გუტის ბიოგრაფია

სრული სახელი და გვარი: ხოსე მარია გუტიერეს ჰერნანდესი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 31 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: მადრიდი, ესპანეთი

სიმაღლე: 185 სმ.

სათამაშო პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

კარიერა: 1984-1995 “რეალის” ახალგაზრდული გუნდები”

1995-1996 “რეალ მადრიდ კასტილია” 26(11)

1996- ”რეალი” 343(41)

ეროვნული ნაკრები: 1999- ესპანეთი 14(3)


ბავშვობაში გუტი დაინტერესებული იყო ჩოგბურთითა და საფეხბურთო წიგნების კითხვით. რეალის ახალგაზრდულ გუნდში, ის 1984 წელს მივიდა. თავიდან ხოსე ფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა, შემდეგ ნახევარდაცვაში ჩამოიწია და შემტევ ნახევარმცველად გადაკვალიფიცირდა. 1995 წელს ის ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და გუტიმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამავე წლის 21 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში, სევილიას წინააღმდეგ. იმ სეზონში გუტის ანგრიშზე 9 ჩატარებულ მატჩში 1 გოლია.

1997 წელს გუტიმ პირველი 2 ტიტულიც მოიგო: ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი. იმ სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 1998 წელს ხოსე ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს ევროპის ჩემპიონატზე. ამავე წელს გუტიმ უდიდეს წარმატებას მიაღწია. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.

1999-2000 წლების სეზონი გუტისთვის წარუმატებლად დაიწყო: ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე, კასაბლანკასთან მატჩში, მან გამოთქვა რა ხმამაღალი უკამყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მატჩის მიმდინარეობისას კლარენს ზეედორფმა შეცვალა, ის მოედნიდან გააძევეს. ამ სეზონში გუტიმ კვლავ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება მის სტატისტიკურ მონაცემებს: 28 მატჩი, 6 გოლი. მომდევნო სეზონი მან თავისი ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლით დაასრულა - 14 გოლი, 31 მატჩში. ამ გოლებმა დიდი წვლილი შეიტანა ესპანეთის ჩემპიოანტისა და სუპერთასის მოგებაში.

2002 წელს რეალში რონალდო გადავიდა და გუტიც ნახევარდაცვაში დაწიეს, რის შემდეგაც მან გოლების გატანას მოუკლო. მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში გუტიმ 63 მატჩში მხოლოდ 8 გოლის გატანა მოახერხა. ამ წელს ხოსემ მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. 2003 წელს კი გუტის ანგრიშზე ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასია.

2004-2005 წლების სეზონი გუტის კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონია. მან თავისი 7-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე სეზონი გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. ერთადერთი გოლი, რომლის შეგდებაც იმ წელს გუტიერესმა შეძლო, ეროვნული გუნდის რიგებში, სან-მარინოს ნაკრების წინაღმდეგ გატანილი ბურთი გახლავთ. 2005-2006 წლების სეზონში კი გუტიმ 43 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც მოახერხა. (4 ლა ლიგაში, 2-იც ჩემპიონთა ლიგაზე)

2006 წელს, მაშინ, როდესაც სამეფო კლუბის ახალმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კაკას ყიდვა გადაწყვიტა, გუტის მადრიდში დარჩენა დიდი ეჭვის წინაშე დადგა. მის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” იჩენდა. საბოლოო ჯამში, გუტიმ გადაწყვიტა რეალში დარჩენა, მანამ სანამ სამეფო კლუბი კაკას შეიძენდა.

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, ხოსემ რეალის გამთამაშებლის მძიმე ფუნქცია იტვირთა. გუტიმ 2006-2007 წლების სეზონში დიდებულად იასპარეზა და გუნდს მრავალი მნიშვნელოვანი გოლით თუ საგოლე პასით დაეხმარა, რამაც საშუალება მისცა რეალს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული 30-ედ მოეგო.

ეროვნულ გუნდში გუტის დებიუტი 1999 წლის 5 მაისს შედგა, ხორვატიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ხოსემ ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლია. ინჩასები გუტის ნაკრებში დაბრუნებასა და მის ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას მთელი სეზონია მოითხოვენ, თუმცა ესპანეთის ნაკრების მხცოვანი დამრიგებელი, ლუის არაგონესი, არც მასსა და არც რეალის მეორე კაპიტანს, რაულს სწყალობს და ჯერჯერობით ორივეს ნაკრებს მიღმა ტოვებს.

გუტის მეუღლეს არანჩა დე ბენიტო ჰქვია. წყვილმა 1999 წლის 22 ივნისს იქორწინა. რეალის ვიცე-კაპიტანს 2 შვილი ჰყავს: საირა(დაბ. 2000) და აიტორი(დაბ. 2002).

გუტის მსახიობური გამოცდილებაც გააჩნია. ხოსემ ითამაშა საფეხბურთო ტრილოგიაში “გოლი 2″. გარდა ამისა, გუტის მონაწილეობა მიღებული აქვს 2005 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში “რეალი, სანახაობა”.

დამატებითი ინფორმაცია გუტიზე იხილეთ შემდეგ გვერდებზე:

1. http://halamadrid.ge/7707-bbbbbbyebbbbb-b-bbbb.html
2. http://halamadrid.ge/7708-bbbbbbbb-bbbb-bbbbbb.html
3. http://halamadrid.ge/7712-bbbb-bbbbb-bbb-bbbbbbb.html dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 7352

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)