლობაში. მანდ კაკას იცნობდნენ, როგორც რიკარდინიოს. კლუბში კაკა სხვებზე უფრო მეტად ჩანდა. საკუთარ პირველ საერთაშორისო ტირნირზე ჩილეში 1993 წელს, ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დასაწყისი დაიწყო.


2.Hero in making.


10 გზა მადრიდამდე


მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს ბედი ეცადათ საფეხბურთო სკოლა "სან–პაოლოში". მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ნიჭიერებით და მადლით დაჯილდოებული ბავშვი ეზრდებოდათ.

აქ, "პაულისტების" სკოლაში, კაკა ნამდვილი თეთრი ქორივით იყო. ის იქაურ ბავშვებზე უფრო თეთრი, უფრო მდიდარი და რა თქმა უნდა, უფრო ჭკვიანი იყო.

სწორედ ამაში მდგომარეობდა მისი განსხვებულობა.

"ის პატარა და გამხდარი იყო, მაგრამ მას ტალანტი და ნიჭი ქონდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭუნა, რომელსაც თამაშის წაკითხვა შეეძლო. ამასთანავე ძალიან სუსტი. ბურთი უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე მისი ფეხები! ერთხელ მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა გადაწყვიტა, მე კი ამ დროს ვმკითხაობდი, ეყოფოდა თუ არა მას ძალა ბურთის კარებამდე მისატანად!"–მილტონ კრუსი, 13 წლის კაკას მწვრთნელი.

დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა მისი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება. კაკა სატრენაჟორო დარბაზში გააგზავნეს, ექიმებმა კი მას სპეციალური დიეტა დაუნიშნეს. ამან მალევე მოიტანა შედეგი. თუ მის დიეტოლოგსა და პერსონალურ მწვრთნელს დავუჯერებთ, მას არც ერთხელ არ დაურღვევია ექიმების მითითებები. ერთხელ,პირველი კლუბის მწვრთნელმა ვალდაომ მოითხოვა მისთვის კლუბის აკადემიის რომელიმე თავდამსხმელი ეჩვენებინათ. მას შემდეგ, რაც მან ნახა რიკარდოს ვარჯიში პირველი კლუბის ფეხბურთელებთან ერთად, კაკა უკვე აღარასდროს არ დარბუნებულა მეორე კლუბში.


3. ნახტომი, რომელიც სიცოცხლის ტოლფასი გახდა.


კაკას ცხოვრების ისტორია კიდევ ერთხელ გვასწავლის,გვანახებდ, რომ რანაირი იდეალურიც არ უნდა იყოს ადამიანი, ის მხოლოდ და მხოლოდ მსხვრევადი სათამაშოა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს გატყდეს. ანალოგიური რამ მოხდა რიკარდოს შემთხვევაშიც. ეს ყველასთვის დასამახსოვრებელი სიტუაცია 2000 წლის ოქტომბრის თვეში დატრიალდა. კაკა ოჯახთან ერთად დასასვენებლად აკვაპარკში წავიდა. დამწყბმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ყველაზე მაღალი ატრაკციონიდან დაშვებულიყო. სწორედ აქ მოხდა უბედურება. ის წყლის სავსე ბასეინს აცდა და მის კიდეც დაენარცხა. იმ წუთას, არავის რამე განსაკუთრეებული არ უგრძვნია, რიკარდო თავდაჯერებულად იდგა, ყველანი ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ ჩაქცევები დარჩებოდა სხეულზე. მაგრამ მეორე დღეს, ვარჯიშზე მისულმა ბიჭმა , ძალზედ მწარე ტკივილი იგრძნო, მას გონება თითქმის დაკარგული ქონდა. კაკა საავადმყოფოში გადაიყვანეს. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. ხერხემლის ტრავმა და ტვინის შერყევა. ძალიან მცირე შანსი იყო იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი როდისმე დაბრუნდებოდა მოედანზე და კვლავინდებურად ითამაშებდა. ეს კი არა, ექიმები იმის გარანტიასაც ვერ იძლეოდნენ, რომ კაკა სიარულს შეძლებდა. ეს ფეხბურთელის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო. ორი თვე ის იწვა, ფეხზეც არ დგებოდა. მხოლოდ ღმერთისადმი ნამდვილმა სიყვარულმა და რწმენამ შეაძლებინა მას გამოჯანმრთელება. კაკა ყოველდღე ლოცულობდა. ლოცულობდა, რომ იესოს ის დაინვალიდებული არ დაეტოვებინა. და აი გავიდა რამოდენიმე ხანი. ყველაფერი წესრიგში ჩადგა, ექიმები დღემდე ამტკიცებენ, რომ სასწაული მოხდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად, კაკა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ხელებს ცისკენ წევს და უფალს მადლობას უხდის, რომ იმ მომენტში მისი ლოცვა შეისმინა და ფეხბურთის ხელახლა თამაში შეაძლებინა.


4. პირველი ფეიერვერკი/დიდება.


10 გზა მადრიდამდე


2001 წელს ის "სან–პაოლოს" უფროსთა ნაკრებში გადადის.

2001 წლის 7 მარტი. ტურნირის ფინალი. "სან პაოლო"=–"რიო", კაკას კლუბი 1:0 მარცხდება. სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ბოლო წუთებზე მწვრთნელი მოედანზე თავის პატარა საიდუმლო იარაღს უშვებს. ორ წუთში კაკას ორი გოლი გააქვს. გამარჯვება!


10 გზა მადრიდამდე


მაგრამ ეს ყვავილები იყო მერე, იმავე ტურნირზე. "სან პაოლო" "ბოტაფოგთან" 0:1 მარცხდებოდა.ოსვალოდ ალვარესმა ნაადრევი ცვლილების განხორციელება გადაწყვიტა, მოედნიდან დიდი და საშიში ლუიშ ფაბიანო გაიყვანა, ხოლო მის ნაცვლად კი მოედანზე 19 წლის კაკა გამოუშვა. ორი წუთის მანძილზე "ბოტაფოგას" კარში ორ გოლი–სასწაული გადის! სწორედ ამ დროს გაისმა სტადიონზე ფეიერვერკების ხმა.

ამის შემდეგ კაკა ბრაზილიაში ნახევარღმერთი გახდა.

5. კაკამანია


10 გზა მადრიდამდე


მას არ შორდება პრესა, თაყვანისმცემლები კაკას ათასობით და ათიათასობით წერილს უგზავნიან. ფეხბურთელი ვარსკვლავური ავადმყოფობით სულაც არ ავადდება. უფრო მეტიც, ის ისეთივე არის , როგორიც იყო: კეთილი, მორცხვი, მომღიმარი ბიჭი. ის ისეთივე ოჯახის ბიჭია, რომელსაც საკუთარ ოთახში გაკრული აქვს პოსტერი წარწერით: "ბედნიერი ბავშვების გულში მუდამ ცხოვრობს იესო." ის უყვართ, არამარტო როგორც ნიჭიერი ფეხბურთელი, არამედ როგორც ძლიერი პიროვნება. 2001 წლს რიკარდო ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ხდება. სწორედ მაშინ ღებულობს ბრაზილიის ოქროს ბურთს, როგორც ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მოთამაშე.

2002 წელს მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინ იმართება დემონსტრაციები, რომელიც კიდე ერთხელ უსვასმ ხაზს კაკას დიდ ავტორიტეტს. ამ დემონსტრაციების გავლენით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფილიპე სკოლარის მიყავს კაკა ჩემპიონატზე. და აი, 20 წლის ევროპისთვის ჯერ კიდევ უცნობი ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი ხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მას 2–ნაირი მხედველობა ქონდა. ცხოვრებაში კაკა სათვალეებს ატარებს, ხოლო მოედანზე კი კონტაქტური ლინზებით თამაშობს, იყო შემთხვევა, როცა მეტოქესთან შეჯახების შედეგად, მას ლინზები ამოუვარდა, მაგრამ ფეხბურთელმა თამაში ბოლომდე მაინც მიიყვანა.
10 გზა მადრიდამდე


6. ყველასთვის ცნობილია, რომ თუ კაკამ სიჩქარე აკრიფა, სხვებს ისღა დარჩენიათ მოედნიდან გაიქცნენ.


10 გზა მადრიდამდე


მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოცი წლის ნახევარმცველზე ყველანი ალაპარაკდნენ. ბიჭი ბრაზილიიდან ცნობილი გახდა. მაგრამ მიუხედავად ამ ტოტალური ცნობადობისა, კაკა მაინც არ გაფუჭებულა. ის კვლავ ისეთივეა, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები, კვლავინდებურად სახლიდან დედის დალოცვის გარეშე არ გამოდის, კვლავინდებურად პასუხს ცემს გულშემატკივართა წერილებს. კაკაზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. მისით უმეტესობა ევროპული გრანდებისა აშკარა დაინტერესებას გამოხატავენ: "იუვენტუსი", "ჩელსი", "მადრიდის რეალი"... მაშინ ყველაზე გასაკვირი იყო კაკასადმი ინტერესი "ბრეშას" მხრიდან. კლუბში მალევე მიხვდნენ, რომ მათ შანსი არ ქონდათ. სწორედ მაშინ შედგდა მეტად უცნაური დიალოგი კლუბის პრეზიდენტ კორიონისა და მთავარ მწვრთნელ მაცონეს შორის:

- რას იტყვი ამ ბიჭზე? - კითხა კორიონიმ

- "ბრეშასთვის" ის არ გამოდგება.

- რატომ? ძალიან ცუდია?

- არა. ძალიან კარგია!

7. ევროპის მწვერვალზე.


10 გზა მადრიდამდე


2002 წელს "სან–პაოლო" მიუხედავად დიდი თანხისა, უარით ისტუმრებს "მანჩესტერ იუნაიტედს".

2003 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებები "მილანთან' წარმატებით სრულდება და ფეხბურთელი იტალიაში მიდის. თანხა, "მანჩესტერის" მიერ შეთავაზებულზე ორჯერ ნაკლებია. მიზეზი თავად ფეხბურთელი სურვილი იყო: " "სან–პაოლოდან" მხოლოდ "მილანში" წავალ. მე ყოვეთვის მომწონდა ეს კლუბი."

კაკა მაშინვე იპყრობს "მილანის" ტიფოზების გულებს. შეუდარებელი სიჩქარე, თავდაჯერებული ბურთის ფლობა, სიზუსტე, ფეხბურთელების ურთიერთგაგება. შეუდარებელი დარტყმა, მისი თამაში აღმაფრთოვანებელია, მის ძალებს დასასრული არ აქვთ. შესანიშნავი დუეტი შევჩენკო-კაკა ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზატს სცემდა, ხოლო გულშემატკივრებს კი ახარებდა.

"ჩემთვის ძალიან ადვილია შევჩენკოსთან თამაში! ის ჭკვიანი, სწრაფია. იგი ისეთივე ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც მე!"–ამბობდა აღფრთოვანებული ბრაზილიელი უკრაინელზე.

ეს "მილანისთვის" ნამდვილი მარგალიტი იყო. მოგვიანებით თვით პელემ ასე დაახასიათა ახალგაზრდა ფეხბურთელი: "ის ფეხბურთის გენიაა"

8. თეთრი ხაზი, შავი ხაზი.


თითოეულის ცხოვრებაში არის მოგებები და წაგებები. 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში "მილანი" "ბარსელონამ" გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ იყო სკანდალი სერია ა–ში. ამას მოყვა ჩაგდებული ჩემპიონატი გერმანიაში. სიტუაცია რაღაც არ აეწყო.

9. მილანელების კარგი ცვოვრება აქვთ–გოლი კვლავ კაკას გააქვს.


2006/2007 წლებში კაკას "მილანმა" სერია ა მესამე ადგილზე დაასრულა. მილანელებმა სეზონი მინუს ქულით დაიწყეს იტალიის ფეხბურთში აგორებული სკანდალის გამო. კაკას ყველაზე დიდ საკლუბო მიღწევად ითვლება 2006/2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მოგება, ფინალში მათ "ლივერპული" დაამარცხეს. კაკა საგოლე გადაცემის ავტორი გახდა პიპო ინძაგზე, რომელმაც ბოლო გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფებში კაკამ არაერთხელ შეარხია მეტოქეთა კარის ბადეები. საბოლოოდ ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2006/2007 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ რიკარდო კაკა აღიარეს. 2007 წელს მან მიიღო "ოქროს ბურთი", როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა. 2007 წლის 17 დეკემბერს, კაკა ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (ჯილდო-"ბრილიანტის ბურთი")


10 გზა მადრიდამდე


2009 წლის იანვარში, "მანჩესტერ სიტიმ" "მილანს" 100 მლნ. ფუნტზე მეტი შესთავაზა კაკას სანაცვლოდ. გაიგეს რა ამის შესახებ "მილანის" გულშემატკივრებმა, ყოველ მატჩში გამოფენილი ქონდათ მიმართვა, როგორც კლუბის ხელმძღვანელობის, ასევე თავად ფეხბურთელის მიმართ.


"კაკა შეუფასებელია"


10 გზა მადრიდამდე


"მის გულს ვერ უბრძანებ"


10 გზა მადრიდამდე


"კაკას გაყიდვა იგივე "მილანის" გაყიდვაა."


10 გზა მადრიდამდე


"კაკა არ იყიდება"


10 გზა მადრიდამდე


ტიფოზები ფულს, საკრედიტო ბარათებს და საფულეებს აფრიალებდნენ, მღეროდნენ, რომ თავად იყიდდნენ რიკარდოს, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მას გაყიდდა.


Kaka lo compriamo noi! Non si vende Kaka!



და კაკამ დარჩენა გადაწყვიტა, ტრანსფერი არ შედგა.


10. რიკი, ეს საღამო შენი იქნება.


10 გზა მადრიდამდე


2009 წლის ზაფხულში საფეხბურთო სამყარო შებარბაცდა. "მადრიდის რეალმა" კაკა შეიძინა. ასეთ რამეს არავინ არ ელოდა.

ისე ჩანდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. კაკამ საკუთარი გადასვლით შეარყია სატრანსფერო ბაზარი-ის ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.


გაისმა მრავალი კრიტიკა ბრაზილიელის მისამართით, ის ღალატში დაადანაშაულეს, მაგრამ მხოლოდ ნამდვილ გულშემატკივრებს ესმოდათ, რომ რიკარდომ "მილანი" გადაარჩინა-კლუბი, რომელსაც მან გული მიუძღვნა.

მან მიიღო გამოწვევა არამარტო საკუთარ თავზე, არამედ თავად ბედისწერასაც დაუპირისპირდა. საკუთარ სურვილების საზღვარი გადალახა, მაგრამ იმ რწმენით, რომ არ ინანებდა. დაიწყო ახალი გალაქტიკოს ერა.

"კაკასთან ერთად თამაში ერთი სიამოვნებაა. მის გვერდით ყველაფერი უფრო მარტივადაა." –კრიშტიანო რონალდო.


10 გზა მადრიდამდე


მაგრამ ყველაფერი ისე არ დალაგდა ესპანეთის დედაქალაქში, როგორ ამას თავად ელოდა. რთული ადაპტაცია. მუდმივი ტრავმები, პრობლემები. მაგრამ როცა კლუბს ჭირდებოდა, მაშინ კაკა გვერდით იყო.

სამწუხაროდ უბედურება მხოლოდ ერთხელ არ ხდება. მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ კრახი განიცადა მსოფლიო ჩემპიონატზე, კაკა ესპანეთში სერიოზული ტრავმით დაბრუნდა.


10 გზა მადრიდამდე


წინასასეზონო ტურნირზე კლუბი არც თუ ისე სასიხარულო ინფორმაციას ღებულობს, სეზონის პირველ ნახევარს კაკა გამოტოვებს.


10 გზა მადრიდამდე


ოპერაცია, რთული აღდგენითი ვარჯიშები, მაგრამ მაინც, მას ყველა ელის. მწვრთნელი ამაყად იძახის, რომ მხოლოდ "მადრიდის რეალს" შეუძლია იამაყოს და იტრაბახოს ზამთრრის პერიოდში საკუთარ რიგებში კაკას ხილვით. გულშემატკივრები დღეებს თვლიან მის გამოჩენამდე.

"კაკა–შენ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და შენ ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებ"–ამ სიტყვებს დუდეკი თითქმის ყოველ დღე იმეორებდა კაკას ერთ–ერთი ტრავმის დროს.

"სარაგოსასთან" თამაშის წინ , დუდეკმა კაკას უთხრა, რომ გადამწყვეტ გოლს გაიტანადა. ეს კი დუდეკმა მეტად ორიგინალურად გააკეთა. მან კაკას "Black Eyed Peas" - "I got a feeling" უმღერა: "დღეს მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღევანდელი ღამე შენი იქნება." ასეც მოხდა. კაკა მოედანზე თამაშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე გამოჩნდა და 8 წუთში უკვე თავის მიერ გატანილ გამარჯვების გოლს ზეიმობდა.

10 გზა მადრიდამდე


კაკას გვერდი Twitter-ზე

10 გზა მადრიდამდე


სიმღერა კაკაზე

დოკუმენტური ფილმი კაკას ცხოვრებაზე

როცა კაკა გამოდიოდა "სან–პაოლოში"- ბრაზილია გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

როცა კაკა გადავიდა "მილანში"-იტალია გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ამჟამად კაკა თამაშობს "მადრიდის რეალში"- ესპანეთი კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს ბიჭთან!


მას სწამს ღმერთის, ჩვენ კი გვჯერა მისი
dle 10.1

  • shvela
  • 24 თებერვალი 2011
  • 7272
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)